არასამთავრობოები იმპერიალიზმის სამსახურში

news_1141831300717
ავტორი: ჯეიმს პეტრასი

ჯეიმს პეტრასი ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის, Binghamton-ის პროფესორია სოციოლოგიაში; ასევე რამდენიმე უნივერსიტეტის დამხმარე პროფესორი. პეტრასი ავტორია 60-ზე მეტი წიგნისა და 600-ზე მეტი სტატიის, რომლებიც წამყვან სამეცნიერო ჟურნალებშია გამოქვეყნებული. მისი ნაშრომები ძირითად ორიენტირებულია ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთზე, იმპერიალიზმზე, გლობალიზაციასა და მემარცხენე სოციალურ მოძრაობებზე. აკადემიური მოღვაწეობის პარალელურად, ის ასევე აქტიურად იყო ჩართული პრაქტიკულ პოლიტიკაში. 60-იანი წლებიდან, პეტრასი იყო სხვადასხვა სოციალისტური ორგანიზაციების წევრი, ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა მშრომელთა ორგანიზების კუთხით, მათ შორის ბრაზილიასა და არგენტინაში.

► წინამდებარე თარგმანი წარმოადგენს მხოლოდ ნაწყვეტს სრული სტატიისა, რომლის გაცნობაც შესაძლებელია ამ მისამართზე.

► მთარგმნელთა შენიშვნა : 1999 წელს გამოქვეყნებული ჯეიმს პეტრასის წინამდებარე სტატია დღესაც აქტუალურია განვითარებადი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს რეალობისთვის. სტატიაში ავტორი არ უარჰყოფს იმ პრობლემების მოგვარების საჭიროებას, რომელთა გადაჭრაც არასამთავრობო ორგანიზაციების გაცხადებული მიზანია, თუმცა იგი აკრიტიკებს მათ მეთოდებსა და პრაქტიკას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კონტრპროდუქტიული შეიძლება იყოს. სტატია ასევე საინტერესო იქნება იდენტობის პოლიტიკის ეფექტიანობის საკითხით დაინტერესებული მკითხველისთვის.

► მედია პლატფორმა მადლობას უხდის მთარგმნელებს ვებ-გვერდის განვითარებაში შეტანილი მოხალისეობრივი წვლილისათვის.

ისტორიის მანძილზე, მმართველი კლასები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ, საკუთარი ძალაუფლებისა და პრივილეგიების დასაცავად ყოველთვის ეყრდნობოდნენ სახელმწიფოს იძულების აპარატსა და სოციალურ ინსტიტუტებს. წარსულშიგანსაკუთრებით მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, იმპერიალისტი მმართველი კლასები აფინანსებდნენ ადგილობრივ და საზღვარგარეთის რელიგიურ გაერთიანებებს, რათა ამ გზით გაეკონტროლებინათ ექსპლუატირებული ადამიანებიმათი უკმაყოფილება კი გარდაექმნათ რელიგიურ და საზოგადოებრივ დაპირისპირებებში.

მსგავსი პრაქტიკა დღესაც შენარჩუნებულია. ამასთან, უკანასკნელ პერიოდში უფრო ახალი სოციალური ინსტიტუტებიც აღმოცენდნენრომლებიც კონტროლისა და რეალური პრობლემის შენიღბვის იმავე ფუნქციას ასრულებენ. ისინი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები არიანდღეისათვის, მესამე სამყაროს ქვეყნებში, სულ მცირე, 50 000 არასამთავრობო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რომლებიც 10 მილიარდ დოლარზე მეტით ფინანსდებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ევროპისამერიკისა თუ იაპონიის სამთავრობო სტრუქტურებიდანდიდი არასამათავრობო ორგანიზაციების დირექტორები მართავენ მილიონიან ბიუჯეტებს და დაახლოებით იმდენივე ხელფასს იღებენ, რასაც კორპორაციების ხელმძღვანელები. ისინი მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებშიმოლაპრაკებებს აწარმოებენ დიდი კომპანიებისა და ფინანსური ორგანიზაციების დირექტორებთან და იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსრომლებსაც (როგორც წესი, უარყოფითი) გავლენა აქვს მილიონობით ადამიანზე – განსაკუთრებით ღარიბებზე, ქალებსა და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებზე.

არასამთავრობოებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური როლი აქვთ მესამე სამყაროს ქვეყნებშიაზიაშიაფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში. ისინი ხშირად პირდაპირ დამოკიდებულები არიან მათ დონორებზე ევროპაში, აშშ-სა და იაპონიაში და თავიანთი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლებით, ნეგატიური ზეგავლენა აქვთ პროგრესულ მოძრაობებზე. ამის სიმპტომია ის, რომ არასამთავრობოთა მიმართ იშვიათად თუ ისმის სისტემური მემარცხენე კრიტიკა. ეს ფენომენი მეტწილად იმით აიხსნება, რომ ისინი წარმატებით ახერხებენ ორგანიზებული მემარცხენე მოძრაობების ჩანაცვლებასა თუ განადგურებას და ამ უკანასკნელთა წარმომადგენლების გადაბირებას.

