ამარტია სენი: განვითარება როგორც შესაძლებლობების გაფართოება

Amartya_Senამარტია სენი გახლავთ  ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში (1998 წ).

მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ჰუმანური განვითარების თეორიის, კეთილდღეობის ეკონომიკის, სიღარიბის განმაპირობებელი მექანიზმების კვლევასა და პოლიტიკურ თეორიებში. ამარტია სენს უკავშირდება “სოციალური არჩევნის შესაძლებლობის” თეორიის შექმნა.

სენმა უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა “ადამიანური განვითარების ინდექსის” (Human Development Index (HDI)  შექმნაში, რომლითაც მსოფლიოში ქვეყნების განვითარებას ზომავენ ოთხი ძირითადი მიმართულებით: ბედნიერების, სიცოხლის ხანგრძლივობის, განათლების დონის მაჩვენებლის და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით.

European.ge მკითხველს გთავაზობთ მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური ტექსტის –  “განვითარება როგორც შესაძლებლობების გაფართოება” – ქართულ თარგმანს.

მთარგმნელები: ვანო აბრამაშვილი და ბაჩო ოდიშარია

 

შესავალი

თავის ნაშრომში „ზნეობის მეტაფიზიკის საფუძვლები“, იმანუელ კანტი საუბრობს ადამიანების, როგორც საკუთარ თავში მიზნის დანახვის აუცილებლობაზე, ვიდრე სხვა მიზნების მიღწევის საშუალებაზე: “მოიქეცი ისე, რომ სარგებელი მოუტანო კაცობრიობას, იქნება ეს საკუთარი თავისადმი თუ სხვა ვინმესადმი, ნებისმიერ შემთხვევაში მას უნდა ახლდეს მიზანი და არა საშუალება”. ეს დოქტრინა მნიშვნელოვანია მრავალ კონტექსტში, სიღარიბის, პროგრესის და დაგეგმარების გაანალიზებაშიც კი. ადამიანები არიან პროგრესის აგენტები, ბენეფიციარები და არბიტრები, მაგრამ ამასთან, ისინი არიან პირდაპირ ან ირიბად ყველანაირი წარმოების საშუალებანი. ადამიანის ეს ორმაგი როლი წარმოქმნის დიდი დოზით მიზნის უწესრიგობას და დაგეგმარებასა და პოლიტიკის კეთების საშუალებებს. მას შეუძლია და ხშირად ასეც ხდება, რომ ყურადღება გადადის წარმოებასა და კეთილდღეობაზე, როგორც პროგრესის არსზე, სადაც ხალხს ეპყრობიან როგორც საშუალებას, რომელიც პროდუქტიული პროგრესის მომტანია (იმის მაგივრად, რომ ადამიანის სიცოცხლე გამოჩნდეს, როგორც მთავარი საზრუნავი, ხოლო წარმოება და კეთილდღეობა როგორც ცხოვრების საშუალება).

გაზრდილი რეალური შემოსავლის და ეკონომიკური მზარდობის, როგორც წარმატებული განვითარების მახასიათებლის ვითარების ფართოდ გავრცელებული კონცენტრაცია შეიძლება ზუსტად იმ შეცდომის ასპექტი იყოს, რომლის შესახებაც გვაფრთხილებდა კანტი. ეს ცენტრალური პრობლემაა ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და შეფასების კუთხით. პრობლემა რასაკვირველია ის არაა, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის შესრულება ძირითადად დაგეგმარების და პოლიტიკის წარმოების მთავარ მიზანს წარმოადგენს. თავისთავად, ეს არ უნდა იყოს საფუძველს მოკლებული. პრებლემა დაკავშირებულია იმ ხარისხთან, რომელშიც ეს მიზანი აყვანილი უნდა იყოს მთავარ ამოცანად. არის ეს შუალედური მიზანი, რომლის აუცილებლობაც პირობითია იმასთან მიმართებაში თუ რა სარგებელი მოაქვს მას ადამიანების ცხოვრებაში? თუ ეს არის მთელი სამუშაოს ობიექტი? ეს არის ძირითადად ამ უკანასნკელი მოსაზრების სრული მიმღებლობა, რომ მიზანი–საშუალების ცნებით გამოწვეული დაბნეულობა ხდება მნიშვნელოვანი და უტყუარი.

პრობლემას შესაძლოა არც ჰქონოდა დიდი პრაქტიკული ინტერესი რომ არ ყოფილიყო ერთმანეთთან ასე მჭიდროდ დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის მიღწევა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება. მხოლოდ ამაში რომ ყოფილიყო საქმე, მაშინ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ნადირობა, როგორც თვითმიზანი, რომელიც საფუძველში მცდარია, შესაძლოა სინამდვილეში ყოფილიყო მხოლოდ განუყოფელი საშუალება ადამიანების გამდიდრების მიზნის მისაღწევად. მაგრამ მჭიდრო კავშირი არ დგება. ქვეყნებს, რომლებსაც მთლიანი ეროვნული პროდუქტის (მეპ) მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე მაღალი აქვთ, მაინც შეიძლება ჰქონდეთ ცხოვრების ხარისხის დაბალი მაჩვენებელი, მოსახლეობის ნაადრევი სიკვდილიანობის, დაავადებულობის, დიდი რაოდენობით გაუნათლებლობისა და ა.შ.

პრობლემის მეტი თვალსაჩინოებისთვის პირველ გრაფაზე წარმოდგენილია მთლიანი ეროვნული პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ექვსი ქვეყნის მაგალითზე. გრაფაზე აგრეთვე მოყვანილია სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი კონკრეტულ ქვეყანაზე.

ფიქჩა

ქვეყანა შეიძლება ძალიან მდიდარი იყოს ჩვეულებრივი ეკონომიკური მახასიათებლებით (ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის ფასის მიხედვით) და ამასთან ადამიანის ცხოვრების ძალიან დაბალი ხარისხის მაჩვენებელი ჰქონდეს. სამხრეთ აფრიკა, რომელსაც ხუთჯერ მაღალი მეპ აქვს ერთ სულ მოსახლეზე შრი–ლანკასთან და ჩინეთთან შედარებით, ბევრად დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი გააჩნია, იგივე სურათია სხვადასხვა კუთხით ბრაზილიაში, მექსიკაში, ომანსა და ბევრ სხვა ქვეყნებში, რომლებიც არ არიან წარმოდგენილნი გრაფაზე.

ამის გამო არსებობს ორი განსხვავებული პრობლემა. პირველი ის, რომ ეკონომიკური კეთილდღეობა მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ეს გახლავთ ფუნდამენტური დასკვნა, რომელიც მას დასასრულის სტატუსს ანიჭებს. მეორე შემთხვევაში, საშუალების მხრივაც, მხოლოდ საშუალო ეკონომიკური დოვლათის მატება შეიძლება არაეფექტური იყოს რეალურად ფასეული მიზნების ძიებაში. იმაში დასარწმუნებლად, რომ განვითარების დაგეგმარება და საერთო პოლიტიკის ფორმირება არ ზიანდება ძვირი უწესრიგობის მიზნებითა და საშუალებებით, ჩვენ უნდა გადავჭრათ მიზნის იდენტიფიკაციის საკითხი, რომლის პრიზმაშიც საშუალების ეფექტურობა სისტემატურად შეიძლება შეფასდეს.

ეს სტატია ეძღვენება ამ მთავარი ამოცანის ბუნებისა და შედეგების განხილვას.

 

შესაძლებლობის მიდგომა: კონცეპტუალური ფესვები

განსაკუთრებული განხილვის ხაზი, რომელსაც აქ გავყვებით, დაფუძნებულია ადამიანის ცხოვრების სოციალური ცვლილების შედეგზე გამდიდრებასთან მიმართებაში. თუმცა ადამიანის ცხოვრების ხარისხი თავისთავად საკმაოდ კომპლექსურია. მიდგომა, რომელსაც აქ გამოვიყენებთ ხშირად იწოდება, როგორც “შესაძლებლობების მიდგომა”, ის ადამიანების სიცოცხლეს აღიქვამს “პრაქტიკად და ყოფიერებად”, ჩვენ შეგვიძლია მათ ვუწოდოთ „ფუნქციონალები“ და ეს აკავშირებს ცხოვრების ხარისხის შეფასებას ფუნქციონირების შესაძლებლობასთან. ასეთი მიდგომა ვცადე რამდენიმე დეტალის გამოსაკლვევად, როგორც კონცეპტუალური, ისე ემპირიული შედეგებისთვის. მიდგომის ფესვები გვაბრუნებს უკან, ადამ სმიტთან და კარლ მარქსთან და რასაკვირველია არისტოტელესთან.

