ანა დოლიძე: პროგრესი ქაოსის ნაპირას

Share on Facebook449Share on Google+2Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ცნობილი იურისტი ანა დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ინიშნებატერორისტული აქტები ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქში. ბრექსითი. გაჭიანურებული კონფლიქტი სირიაში. ისლამური სახელმწიფო და მასთან ბრძოლაში შექმნილი ფრონტი, რელიგიათაშორისი დაძაბულობა და სეკულარიზმის კრიზისი. საქართველოს სამეზობლოში გართულებული გეოპოლიტიკური სიტუაცია, გააქტიურებული რუსეთი და ოკუპირებული ტერიტორიები. ახლახანს თავიდან აცილებული სამხედრო გადატრიალება თურქეთში. შეხვედრა პრეზიდენტებს ერდოღანსა და პუტინს შორის და ახლახანს განახლებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. ამ ვითარებაში გადარჩენის რა შანსი აქვს საქართველოს, არა თუ წინსვლისა და განვითარების? შესაძლებელია თუ არა ვიცხოვროთ მშვიდობიან ქვეყანაში, განვაგრძოთ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა და ეკონომიკური განვითარება მუდმივად ცვალებად და ქაოტურ რეგიონში? ასეთი კითხვები ხშირად ისმის ქართულ საჯარო სივრცეში.

დიახ, შეგვიძლია. საქართველო ქაოსის ნაპირასაა. „ქაოსის ნაპირის“ ცნება მეცნიერებაში დღესდღეობით პოპულარული კომპლექსური სისტემების თეორიიდან მოდის. ეს თეორია განმარტავს სხვაობას ქაოსსა და წესრიგს შორის. სწორედ ქაოსსა და წესრიგს შორის მდებარეობს ის სივრცე, სადაც იხსნება ასპარეზი შემოქმედებითი განვითარების, დიდი გარღვევებისათვის. “ქაოსის ნაპირის” კონცეფცია მათემატიკოსმა დოინ ფარმერმა აღმოაჩინა კომპუტერულ ფენომენზე დაკვირვების შედეგად. ის პოპულარულია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ბიზნესში. ქაოსის ნაპირზე ყოფნა, ქაოსისათვის ყურადღებით თვალის დევნება და მასში არმონაწილეობა უამრავ შესაძლებლობას და შემოქმედებითი გარღვევის გაკეთების წინაპირობას იძლევა.

ქაოსის ნაპირას მყოფი საზოგადოებისათვის დამახასიათებელია განსაკუთრებული მოქნილობა, ვინაიდან ის არსებობს სტაბილურ და ხისტ წესრიგსა და ქაოსისთვის დამახასიათებელი არეულობას შორის. თვითორგანიზება და ევოლუცია ხშირად მხოლოდ ამ სივრცეშია შესაძლებელი, სადაც ჯერ არ არის დამყარებული მკაცრი სტრუქტურები და წესრიგი, მაგრამ უკვე არც შემთხვევითობებით სავსე ქაოსია. ქაოსის ნაპირას არის სივრცე „შემთხვევითობასა და წესრიგს შორის… სწორედ ამ სივრცეებს შორის არის გარდამავალი სფერო. ამოცანა იმაშია, რომ რაც შეიძლება ახლოს მიხვიდე ქაოსთან , მაგრამ არ მოხვდე ქაოსში. უნდა იყო ქაოსის ნაპირას,“ ამბობს ფიზიკოსი, პროფესორი ჯონ ბეგსი.

საქართველოს გარშემო განვითარებული მოვლენები სწორედ რომ ქაოსის შთაბეჭდილებას ტოვებს. უარყოფითი მოვლენების, ძალადობის და კონფლიქტების ყოველდღიური კასკადი საქართველოსათვისაც წარმოშობს ქაოსში ჩათრევის საშიშროებას. თუმცა, ამავე დროს ჩვენ ქაოსის ნაპირას ვიმყოფებით, რაც საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ახალახალი შესაძლებლობები და მყისიერად ჩავეჭიდოთ მათ. ქაოსის ნაპირზე ყოფნას ასევე განსაკუთრებული ადაპტირების უნარი და მოქნილობა მოაქვს, რომელსაც შესაბამისი გამოყენება ჭირდება. ქაოსით შემოთავაზებული შესაძლებლობების ამოცნობას შესაბამისი ხელმძღვანელობა დროულად ახდენს და ქაოსის გარეთ მყოფ პირობებს ამ შესაძლებლობების გამოყენებისათვის ითვისებს. ქაოსის ნაპირზე ყოფნისას პროაქტიულობა აუცილებელია.

დიახ, შესაძლებელია პროგრესი ქაოსის ნაპირას, თუმცა ქაოსის ნაპირზე ყოფნა რთული ამოცანაა. ქაოსის ნაპირას ყოფნა განვითარებისათვის უდიდეს შესაძლებლობას წარმოშობს, თუმცა მის ათვისებასაც განსაკუთრებული ძალისხმევა და უნარები ჭირდება. საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა ისტორიულად რთულია, ხოლო რეგიონში განვითარებული მოვლენები ნამდვილად იძლევა ქაოსის ნიშნებს. ამ პირობებში, საქართველო სწორედ რომ ქაოსთან ახლოს, მის სანაპიროზე იმყოფება. შესაბამისი, ლიდერობისა და უნარ-ჩვევების შემთხვევაში ეს ვითარება არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ პროგრესის შესაძლებლობაცაა.

 

Share on Facebook449Share on Google+2Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*