დღეისათვის მემარცხენეთა უმეტესობის კრიტიკის მთავარი საგანი საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკიმულტინაციონალური კორპორაციები და კერძო ბანკები არიან; ანუ, ისინი, ვინც მაკროეკონომიკურ დღის წესრიგს ქმნიან მესამე მსოფლიოს ქვეყნების ექსპლუატაციისთვის. ეს მნიშვნელოვანი და დასაფასებელი საქმეა. თუმცა, მესამე მსოფლიოში შეტევა ინდუსტრიებზე, დამოუკიდებლობაზე და ცხოვრების სტანდარტებზე, არა მხოლოდ მაკროეკონომიკურ, არამედ მიკროეკონომიკურ დონეზეც ხდება. ამ ქვეყნებში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებს გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს ხელფასებზე, დასაქმებულთა მდგომარეობაზე, გლეხებზე და მცირე მეწარმეებზე. ეს კი მოსახლეობის დიდ ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს. არასამთავრობოებიც სწორედ აქ ასრულებენ თავიანთ როლს: ისინი ახდენენ აღნიშნული უკმაყოფილების მისტიფიკაციას და გადამისამართებას კორპორაციებისა და ბანკების ნაცვლად შედარებით ვიწრო პრობლემებისა და აპოლიტიკური საკითხებისაკენ. ამით, ისინი ხელს უშლიან პრობლემათა სათავის, როგორც იმპერიალიზმისა და კაპიტალისტური ჩაგვრის შედეგის  გააზრებას კლასობრივ ჭრილში.

გარდა ამისა, არასამთავრობოები მსოფლიოს მასშტაბით, გახდნენ კარიერული პლატფორმა ამბიციური და განათლებული კლასისთვისაკადემიკოსებმაჟურნალისტებმა და სხვა პროფესიონალებმა მიატოვეს ნაკლებად ანაზღაურებადი მემარცხენე მოძრაობები ენჯეოებში სარფიანი კარიერების სანაცვლოდ. მათ თან წაიღეს თავიანთი ორგანიზაციული და რიტორიკული უნარებიპოპულისტური ლექსიკის ჩათვლითდღეისათვის ჩვენ ვხვდებით არასამთავრობოების ათასობით დირექტორს, რომლებიც $40 000-იან ჯიპებს მართავენ თავიანთი მოდური გარეუბნის სახლებიდან კეთილმოწყობილ ოფისებამდე, ბავშვებს და საოჯახო საქმეებს კი მსახურებს უტოვებენ. ისინი უფრო მეტ დროს ატარებენ უცხოეთში (ვაშინგტონი, ბანგკოკი, ტოკიო, ბრიუსელი, რომი და ა.შ.) კონფერენციებზევიდრე საკუთარი ქვეყნების ტალახიან სოფლებში. ისინი იმაში უფრო მეტად არიან გაწაფულები, რომ მოითხოვონ მეტი ანაზღაურება „დამსახურებული პროფესიონალებისთვის“, ვიდრე გარისკონ და დაბალანაზღაურებადი სოფლის მასწავლებლების გვერდით დადგნენ საპროტესტო აქციაზე, სადაც შეიძლება პოლიციისგან მოხვდეთ. ენჯეოების ხელმძღვანელები ახალ სოციალურ ფენას წარმოადგენენრომელიც განისაზღვრება არა საკუთრების ფლობით ან სამთავრობო რესურსებით, არამედ იმპერიალისტური ფინანსებით და მათი უნარით, გააკონტროლონ საზოგადოებრივი ჯგუფების მნიშვნელოვანი ნაწილი. არასამათვარობოების ხელმძღვანელები შეიძლება გაგებულ იქნან როგორც ნეოკომპრადორების ჯგუფირომელიც არანაირ სასარგებლო პროდუქტს არ ქმნის,მაგრამ ასრულებს სერვისს დონორი ქვეყნებისთვის – რაც ძირითადად გამოიხატება ქვეყნის სიღარიბით ვაჭრობაში ინდივიდუალური სარგებლის ნახვის მიზნით.

ფორმალური არგუმენტები, რომლებსაც ენჯეოების დირექტორები იყენებენ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად – რომ ისინი ებრძვიან უთანასწორობას, სიღარიბეს და ა.– შეცდომაში შემყვანია, რადგან მათი საქმიანობა სინამდვილეში მათსავე ინტერესებს ემსახურება. არსებობს პირდაპირი კავშირი არასამთავობოების ზრდასა და მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტების გაუარესებას შორისენჯეოების გამრავლებას არ შეუმცირებია სტრუქტურული უმუშევრობაგლეხთა მასიური მიგრაციაარ უზრუნველყვია ცხოვრებისთვის აუცილებელი ხელფასით არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანების მზარდი არმია. რაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს, არის ის, რომ შექმნეს ერთგვარი თავშესაფარი პროფესიონალთა მცირერიცხოვანი წრისათვის, რითაც ამ უკანასკნელთ მიეცათ საშუალება, ასულიყვნენ არსებული სოციალური კიბის ზედა საფეხურებზე და გაქცეულიყვნენ ნეოლიბერალური ეკონომიკის გამანადგურებელ შედეგებს, რითაც მათი ქვეყანა და ხალხი ზიანდება.