“პოლიტიკური დისტრიბუციის” პრობლემის კვლევისას, არისტოტელემ გამოიყენა თავისი ანალიზი “ადამიანების სარგებელი” და ეს დააკავშირა თავის განხილვაში “ადამიანის ფუნქციები” და “ცხოვრება როგორც ქმედება”. არისტოტელეს თეორია რა თქმა უნდა ძალიან ამბიციურია და შეიცავს ელემენტებს, რომლებიც ამ კონკრეტული საკითხის მიღმაა (მაგალითად, ის იყენებს ადამიანის ბუნების სპეციფიურ ხედვას და აკავშირებს ობიექტურ სიკეთესთან). მაგრამ, ცხოვრების ხარისხის ფასეული აქტივობის კუთხით ხედვას და ამ აქტივობის მიღწევის შესაძლებლობას გაცილებით უფრო ფართო მართებულობა და გამოყენება გააჩნია არგუმენტად.

კლასიკოს პოლიტეკონომისტებს შორის, ორივე ადამ სმიტიც და კარლ მარქსიც, ღიად საუბრობდნენ ფუნქიონირების მნიშვნელობასა და ფუნციონირების შესაძლებლობაზე, როგორც კეთილდღეობის დეტერმინანტებზე. საკითხისადმი მარქსის მიდგომა მჭიდროდ იყო დაკავშირებული არისტოტელეს ანალიზთან (და აშკარად შთაგონებული იყო მისით). პოლიტიკური ეკონომიის საფუძვლების რეფორმულირების მარქსისეული პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ცალსახად კავშირშია ადამიანის ცხოვრების წარმატების დანახვასთან საჭირო ადამიანური ქმედებების და მოთხოვნების დაკმაყოფილების კუთხით. მარქსმა ეს ასე აღწერა: “გამოჩნდება თუ როგორ მოდის პოლიტეკონომიკური სიმდიდრის და სიღარიბის ადგილას მდიდარი ადამინი და მდიდრული ადამიანური მოთხოვნები. მდიდარი ადამიანი ერთდროულად არის ადამიანი, რომელსაც სჭირდება მრავალგვარი ცხოვრებისეული აქტივობა, ადამიანი, რომელშიც თავად მისი რეალიზაცია არსებობს როგორც შინაგანი აუცილებლობა, როგორც მოთხოვნილება.“

კარლ მარქსი (1818-1883 წწ). გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, სოციოლოგი და ჟურნალისტი. მისმა წიგნებმა, განსაკუთრებით "კაპიტალმა", უდიდესი გავლენა მოახდინა მე-19 და მე-20 საუკუნის პოლიტიკურ პროცესებზე.
კარლ მარქსი (1818-1883 წწ).
გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, სოციოლოგი და ჟურნალისტი. მისმა წიგნებმა, განსაკუთრებით “კაპიტალმა”, უდიდესი გავლენა მოახდინა მე-19 და მე-20 საუკუნის პოლიტიკურ პროცესებზე.

 

სამომხმარებლო საგნები, ფუნქციონალი და შესაძლებლობა

თუ ცხოვრებას შევხედავთ როგორც “პრაქტიკისა და ყოფიერების” წყებას, რომელიც ფასეულია, ცხოვრების ხარისხის შეფასების მცდელობა იღებს ამ ფუნქციონალების შეფასების ფორმას და ფუნქციონირების შესაძლებლობას. ამგვარი შეფასებითი გამოყენება ვერ შედგება მხოლოდ სამომხმარებლო საგნებზე ან შემოსავლებზე ფოკუსირებით, რომლებიც ეხმარება ამ პრაქტიკასა და ყოფიერებას, როგორც საქონელზე დაყრდნობილი ცხოვრების ხარისხის შეფასება (რომელიც შეიცავს მიზნებსა და საშუალებებს შორის დაბნეულობას). “ფულის კეთების ცხოვრება”, როგორც არისტოტელემ აღწერა “წამოწყებულია იძულებითი ფორმით და სიმდიდრე აშკარად არ არის ის სიკეთე, რომელსაც ვეძებთ, ის მხოლოდ გამოსადეგია და ისიც რაიმე სხვისთვის.“ ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ფუნქციონალების მნიშვნელობა შეფასდეს, გაცდეს იმ ჩარჩოებს, რასაც მარქსმა უწოდა განსხვავებულ, მაგრამ კავშირში მყოფ კონტექსტში “სამომხმარებლო ფეტიში”. ფუნქციონალები საჭიროა გამოკვლეულ იქნას და, ადამიანის შესაძლებლობა მიაღწიოს მათ, შესაბამისად უნდა შეფასდეს.

ხედვაში, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, სიცოცხლის შემადგენელი ელემენტები დანახულია, როგორც მრავალი განსხვავებული ფუნქციონალების კომბინაცია (“ფუნქციონირების ჯერადი”). ეს უტოლდება ადამიანის ხედვას “აქტიურ” და არა “პასიურ” ფორმაში (მაგრამ არც ყოფიერების და არც “პრაქტიკის” მრავალი საფეხური არ საჭიროებს იყოს “ათლეტური” ერთეული). წარმოდგენილი საგნები შესაძლოა შეიცვალოს ისეთი მარტივი ფუნქციონალებით, როგორიცაა ავადმყოფობისა და სიკვდილიანობისგან გაქცევა, იყო სათანადოდ გამოკვებილი, შეგეძლოს ჩვეულებრივი მოძრაობების ჩატარება და ა.შ. მრავალი ერთობლივი ფუნქციონალისთვის, როგორიცაა თავმოყვარეობის შეძენა, საზოგადოების ცხოვრებაში მონაწილეობა და საჯაროდ სირცხვილის გარეშე გამოჩენა (უკანასკნელი ფუნქციონალი ნათლად იყო განხილული ადამ სმიტის მიერ, როგორც მიღწევა, რომელიც ფასეულია ყველა საზოგადოებაში, მაგრამ რომლის დაახლოებითი სამომხმარებლო მოთხოვნილებები იცვლება სხვადასხვა საზოგადოებებში). მტკიცებულება არის ის, რომ ფუნქციონალები გახლავთ ადამიანის ყოფიერების განმსაზღვრელი და ადამიანის კეთილდღეობის განსაზღვრა უნდა მოხდეს ამ შემადგენელი ელემენტების შეფასებით.

მიდგომის პრიმიტიულობა გამოიხატება იმაში, რომ ფუნქციონალები დანახულია როგორც ცხოვრების განმსაზღვრელი ელემენტები. ფუნქციონირება ადამიანის მიღწევაა: რას გადაწყვეტს რომ გააკეთოს, გახდეს ესა თუ ის ადამიანი და ყველა სხვა მსგავსი ფუნქციონირება გამოხატავს ამ ადამიანის მდგომარეობის ნაწილს. ადამიანის შესაძლებლობა ნაწარმოები ცნებაა. ის გამოხატავს სხვადასხვა ქმედების კომბინაციას (ყოფიერება და პრაქტიკა), რომლის მიღწევაც შეუძლია ამა თუ იმ ადამიანს. ამას ჭირდება კონკრეტული ცხოვრების ხედვა, როგორც სხვადასხვაგვარი “ყოფიერების და პრაქტიკის” კომბინაცია. შესაძლებლობა გამოხატავს ადამიანის თავისუფლებას აირჩიოს ცხოვრების სხვადასხვანაირი გზა. მთავარი მოტივაცია, რომელიც თავისუფლებაზე აქცენტირდება კარგად არის აღწერილი მარქსის მტკიცებაში, რომ რაც ჩვენ გვჭირდება არის “გარემოების და ბედის ინდივიდზე ბატონობის ჩანაცვლება ინდივიდის მიერ ბედზე და გარემოებაზე ბატონობით.”

 

უტილიტარული აღრიცხვა ობიექტური დეპრივაციის წინააღმდეგ

შესაძლებლობრივი მიდგომა შეიძლება კონტრასტში იყოს არა მხოლოდ სამომხმარებლო საგნებზე დაფუძნებულ შეფასებით სისტემებთან, არამედ სარგებელზე დაფუძნებულ შესაძლებლობებთან. უტილიტარული ფასეულობის იდეა, რომელიც წარმოჩენილია ღიად ან ფარულად კეთილდღეობის ეკონომიკის უმრავლესობაში, მხოლოდ ინდივიდუალურ პრაქტიკაში ხედავს ფასეულობას, რომელიც განსაზღვრულია გონებრივი მდგომარეობით, როგორიცაა სიამოვნება, ბედნიერება, სურვილის ასრულება. ეს სუბიექტური პერსპექტივა მტკიცედ იქნა გამოყენებული, მაგრამ ის შეიძლება საოცრად დამაბნეველი იყოს, რადგან მან შეიძლება ადამიანის რეალური დეპრივაციის აღბეჭდვა ვერ მოახერხოს.

სრულად გაღატაკებული ადამიანი, რომელიც ხელმოკლე ცხოვრებას ეწევა შეიძლება არ აღმოჩნდეს გაჭირვებული გონებრივი მეტრიკის სარგებლიანობის კუთხით თუ გაჭირვება წარმოქმნილია თანამდებობაზე უარის თქმის შედეგად. ხანგრძლივი დეპრივაციის შემთხვევებში მსხვერპლი გამუდმებით არ მოთქვამს და ხშირად ცდილობს მიიღოს სიამოვნება მცირე გულმოწყალებით და პირადი სურვილები გარდაქმნას ზომიერ, “რეალისტურ” პროპორციებად. ადამიანის დეპრივაცია შესაძლოა სულაც არ გამოჩნდეს სიამოვნების მეტრიკაში, სურვილების ასრულებაში და ა.შ. მიუხედავას იმისა, რომ მას შეიძლება არც შეეძლოს შესაფერისად კვება, ნორმალური ტანსაცმლის ტარება, მინიმალური განათლების მიღება და ა.შ.

ეს საკითხი თავის ფუნდამენტური მნიშვნელობის გარდა შესაძლოა ატარებდეს უშუალო კავშირს პრაქტიკულ საზოგადოებრივ პოლიტიკასთან. თვითკმაყოფილება განგრძობადი ხასიათის მქონე დეპრივაციის და დაუცველობის მიმართ ხშირად წარმოჩენილია გამართლებულად, როგორც ძლიერი საზოგადო მოთხოვნის და ნაძალადევი სურვილის გამოხატვით ამ დაბრკოლებების მოსაცილებლად.

 

ორაზროვნება, სიზუსტე და აქტუალურობა

არსებობს ბევრი ორაზროვნება შესაძლებლობისადმი მიდგომის კონცეპტუალურ სტრუქტურაში. ადამიანის სიცოცხლის ბუნება და ადამიანის თავისუფლების შემცველობა თავისთავად შორს დგას არაპრობლემური კონცეპტისგან. ჩემი მიზანი არ გახლავთ დავმალო ეს რთული საკითხები სანამ არსებობს ნამდვილი ორაზროვნება ძირითადი ფასეულობის საგნების მიმართ, ისინი აისახება შესაძლებლობის მახასიათებელ მსგავს ორაზროვნებაში. ამის საჭიროება ეხმიანება მეთოდოლოგიურ ასპექტს, რომლის დაცვა სხვაგან ვცადე, რომ თუკი ძირითადი იდეა შეიცავს არსებით ორაზროვნებას, ამ იდეის დაახლოებითი ფორმულირება უნდა გამოხატავდეს ამ ორაზროვნებას და არ ცდილობდეს მის დაკარგვას. მაშინაც კი, როდესაც ორაზროვნების მიახლოებითი მოპოვება რთული დავალებაა, ეს არ გახლავთ არგუმენტი, რომლის გამოც უნდა დავივიწყოთ კონცეპტის კომპლექსური ბუნება და ვეძებოთ ყალბი შეზღუდული მსგავსება. სოციალურ გამოკვლევაში ის უეჭველად უფრო მნიშვნელოვანია ბუნდოვნად იყოს სწორი, ვიდრე დანამდვილებით იყოს მცდარი.

აღსანიშნავია, რომ მუდამ არსებობს რეალური არჩევანის ელემენტი ქმედების აღწერაში, რადგან “პრაქტიკის” და “ყოფიერების” ფორმატი უშვებს დამატებით “მიღწევებს,” რომ იყოს განსაზღვრული და გათვალისწინებული. ხშირად იგივე პრაქტიკა და ყოფიერება შეიძლება დანახულ იქნას განსხვავებული პერსპექტივიდან სხვადასხვა აქცენტებით. ამასთან ზოგი ფუნქციონალი შესაძლოა ადვილი აღსაწერი იყოს, მაგრამ არ წარმოადგენდეს ინტერესის საგანს მსგავს კონტექსტში (მაგალითად გამოიყენო კონკრეტული სარეცხი ფხვნილი რეცხვისას). ვერ გავექცევით ფუნქციონალების კლასის შერჩევის, როგორც „მნიშვნელოვანის“ და „არც ისე მნიშვნელოვანის“ შეფასების პრობლემას. შეფასების განხორციელება ვერ იქნება სრულად გადამისამართებული თუ ღიად არ შეხვდა კითხვებს თუ რომელი არის ღირებული მიღწევა და თავისუფლება და, რომელი არ არის. არჩეული ცენტრი უნდა მიეკუთვნებოდეს ძირითად სოციალურ საზრუნავებს და ღირებულებებს, იმ კუთხით, რომ შესაძლოა ზოგი განსაზღვრადი ფუნქციონალი და შესაძლებლობა იყოს მნიშვნელოვანი, სხვები კი ტრივიალური. სელექციის და დისკრიმინაციის საჭიროება არც სამარცხვინოა და არც უნიკალური სირთულეა ქმედების და შესაძლებლობის კონცეპტუალიზაციისათვის.

ზოგიერთი კეთილდღეობის ანალიზის კონტექსტში, მაგალითად განვითარებად ეკონომიკებში უკიდურეს სიღარიბესთან გამკლავების კონტექსტში, ჩვენ შეგვიძლია შორს წავიდეთ შედარებით მცირე რიცხვის, მაგრამ ცენტრალურად მნიშვნელოვანი ფუნქციონალებისა და შესაბამისი შესაძლებლობების მაჩვენებლების კუთხით, როგორიცაა შესაძლებლობა იყო კარგად ნაკვები და კარგად დაბინავებული, შესაძლებლობა თავი აარიდო ავადმყოფობას, ნაადრევ სიკვდილს და ა.შ. სხვა კონტექსტში მათ შორის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მთავარი პრობლემების კონტექსტში სია გაცილებით უფრო გრძელი და განსხვავებული იქნება. სპეციფიკაციის დავალება უნდა უკავშირებოდეს ძირითად სამუშაოს მოტივაციას ისევე როგორც მასში არსებულ სოციალურ ღირებულებებს.

 

ცხოვრების ხარისხი, პირველადი საჭიროებები და შესაძლებლობა

ვრცელი ლიტერატურა არსებობს განვითარების ეკონომიკაში, რომელიც დაინტერესებულია სიცოცხლის ხარისხის შეფასებით, ძირითადი მოთხოვნილებების შესრულებითა და მსგავსი საკითხებით. ეს ლიტერატურა საკმაოდ გავლენიანი იყო წინა წლების მანძილზე, რადგან ყურადღება გადაჰქონდა ეკონომიკის და სოციალური განვითარების უგულებელყოფილ საკითხებზე. მაგრამ სამართლიანი იქნება ითქვას, რომ ეს ნაშრომები სრულიად იქნა იგნორირებული კეთილდღეობის ეკონომიკის თეორიაში, რომელიც ასეთ კონტრიბუციებს ეპყრობა, როგორც სარეკლამო შემოთავაზებებს. ასეთი მოპყრობა ნაწილობრივ განპირობებულია კეთილდღეობის თეორიის საკითხით, რომლის მიხედვითაც შემოთავაზებები არა მხოლოდ ინტუიციით ნაკარნახები, არამედ სტრუქტურირებული და საფუძვლიანი უნდა იყოს. ის ასევე ირეკლავს ინტელექტუალურ მდგომარეობას, რომ ისეთი ტრადიციული მიდგომები, როგორითაც უდგებიან უტილიტარიანულ შეფასებას, კეთილდღეობის თეორიაში, რომელიც ფუნქციონირებს როგორც გადახვევების მიღების ბარიერი, მაშინაც კი, როცა ისინი მიმზიდველნი არიან. სარგებლისუნარიანობაზე დაყრდნობილი შეფასებების უუნარობა გაუმკლავდეს ქრონიკულ უკმარისობას ზემოთ უკვე იყო განხილული, თუმცა კეთილდღეობის ეკონომიკის ლიტერატურაში ამ ტრადიციისგან განთავისუფლება ძნელია.