აღსანიშნავია, რომ რეალობა მკვეთრად განსხვავდება ენჯეოებში მომუშავე ადამიანების თვითაღქმისაგან. მათ მიერ გამოცემული პრეს რელიზებისა და საჯარო განცხადებების თანახმად, ისინი წარმოადგენენ მესამე გზას „ავტორიტარულ ეტატიზმსა“ და „ველურ საბაზრო კაპიტალიზმს“ შორისისინი საკუთრ თავს აღწერენ, როგორც სამოქალაქო საზოგადოების” ავანგარდს, რომელიც „გლობალური ეკონომიკის“ სივრცეებში ოპერირებს. ზოგადი მიზანი, რომელიც ხშირად ისმის ხოლმე ენჯეოების კონფერენციებზე, არის ალტერნატიული განვითარება“.

ყბადარებული სიტყვები – „სამოქალაქო საზოგადოება“, რეალურად შინაარსს მოკლებულია. „სამოქალაქო საზოგადოება“ არ არის ერთი რაიმე ორგანიზაცია – ის შედგება კლასებისაგან, რომლებიც დაყოფილები არიან და თანაც, დღეს უფრო მეტად, ვიდრე არასდროს. მშრომელთა მიმართ ყველაზე დიდი უსამართლობების უმეტესობა „სამოქალაქო საზოგადოების“ წევრი მდიდარი ბანკირების მიერაა ჩადენილი, რომლებიც შეუსაბამოდ მაღალ პროცენტს იღებენ საშინაო ვალიდან; მესაკუთრეების მიერ, რომლებიც გლეხებს მათი მიწებიდან ყრიან და ინდუსტრიული კაპიტალისტების მიერ, რომლებიც მშრომელებს უმცირეს ხელფასებზე ამუშავებენ სამკერვალო ფაბრიკებში. „სამოქალაქო საზოგადოებაზე“ საუბრისას ენჯეოები ნიღბავენ ძირეულ განსხვავებებს სოციალურ ფენებს შორის, კლასობრივ ჩაგვრასა და კლასობრივ ბრძოლას, რომელიც თანამედროვე „სამოქალაქო საზოგადოების“ პოლარიზებას ახდენს. გარდა იმისა, რომ ანალიტიკურად გამოუსადეგარი და გაურკვეველი კონცეპტია, „სამოქალაქო საზოგადოება“ ხელს უწყობს არასამთავრობოებს მათ დამფინანსებელ კაპიტალისტურ ინტერესებთან კოლაბორაციაში. ეს მათ საშუალებას აძლევს, თავიანთი პროექტები და მიმდევრები მიმართონ დაქვემდებარებულ პოზიციაში დიდი ბიზნესების ინტერესებთან, რომლებიც მართავენ ნეოლიბერალურ ეკონომიკებს. ამასთან, არცთუ ისე იშვიათად, ენჯეოების რიტორიკა სამოქალაქო საზოგადოებასთან დაკავშირებით სინამდვილეში შენიღბული შეტევაა სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ წარმოებული ფართომასშტაბიანი სოციალური პროგრამების წინააღმდეგ. არასამთავრობოები დიდი ბიზნესების მხარეს იჭერენ „ანტი-ეტატისტურ“რიტორიკაში (სადაც ერთი ტერმინ „სამოქალაქო საზოგადოებას“ იყენებს, მეორე კი „ბაზარს“), რათა მოხდეს სახელმწიფო რესურსების მათთვის სასარგებლო გადანაწილება. კაპიტალისტების „ანტი-ეტატისტური“ რიტორიკა გამოიყენება იმისათვის, რომ მოხდეს საჯარო რესურსებით ექსპორტის სუბსიდირება და გაკოტრების პირას მყოფი კორპორაციების გადარჩენა ბიუჯეტის სახსრებით. ენჯეოები კი ცდილობენ, მიიღონ თავიანთი მცირე წილი „ქვეკონტრაქტების“ სახით, რის შემდეგაც აწვდიან დაბალი ხარისხის მომსახურებას ხალხის მცირე რაოდენობას.

ენჯეოელების თვითაღქმისაგან განსხვავებით, რომელიც მათ წარმოადგენს, როგორც ინოვაციურ სახალხო ლიდერებს, ისინი სინამდვილეში რეაქციონერები არიან, რომლებიც საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეხმარებიან, ახდენენ რა პრივატიზაციის მხარდაჭერას, დემობილიზირებას უწევენ სახალხო მოძრაობებს და აბრკოლებენ წინააღმდეგობის მოძრაობებს.

ამდენად, ენჯეოები წარმოადგენენ სერიოზულ გამოწვევას მემარცხენე მოძრაობებისთვის, რის გამოც საჭიროა მათი წარმომავლობის, სტრუქტურისა და იდეოლოგიის კრიტიკული პოლიტიკური ანალიზი.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