განვითარების ლიტერატურის მიმართ გამოთქმული სპეციფიურობის ბრალდება უკავშირდება კამათის განსხვავებულ მეთოდებს, რომლებიც გამოყენებულია კეთილდღეობისა და განვითარების თეორიებში. რაც შეეხება ნორმატიულ სტრუქტურას, ეს უკანასკნელი საკმაოდ უშუალოა და მიმზიდველი ძლიერი ინტუიციისთვის, რომლებიც საკმარისად აშკარა ჩანს. კეთილდღეობის თეორია, სხვა მხრივ მიდრეკილია დაადგეს უფრო არაპირდაპირ გზას, უფრო დიდი სრულყოფით და დაცვით კითხვისადმი მიდგომის საფუძვლებისა. ამ სივრცეზე ხიდის გასადებად, ჩვენ უნდა შევადაროთ და კონტრასტირება მოვახდინოთ ძირითადი მახასიათებლების, რომლებიც საფუძვლად უდევს დაინტერესებას სიცოცხლის ხარისხით, ძირითადი აუცილებლობებითა და სხვა ინფორმაციულ საფუძვლებთან უფრო ტრადიციული მიდგომებისა, რომლებიც გამოყენებულია კეთილდღეობის ეკონომიკასა და მორალურ ფილოსოფიაში, მაგალითად უტილიტარიანიზმში. სწორედ ამ კონტექსტში ხდება ნათელი შესაძლებლობითი მიდგომის უპირატესობები. ადამიანის სიცოცხლის დანახვა, როგორც კომბინაციისა სხვადასხვა ფუნქციებისა და შესაძლებლობების, ისევე როგორც ანალიზი ადამიანური თავისუფლების, როგორც ცხოვრების ცენტრალური მახასიეთებლისა, წარმოადგენს სხვანაირი სიმტკიცის საფუძვლებრივ გზას შეფასებითი განხორციელებისა.

“ძირითადი მოთხოვნილებების” ლიტერატურა, თავის მხრივ, მიდრეკილი იყო ეჭვებისკენ თუ როგორ უნდა იქნას დაზუსტებული პირველადი საჭიროებები. საწყისი ფორმულირებები ხშირად განმარტავდნენ ძირითად მოთხოვნილებებს, როგორც მინიმალურ რაოდენობას აუცილებელი ფართო მოხმარების საგნებისა: საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი. თუ ასეთი ტიპის ფორმულაცია გამოიყენება, მაშინ ლიტერატურა გამომწყვდეულია საქონელზე ორიენტირებული შეფასებების კალაპოტში და შესაძლებელია დადანაშაულებული იქნას “სასაქონლე ფეტიშიზმში”. ღირებულების მქონე საგნები ძნელად შეიძლება იყოს ფართო მოხმარების. მხოლოდ საარსებო სახსრების მიხედვითაც რომ განვსაჯოთ, ამ პერსპექტივის გამოყენება ძლიერაა კომპრომატირებული საქონლისა და შესაძლებლობების ურთიერთობის ცვალებადობით. მაგალითისთვის, აუცილებლობა მიიღო საჭმელი და საჭირო ნივთიერებები იმისთვის რომ იყო კარგად ნაკვები, შესაძლოა დიდად განსხვავდებოდეს ყოველი ადამიანისთვის. ეს დამოკიდებულია მეტაბოლიზმზე, სხეულის ზომაზე, გენდერზე, ორსულობაზე, კლიმატურ პირობებზე, პარაზიტულ რჩენასა და სხვაზე. შეფასება საქონლის ფლობისა ან შემოსავლის (რითიც საქონლის შეძენაა შესაძლებელი) შესაძლებელია საუკეთესო შემთხვევაში იყოს შემცვლელი იმისა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში ეს არც ისე კარგი მეთოდია ჩანაცვლებისთვის.

 

ჯონ როულზი (1921-2002 წწ). 1971 წელს გამოაქვეყნა ძალიან გავლენიანი წიგნი "სამართლიანობის თეორია", რომელშიც მან განავითარა პოლიტიკური ფილოსოფია დაფუძნებული თანასწორობასა და ინდივიდუალური თავისუფლების ურთიერთშეთანხმებულობაზე.
ჯონ როულზი (1921-2002 წწ).
1971 წელს გამოაქვეყნა ძალიან გავლენიანი წიგნი “სამართლიანობის თეორია”, რომელშიც მან განავითარა პოლიტიკური ფილოსოფია დაფუძნებული თანასწორობასა და ინდივიდუალური თავისუფლების ურთიერთშეთანხმებულობაზე.

როულზი, ძირითადი საქონელი და თავისუფლებები

მიზნის მიღწევის ინსტრუმენტებმა და შესაძლებლობამ, რომელთანაც შესაძლებლობის მიდგომის მოტივაციის კონტრასტი ხდება, როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე მორალურ ფილოსოფიაზე დიდი გავლენა იქონია. მაგალითად, ჯონ როულზის შესანიშნავ წიგნში სამართლიანობის შესახებ (ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი მორალურ ფილოსოფიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში), ყურადღება გამახვილვებულია სხვადასხვა ხალხის მიერ “სასიცოცხლო პროდუქტების” ფლობაზე, როგორც ინტერპერსონალურ შედარებების გაკეთების ინსტრუმენტზე. მისი სამართლიანობის თეორია, კერძოდ კი “განსხვავებულობის პრინციპი” ამ პროცედურაზე არის დამყარებული. ამ პროცედურის ერთ-ერთი მახასიათებელი არის ნაწილობრივ მატერიალურ მხარეებზე დაყრდნობა, რადგან სასიცოცხლო აუცილებლობის პროდუქტებში “შემოსავალი და სიმდიდრე” ისევე შედის, როგორც “საბაზისო უფლებები”, “ინსტიტუტების ძალაუფლება, პრეროგატივები და პასუხისმგებლობა”, “ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი სოციალური ბაზისი” და ა.შ.

როულზის მიერ შედგენილი “საციცხლოდ აუცილებელი პროდუქტების” სია, მთლიანად მიზნის მიღწევის საშუალებებს ეხება და არა მიზანს. მათი დანიშნულებაა, დაგვეხმარონ იმის მიღწევაში, რისი მიღწევაც გვინდა და არა თავად მიზანი, ან თუნდაც თავისუფლება მიაღწიო მიზანს. გქონდეს საკმარისი საკვები, არ შედის სიაში, თუმცა გქონდეს ფული, რომ იყიდო საკმარისი საკვები შედის. საკუთარი თავის პატივისცემისთვის აუცილებელი სოციალური ბაზისი აგრეთვე შედის სიაში, თავად საკუთარი თავის პატივისცემა კი არა.

ის რომ როულზი ხაზს უსვამს სხვადასხვა ხალხის განსხვავებულ მიზნებს, ასევე მნიშვნელოვანია შეფასების გაკეთების დროს, ისევე, როგორც ხალხის თავისუფლება, მიაღწიონ დასახულ მიზანს. ეს საკითხი ნამდვილად მნიშვნელოვანია, შესაძლებლობის მიდგომაში თავისუფლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მიდგომა სხვადასხვა თავისუფლების უკეთეს სიას წარმოადგენს ვიდრე უბრალოდ სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების გადახედვა. ეს უკანასკნელნი თავისუფლების მისაღწევად საჭირო პროდუქტებია, როდესაც შესაძლებლობანი თავად თავისუფლების გამოხატვაა.

როულზის თეორიის უკან არსებული მოტივაცია და შესაძლებლობების მიდგომა ერთმანეთის მსგავსია, თუმცა მათი აღრიცხვა განსხვავდება. როულზის თეორიასთან პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სხვადასხვა ხალხის უნარი გარდაქმნას სასიცოცხლო აუცილებლობის პროდუქტები მიზნების მისაღწევად, თუნდაც მაშინ როდესაც შედეგი საერთოა, განსხვავდება ერთმანეთისგან. შედეგად ინტერპერსონალური შედარებები, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებზე არის დაფუძნებული, ზოგადად ვერ ასახავს მათი ნამდვილი თავისუფლების მნიშვნელობას, რომელიც შედეგის მისაღწევად არის საჭირო. ცვალებედობა ამ დისკურსში, რომელიც ყოველ ახალ პირზე ხდება, დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც უფრო მნიშვნელოვან საკითხს “სასიცოცხლოდ საჭირო პროდუქტების” ცვალებადობას უსვამს ხაზს. სხვადასხვა სუბიექტებს, თავისი მიზნის მისაღწევად, განსხვავებული “საციცოხლოდ საჭირო პროდუქტები” სჭირდებათ. შესაბამისად ეს კრიტიკა ერგება როულზის აღრიცხვის პროცედურას ისევე როგორც, ნებისმიერ ლიტერატურას, რომელიც კონცენტრაციას მიზნის მისაღწევად საჭირო პროდუქტებზე და არა თავად ამ მიზნებზე, ან ამ მიზნების მისაღწევად საჭირო თავისუფლებაზე ახდენს.

 

თავისუფლება, შესაძლებლობები და მონაცემების შეზღუდვა

შესაძლებლობების ნაკრები წარმოადგენს ადამიანის თავისუფლებას რათა მიაღწიოს მრავალ ქმედით კომბინაციას. თუ თავისუფლება თვისობრივად მნიშვნელოვანია, მაშინ არჩევანის გაკეთების ალტერნატიული კომბინაციები რელევანტურია ინდივიდის სარგებლის განსასჯელად, მიუხედავას იმისა, რომ ადამიანი მხოლოდ ერთ ალტერნატივას აირჩევს. ამ კუთხით არჩევანი თავისთაად ადამიანის ცხოვრების ფასეული მახასიათებელია.

მეორეს მხრივ, თუ თავისუფლება დანახულია, როგორც მხოლოდ ინსტრუმენტურად მნიშვნელოვანი რამ, მაშინ შესაძლებლობების ნაკრებისადმი ინტერესი მხოლოდ იმ ფაქტში მდგომარეობს, რომ ის ადამიანს თავაზობს მრვალი ფასეული მდგომარეობის მიღწევას. მხოლოდ მიღწევები არიან თავისთავად ფასეულნი და არა შესაძლებლობები, რომლებიც ფასეულია მხოლოდ, როგორც სასურველი მიზნის მიღწევის საშუალებები.

კონტრასტი შინაგან და ინსტრუმენტურ თავისუფლების ხედვას შორის საკმაოდ ღრმაა და მე უკვე სხვაგან ვისაუბრე განსხვავების მნიშვნელობაზე. ორივე ხედვა შეიძლება თავსდებოდეს შესაძლებლობებისადმი მიდგომის ჩარჩოებში. ინსტრუმენტური ხედვით შესაძლებლობების ნაკრები ფასეულია მხოლოდ საუკეთესო არსებული არჩევანის გამო (ან სხვა რეალური ალტერნატივის არჩევისას). ამ მხრივ, როცა შესაძლებლობების რიგი ფასდება მასში შემავალ ერთ გამოკვეთილ ელემენტზე დაყრდნობით ეწოდება ”ელემენტარული შეფასება”. თუ სხვა შემთხვევაში თავისუფლება თვისობრივად ფასეულია, მაშინ ელემენტარული შეფასება შეუსაბამო იქნება, რადგან შესაძლებლობა აირჩიო სხვა ალტერნატივები დამოუკიდებელი ხასიათისაა. განსხვავება რომ დავინახოთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ თუ ყველა ალტერნატივა გარდა არჩეული ალტერნატივისა გახდება მიუწვდომელი, მაშინ შიდა ხედვა განიცდის დანაკლისს, მაგრამ ეს არ შეეხება ინსტრუმენტურს, ვინაიდან ალტერნატიული არჩევანი კვლავ ხელმისაწვდომი იქნება.

პრაქტიკული დანიშნულების კუთხით შიდა ხედვა გაცილებით რთულად განსასჯელია ვიდრე ინსტრუმენტური ხედვა, რადგან ჩვენი პირდაპირი დაკვირვებები ეყრდნობა იმას, რაც არჩეული და მიღწეული იქნა. იმის შეფასება თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო არჩეული თავის მხრივ გაცილებით პრობლემატურია (რაც მოიცავს ვარაუდებს იმის შესახებ თუ რა ბარიერებს აწყდება რეალურად ადამიანი). პრაქტიკული გამოთვლების საზღვრები დგინდება მონაცემების შეზღუდვით და ეს განსაკუთრებით რთული შეიძლება იყოს შესაძლებლობების რიგის სრულად წარმოსადგენად განსხვავებით მისი განსჯისგან, რომელიც ეყრდნობა მის ემპირიულ ფუნქციონირებად მიღწევებს.

თუ თავისუფლების ინსტრუმენტული ხედვა წართმეულია ამ შემცირებულ ფორმაში არ არსებობს რეალური დანაკარგი შესაძლებლობის მიდგომის გამოყენებით, მაგრამ დანაკარგი იარსებებს თუ შიდა ხედვა საყოველთაოდ აღიარებულია. ამ უკანასკნელის შემთხვევაში შესაძლებლობების რიგის წარმოდგენა, როგორც ასეთის, მნიშვნელოვანია.

სინამდვილეში არც ინსტრუმენტული ხედვა, არც შიდა ხედვა ბოლომდე შესაბამისი არ გახლავთ. მართლაც, თავისუფლება წარმატების საშუალებაა, ის აგრეთვე შინაგანად მნიშვნელოვანია რადგან ინსტრუმენტული ხედვა უნდა იყოს კერძოდ წარმოდგენილი შესაძლებლობების მიდგომის ნებისმიერი კუთხით გამოყენებაში. ამას გარდა, რომც ვიპოვოთ ინსტრუმენტული ხედვა, რომელიც შესაბამისი იქნება, გამოჩნდება შემთხვევები, რომელშიც ის ძალიან შეზღუდული აღმოჩნდება. მაგალითად ადამიანი, რომელიც მარხულობს ანუ საკუთარი არჩევანით შიმშილობს, ვერ გაიგივდება ადამიანთან, რომელსაც არ გააჩნია სხვა გამოსავალი გარდა შიმშილისა რადგან ღატაკია. მიუხედავად იმისა, რომ მათი ფუნქციონალები ერთნაირია, მათი დაბრკოლება ერთმანეთისგან განსხვავებულია.

პრაქტიკაში, თუ საერთო ჯამში შესაძლებლობებისადმი მიდგომა გამოიყენება რჩეული მოქმედი კობინაციებისადმი შემცირებული კონცენტრაციის ფორმით, ზოგი სისტემური დანამატები საჭირო იქნება მოგვარდეს იმ შემთხვევებში, როდესაც თავისუფლება ღია და დაუყოვნებლივ ინტერესს წარმოადგენს. შეიძლება აქ არ იყოს დიდი სირთულე ამ დანამატების შემთხვევაში, როდესაც პრობლემა წამოჭრილია გარკვევით და მონაცემების ძიება მიზანმიმართული და ზუსტია. ზოგჯერ გამოსადეგი იქნებოდა ფუნქციონალები გადახარისხდეს იმგვარად როგორსაც უწოდებენ “რაფინირებულ” გზას, რომ ყურადღება გამახვლდეს აშკარად დროულ ალტერნატივებზე, რომლებიც არსებობს, მაგრამ ჯერ არ არჩეულა. მართლაც მარხვა “რაფინირებულის” ფუნქციონირების ნიმუშია და კონტრასტულია “შიმშილის” არარაფინირებულ ფუნქციონირებასთან, რომელიც არ კონკრეტდება იყო არჩევანით გაკეთებული თუ არა. მნიშვნელოვანი საკითხი არ ეხება რაიმე რეალური სიტყვის არსებობას (როგორიცაა მარხვა) რომელიც გამოხატავს რაფინირებულ ფუნქციონირებას (ეს ძირითადად ენობრივი ჩვეულების საკითხია), არამედ იქნება თუ არა ასეთი გადამუშავება კითხვის ცენტრალური საკითხი და თუ იქნება, როგორ უნდა გაკეთდეს ეს.

რეალურად ფუნქციონალების საინფორმაციო ბაზა კვლავაც ცხოვრების ხარისხის და ეკონომიკური პროგრესის გაცილებით უკეთესი შეფასების საფუძველია ვიდრე მრავალი ალტერნატივები, რომლებსაც უფრო ხშირად უწევენ რეკომენდაციას, როგორებიცაა ინდივიდუალური კომუნალურები ან სასაქონლო საკუთრებები. ამ პირველის სასაქონლე ფეტიშიზმი და ამ უკანასნკნელის სუბიექტური საზომები მათ ღრმად პრობლემატურს ხდის. ამ გზით მიღწეული ფუნქციონალების კონცენტრაცია ღირებულია ვიდრე მოსალოდნელი მოწინააღმდეგეები (მიუხედავად იმისა რომ ის შეიძლება არ ეყრდნობოდეს იმდენ ინფორმაციას რამდენიც საჭირო იქნებოდა თავისუფლებისთვის შინაგანი მნიშნვნლობის მისაცემად). მონაცემების ხელმისაწვდომობის მხრივ თვალის დევნება ფუნქციონირებებებზე (მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები როგორიცაა იყო კარგად გამოკვებილი და აირიდო სიღარიბე ან ნაადრევი სიკვდილიანობა) ძირითადად არ არის იმაზე რთული ვიდრე ცნობების მიღება სასაქონლე გამოყენების შესახებ (განსაკუთრებით ოჯახის შიდა განაწილებაზე) რომ აღარაფერი ვთქვათ საწარმოებზე.

შესაძლებლობებისადმი მიდგომა შეიძლება გამოყენებული იქნას მრავალი სახის ფალსიფიკაციაში და ის თუ სადამდე წავალთ დამოკიდებული იქნება იმ პრაქტიკულ განზომილებაზე თუ რა ცნობების მიღებას შევძლებთ და რისას ვერა. სანამ თავისუფლება დანახული იქნება, როგორც თვისობრივად მნიშვნელოვანი, არჩეული ფუნქციონირების კომპლექტის დაკვირვება ვერ იქნება თავისთავად ადეკვატური გზამკვლევი შეფასებადი სამუშაოსათვის, მიუხედავად იმისა, რომ არჩევანის თავისუფლება უკეთეს კომპლექტსა და უარესს შორის შეიძლება დანახული იქნას, როგორც უპირატესობა თავისუფლების პერსპექტივიდანაც კი.

აზრი შეიძლება თვალსაჩინო იყოს კონკრეტული მაგალითის ფონზე. დღეგრძელობის გახანგძლივება საერთო შეთანხმებით დანახულია, როგორც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება (თუმცა პირდაპირ რომ ვთქვათ მე ვვარაუდობ, რომ ვინმემ შეიძლება იფიქროს ამაზე, როგორც სიცოცხლის გახაგნრძლივებაზე). ასე ნაწილობრივ იმიტომაა, რომ ხანგრძლივი ცხოვრება ფასეული მიღწევაა. ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ მიღწევები, როგორიცაა ავადმყოფობის არიდება, დღეგრძელობასთან ასოცირდება (შესაბამისად დღეგრძელობა ერთგვარი რწმუნებაა იმ მიღწევების, რომლებიც თვისობრივად ფასეულია). თუმცა ხანგრძლივი სიცოცხლე შეიძლება აგრეთვე დანახული იქნას, როგორც თავისუფლების გაზრდა რომ დიდხანს იცხოვრო. ჩვენ ხშირად ამას როგორც საჩუქარს ისე ვიღებთ, რომელიც გვაძლევს არჩევანის უფლებას. ხალხი აფასებს დიდხანს ცხოვრებას და შესაბამისად ხანგრძლივი სიცოცხლის გამოკვლეული მიღწევა გამოხატავს დიდებულ თავისუფლებას.

ამ კონკრეტულ მომენტში ჩნდება ინტერპრეტირებადი კითხვა. რატომ ითვლება თავისუფლების არგუმენტად ხანგრძლივი სიცოცხლე და არა ხანმოკლე? რატომ არ შეიძლება მიღებულ იქნას უპირატეს მიღწევად, მაგრამ არ მოიცავდეს სხვაობას თავისუფლების პირობებში? ერთი პასუხია ის, რომ ადამიანს ყოველთვის აქვს მკვლელობის არჩევანი და შესაბამისად დღეგრძელობის გაზრდა ზრდის ადამიანის არჩევანს. მაგრამ კიდევ ერთი საკითხი რჩება. განვიხილოთ შემთხვევა, სადაც, რაღაც მიზეზით (ან სამართლებრივი, ან ფსიქოლოგიური ან ნებისმიერი) ადამიანს მოკვლა არ შეუძლია (მიუხედავად სამყაროში არსებული საწამლავების, დანების, მაღალი შენობების და სხვა საჭირო საგნებისა). მაშინ ჩვენ ვიტყოდით, რომ ადამიანს არ გააჩნია მეტი თავისუფლება იყოს თავისუფალი რომ იცოცხლოს ხანგრძლივად და არა ხანმოკლედ? შეიძლება იმის მტკიცება, რომ თუ ადამიანი აფასებს, უპირატესობას ანიჭებს და სურს ხანგრძლივი სიცოცხლე აირჩიოს, მაშინ კითხვის ფორმის შეცვლა ადამიანის თავისუფლებაში შეჭრაა, რადგან თავისუფლების შეფასება შეუძლებელია გამიჯნული იყოს ადამიანის რეალური ვარიანტების შეფასებების კუთხით.

თავისუფლების იდეას მივყავართ მიღწევების მიღმა, მაგრამ ეს არ ითვალისწინებს იმას, რომ თავისუფლების შეფასება უნდა იყოს ამ მიღწევებისგან ცალკე მდგომი. თავისუფლება იცხოვრო ისეთი ცხოვრებით, როგორიც ადამიანს სურს, ჩემთვის იმ მნიშვნელობის მატარებელია, როგორიც თავისუფლებაა იცხოვრო ისეთი ცხოვრებით როგორიც არავის არ უნდა რომ ჰქონდეს. შესაბამისად ცდუნება დაინახო მეტი თავისუფლება ხანგრძლივ ცხოვრებაში, რამდენიმე მიზეზით არის გამართლებული, მათ შორის საკუთარი სიცოცხლის დასრულებით და ყურადღების გამახვილებით მიღწევების შეფასების სტრუქტურაზე, რომელიც თავისუფლების შეფასებით სისტემაზე პირადაპირ მოქმედებს. ამ ყველაფრის პრაქტიკული შედეგი ისაა, რომ შესაძლებლობების მიმდგომა, თუნდაც მაშინ როდესაც მხოლოდ მიღწეული უნარების მხარეზე არის ორიენტირებული (სიცოცხლის ხანგრძლივობა, ავადმყოფობის ნაკლებობა, სწორი კვება) მეტ მნიშვნელობას ანიჭებს თავისუფლების ფასს, ვიდრე ეს თავდაპირველად ჩანდა.

 

უთანასწორობა, კლასი და გენდერი

დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა მიდგომას ავირჩევთ კეთილდღეობის შეფასების დროს. ეს ეხება როგორც მის ეფექტურობას, ასევე მის უთანასწორობას. ეფექტურობა, მისი ფორმალური დეფინიციის თანახმად, ეხება ზოგად გაუმჯობესებას. ეკონომიკურ თეორიაში კი ეს განისაზღვრება, იმის მიხედვით თუ ვისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ვისი გაუარესდა. მიდგომა მანამდე ითვლება ეფექტურად, თუ არ არსებობს სხვა, ალტერნატიული გზა, რომლის მეშვეობითაც ვიღაცის პოზიცია გაუმჯობესდება და არავის პოზიცია არ გაუარესდება. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ განვსაზღვრავთ პირობების გაუჯობესებას. თუ ამ საკითხს მივუდგებით უბრალოდ სარგებლობის კრიტერიუმით, მაშინ საქმე გვექნვნება “პარეტოს ოპტიმალურობასთან” (ან “პარეტოს ეფექტურობასთან”, როგორც მას ხშირად უწოდებენ). სხვა მხრივ ეფექტურობის დასადგენად შეგვიძლია სხვა საზომებიც გამოვიყენოთ, მათ შორის უნარების და შესაძლებლობების მიხედვით.

უთანასწორობის გაზომვა დამოკიდებულია ინდივიდუალური უპირატესობის არჩეულ ინდიკატორზე. ჩვეული უთანასწორების საზომები ემპერიულ ეკონომიკურ ლიტერატურაში ფოკუსს შემოსავალისა და სიმდიდრის უთანასწორობაზე აკეთებენ – ეს მნიშვნელოვანი ფაქტორებია. მეორე მხრივ, შემოსავალი და სიმდიდრე სიცოცხლის ხარისხის ადეკვატურ შეფასების საშუალებას არ იძლევა, შესაძლოა უკეთესი იყოს უთანასწორობის გამოთვლა იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცხოვრების სტანდარტის უფრო ადეკვატურად შეფასების საშუალებას იძლევა.

დიახ, ორი ინფორმაციული ბაზა არაა ერთმანეთის ალტერნატიული. ქონების განსხვავებულობას შეუძლია გვითხრას თაობებისა და სხვადასხვა ტიპის უთანასწორობების შესახებ, მაშინაც, როცა ჩვენ უმთავრესად დაინტერესებული ვართ უთანასწორობით სიცოცხლის სტანდარტსა და ხარისხში. სოციალური დანაყოფების განგრძობადობის და უდრეკობის კონტექსტში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ინფორმაციას კლასთა შორის ქონებრივ უთანასწორობაზე. მაგრამ ეს აღიარება არ ამცირებს სიცოცხლის ხარისხისთვის ახალი ინდიკატორების დამატების მნიშვნელობას რათა შეფასდეს კეთილდღეობის რეალური კლასთაშორისი უთანასწორობა და თავისუფლება.

ველი, რომელშიც უთანასწორობების შეფასება განსაკუთრებით რთულია არის გენდერული განსხვავებები. ზოგადი მტკიცებულებების უზარმაზარი მარაგი არსებობს იმისათვის, რომ აჩვენოს ქალთა კაცებზე ბევრად რთული მდგომარეობა, ისევე როგორც ის, რომ გოგონები ხშირად ბევრად უფრო მოკლებულნი არიან საარსებო წყაროს, ვიდრე ბიჭები. ეს განსხვავებები შესაძლოა აისახოს ბევრ დაფარულ თუ უხეშ გზაში, რომლებიც მრავალნაირად შეიძლება იქნას შემჩნეული, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილებში, როგორც მდიდარ, ასევე ღარიბ ქვეყნებში. თუმცა, არაა მარტივი იმის დადგენა, თუ რა წარმოადგენს საუკეთესო მაჩვენებელს იმისთვის რომ ეს გენდერული უთანასწორობა იქნას შესწავლილი. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი, კონკრეტული საზომი ერთეულის ძებნა საჭირო არაა და რომ სხვა ველების მსგავსად, აქაც მრავალი მაჩვენებლის გამოყენებაა საჭირო. მაგრამ მიდგომის არჩევაში, რომლის საშუალებით უნდა მოხდეს ქალთა და კაცთა შორის კეთილდღეობისა და უპირატესობებისადმი უთანასწორობის შეფასება, პრობლემა კვლავ არსებობს.

ამ კონტექსტში, გამოყენებადობაზე დაფუძნებული შეფასების მიდგომა საკმაოდ შემზღუდველია, ვინაიდან მიღწეული უთანასწორო შეთანხმებები, განსაკუთრებით ოჯახში, წარმოჩენილია, როგორც “მისაღები” კონკრეტული საზოგადოებრივ ცნებების – „ნორმალურის“ – გათვალისწინებით და ამან კი შესაძლოა ქალთა და კაცების შეხედულებებზე მოახდინოს გავლენა კეთილდღეობის დონეების შედარებასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის, ისეთი განვითარებადი ქვეყნის კონტექსტში, როგორიცაა ინდოეთი, არგუმენტად დასახელდა ის, რომ სოფლებში მცხოვრები ქალები ვერ აღიქვამენ რომ მათ რაიმე ისეთზე არ მიუწვდებათ ხელი, რაც კაცებს აქვთ და სრულიად შესაძლებელია ისინი სულაც არ იყვნენ კაცებზე უფრო უბედურები. შესაძლოა ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდეს, მაგრამ ასეც რომ იყოს, შესაძლოა განხილული იქნას ის, რომ მენტალური საზომი სარგებლიანობისა შესაძლოა სრულიად შეუსაბამო იყოს უთანასწორობის ამ კონტექსტში მოხსენიებისას. ობიექტური შეზღუდვების არსებობა საკვების უკმარისობის, უფრო ხშირი ავადმყოფობის, წერა-კითხვის უცოდინარობის ა.შ ფორმით არ შეიძლება იყოს წარმოჩენილი როგორც არარელევანტური იმის გამო რომ ქალები ამ ღატაკ მდგომარეობას უხმოდ ეგუებიან.

გამოყენებაზე დაფუძნებული შეფასებების უგულებელყოფისას, შესაძლოა არსებობდეს ცდუნება ნამდვილი ყოველდღიური მოხმარების ნივთებისკენ (რომლებსაც შესაბამისად იყენებენ კაცები და ქალები) მიმართულებით წასვლისა, იმისთვის, რომ მათ შორის უთანასწორობები შემოწმდეს. აქ ვაწყდებით პრობლემას, რომელიც ნაშრომში უკვე იქნა განხილული, რომ ასეთ საქონელზე დაფუძნებული შეფასებები შეუსაბამოა, რადგან საქონელი მხოლოდ და მხოლოდ კეთილდღეობის და თავისუფლების საშუალებაა და არ აისახება მომხმარებლის ცხოვრების ხასიათზე. მაგრამ, დამატებით, არსებობს პრობლემა, რომ ზოგჯერ შეუძლებელია დაადგინო ინფორმაცია თუ როგორაა ოჯახის საკუთრებაში არსებული საქონელი განაწილებული ქალებზე და კაცებზე, ბიჭებზე და გოგონებზე.

მაგალითად, კვლევა საკვების გადანაწილებაზე ოჯახში საკმაო სირთულესთანაა დაკავშირებული, რადგანაც დაკვირვება თუ რომელი ოჯახის წევრი რამდენს ჭამს საბოლოო ჯამში სანდო არ არის. მეორე მხრივ, უფრო მარტივია კვების ნაკლებობის შემჩნევა გოგონებში და ბიჭებში, რათა შემოწმდეს მათი ავადმყოფობის შედარებითი ხარისხები და ამ დაკვირვებების ჩატარება უფრო მარტივიცაა და მათი შედეგი უფრო მნიშვნელოვანიც.

ქალსა და კაცს შორის მართლაც არსებობს უთანასწორება როდესაც საქმე ფუნქციონალებს ეხება, განვითარებად ქვეყნებში ეს კონტრასტი ისეთ საბაზისო სფეროებშიც კი შეიძლება იყოს შესამჩნევი, როგორიც სიცოცხლე და სიკვდილი, ჯანმრთელობა და ავადმყოფობა, განათლება და წერა კითხვის უცოდინრობაა. მაგალითისთვის, მიუხედავად იმისა რომ კაცები და ქალები საკვების და ჯანმრთელობის სფეროებში თანაბარ მომსახურებას იღებენ (როგორც ეს უფრო მდიდარ ქვეყნებშია, გენდერული უთანასწორება სხვა, ნაკლებად საბაზისო სფეროებში, მაინც შეინიშნება), ქალების სიცოცხლისუნარიონობა უფრო მაღალია ვიდრე კაცების, განვითარებადი ქვეყნების დიდ ნაწილში, კაცების რაოდენობა შესამჩნევად აღემატება ქალებისას. მაშინ, როდესაც ქალსა და კაცს შორიდ თანაფარდობა ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში 1.06, ახლო აღმოსავლეთში (ასევე დასავლეთ აზიაში და ჩრდილოეთ აფრიკაში), სამხრეთ აზიაში (ინდოეთში, პაკისტანში, ბანგლადეშში) და ჩინეთში ეს ციფრი 0.95-ია. ეს მიახლოებითი ციფრები უკვე დიდ ინფორმაციულ მნიშნველობას ატარებენ, როდესაც გენდერულ უთანასწორობაზეა საუბარი. ზოგჯერ კონტრასტი თავად ქვეყნებს შიგნითაც კი შენიშნება (მაგალითად ქალების და კაცების თანაფარდობა ინდოეთში ცვალებადია, კერალაში ის 1.03-ია, ხოლო ჰარიანასა და პუნჯაბში 0.87 და 0.88). ორივე, რეალურად არსებული და გამომწვევი სიტუაციების შესწავლის კუთხით, რომლებიც გვხდება ინტერ-გენდერული უთანასწორობის თაობაში, ამგვარი რეგიონული კონტრასტები შეიძლება ატარებდნენ კონკრეტულ მნიშვნელობას.

სიცოცხლიუნარიანობა მხოლოდ ერთ–ერთი უნარია (უდავოდ, ერთ-ერთი საბაზისო), სხვა შედარებები შეიძლება იყოს გაკეთებული ჯანმრთელობაზე და დავადებებზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. წერა-კითხვის უნარი ასევე მნიშვნელოვანი ნიჭია, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში ფარდობა ქალებსა და კაცებს შორს ამ უნარში საოცრად განსხვავებულია. ზოგადად წერა კითხვის დაბალი მაჩვენებელი (საბაზისო უნარის ნაკლებობა ყველა გენდერში) და გენდერული უთანასწორობა ამ მხრივ (ქალებისთვის საბაზისო უნარის არათანაბარი ჩამორთმევა) ქალებისთვის საშინელი შედეგების მომტანია. მაშინაც კი, როდესაც მხედველობაში არ ვიღებთ ბევრ ქვეყანას, საიდანაც საჭრო ინფორმაცია არ გაგვაჩნია, არსებული სურათის მიხედვით ქალებში წერა-კითხვის ცოდნა 50 პროცენტზე დაბალია. 26 ქვვეყანაში ეს მაჩვენებელი 30 პროცენტზე დაბალიც კი არის, 16 ქვეყანაში 20 პროცენტზე ქვემოთაა, კიდევ ხუთ ქვეყანაში კი 10 პროცენტზეც.

ზოგადად, ფუნქიონალებისა და უნარების პერსპექტივა გენდერებს შორის უთანასწოროებაზე დაკვირვების კარგ საშუალებას იძლევა. ის არ იტანჯება იმგვარი სუბიექტურობით, რომელიც, მაგალითად, უტილიტარულ მიდგომას გააჩნია, როდესაც საქმე ფესვგამდგარ უთანასწორობას ეხება. ასევე, ეს მიდგომა არ არის ზედმეტად ფოკუსირებული საშუალებებზე, როგორც, მაგალითად პროდუქციაზე დაფუძნებული მიდგომაა და ფაქტია, რომ ეს მიდგომა, ოჯახში არსებულ უთანასწორობაზე ინფორმაციის მოპოვების უკეთეს საშუალებას გვაძლევს ვიდრე საქონლის გადანაწილებაზე დაკვირვება (ვინ რამდენს ჭამს ოჯახში?). ინტერ-გენდერული უთანასწორობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ილუსტრაციაა იმისა, თუ რა უპირატესობები გააჩნია შესაძლებლობების მიდგომას. თუმცა, ეს ილუსტრაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით თუ რამდენად ფესვგადგმულია უთანასწორობა ქალსა და კაცს შორის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

 

დასკვნა                                                                                              

საზოგადოების წევრების უპირატესობებისა და მიღწევების შეფასება განვითარების ანალიზის ცენტრალურ ნაწილს შეადგენს. ამ სტატიაში ვეცადე, განმეხილა, როგორ შეიძლება შესაძლებლობების მიდგომის გამოყენება ადამიანური განვითარების შეფასებითი საკითხების გასამტკიცებლად. ადამიანის მიღწევასა და თავისუფლებაზე კონცენტრაცია, ასევე რეფლექსური, და არა მექანიკური შეფასებების საჭიროება – ძველი ტრადიციის ერთგვარი ადაპტაციაა, რაც, შესაძლოა, წარმატებით გამოვიყენოთ, როგორც კონცეპტუალური ბაზისი თანამედროვე სამყაროში ადამიანური განვითარების ამოცანების ანალიზისას. ადამიანური შესაძლებლობების მთავარი ღირებულება გვაძლევს მყარ საფუძველს ცხოვრების სტანდარტებისა და ცხოვრების ხარისხის შესაფასებლად, ასევე მიანიშნებს იმ ზოგად ფორმატზე, რომლის ფარგლებშიც შეგვიძლია ეფექტიანობისა და თანასწორობის კონცეპციების განხილვა.

განსხვავებულ შესაძლებლობებზე კონცენტრირება, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, პლურალისტურ მიდგომას მოითხოვს. ნამდვილად, ის მიგვანიშნებს საჭიროებაზე, რომ განვითარება დავინახოთ, როგორც განსხვავებული პროცესების კომბინაცია, და არა როგორც ცალკეული ერთგვაროვანი მნიშვნელობის – მაგალითად შემოსავლის ან სარგებლიანობის – გაფართოება. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი საგნები და საქმიანობები მრავალფეროვანია, ღირებული შესაძლებლობებიც შესაბამისად განსხვავდება – ელემენტარული თავისუფლებებიდან დაწყებული (როგორიცაა შიმშილისგან და ცუდი კვებისგან გათავისუფლება), უფრო კომპლექსური უნარებით დამთავრებული (როგორიცაა თვითპატივისცემისა და სოციალური თანამონაწილეობის მიღწევა). ადამიანური განვითარების გამოწვევა სექტორულ საკითხებსა და სოციალური და ეკონომიკური პროცესების კომბინაციაზე ყურადღების გამახვილებას მოითხოვს. სტატიების კრებულში, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს მოცემული სტატია, განხილულია მრავალი კვლევა, რომელიც განათლების, ჯანმრთელობისა და კვების, ასევე სოფლის მეურნეობის გაფართოებისა თუ ინდუსტრიული განვითარების საკითხებს ეხება.

განხილულია რესურსების მობილიზაციისა და მონაწილეობითი განვითარების საკითხებიც. ამრიგად, ზოგიერთი საკითხი ეხება იმ ცვლადებს, რომლებიც ადამიანური შესაძლებლობების პირდაპირ განმსაზღვრელ ფაქტორებს წარმოადგენს (მაგ. განათლება და ჯანმრთელობა), მაშინ, როდესაც სხვები დაკავშირებულია ინსტრუმენტალურ გავლენებთან, რომლებიც ოპერირებს ეკონომიკური ან სოციალური პროცესების საშუალებით (მაგ. სოფლის მეურნეობის ან ინდუსტრიული პროდუქტიულობის ზრდის მხარდაჭერა). მათი გამაერთიანებელი თვისება არის მამოტივირებელი დამოკიდებულება ადამიანურ განთვითარებასა და მის შემადგენელ მახასიათებლებთან.

ფუნქციონალებისა და შესაძლებობების განსხვავების წამოჭრისას, აქცენტი გაკეთდა თავისუფლების მნიშვნელოვნებაზე, კერძოდ თავისუფლების, აირჩიო ერთი სახის ცხოვრება და არა მეორე. ეს არის აქცენტი, რომელიც განასხვავებს შესაძლებლობების მიდგომას რეალიზებული მიღწევების ანალიზისგან. თუმცა, თავისუფლების გამოცდის შესაძლებობა, გარკვეული ხარისხით, შესაძლოა, დამოკიდებული იყოს ჩვენ მიერ მიღებულ განათლებაზე და შესაბამისად, განათლების სექტორის განვითარებას, შესაძლოა, მნიშვნელოვანი კავშირი ჰქონდეს შესაძლებლობების მიდგომასთან.

ფაქტობრივად, საგანმანათლებლო გაფართოებას მრავალი როლი გააჩნია, რომლებიც ყურადღებით უნდა იყოს შესწავლილი. პირველ რიგში, მეტ განათლებას, შეუძლია, ხელი შეუწყოს პროდუქტიულობას. გარდა ამისა, საგანმანათლებლო პროგრესის ფართოდ გაზიარებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ეროვნული შემოსავლის უკეთეს განაწილებას სხვადასხვა ხალხს შორის. აგრეთვე, მეტად განათლებულობა ხელს უწყობს შემოსავლებისა და რესურსების სხვადასხვა ფუნქციონირებებად და ცხოვრების წესებად გარდაქმნას. და ბოლოს, განათლება ხელს უწყობს ცხოვრების სტილებს შორის ინდივიდის ჭკვიანურ არჩევანს. ამ მკაფიო გავლენებს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ღირებული შესაძლებლობების განვითარებასა და, შედეგად, ადამიანური ურთიერთობების პროცესზე.

არსებობს ასევე სხვა ურთიერთკავშირები კოლექციის სხვადასხვა სფეროებს შორის; მაგალითად, კარგი ჯანმრთელობა თავისთავად არის უკვე მიღწევა და იგი ხელს უწყობს როგორც მაღალ პროდუქტიულობას, ისე გაუმჯობესებულ შესაძლებლობას გარდაქმნას შემოსავლები და რესურსები ღირსეულ ცხოვრებად. ადამიანურ შესაძლებლობებზე, როგორც ეტალონზე ფოკუსირებისას, რომლის მეშვეობითაც ადამიანური განვითარების წარმატებები და წარუმატებლობები უნდა შეფასდეს, ყურადღება უნდა მიეპყროს კონკრეტულად ამ სოციალურ ურთიერთჩართულობას და კავშირებს. დასასრულ, სოციალური და ეკონომიკური ინსტრუმენტები უფრო აქტიურად უნდა იქნეს გამოკვლეული.

შემფასებლური სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დავალებაა, რომ აღასრულოს მართლმსაჯულება ჩვენი ღრმად გამჯდარი ადამიანური ღირებულებების მიმართ. „1980-იანი და შემდგომი წლების ადამიანური განვითარების“ გამოწვევა მთლიანად ვერ იქნება გაცნობიერებული ამ საკითხის გააზრების გარეშე და ასევე თუ მიზანმიმართულად არ მიეპყრობა ყურადღება ამ თავისუფლებების და შესაძლებლობების გაფართოებას. იმ შეზღუდული ცხოვრების გაფართოებისთვის, რომელშიც ადამიანების უმრავლესობა არის მომწყვდეული გარემო პირობებიდან გამომდინარე არის თანამედროვე სამყაროში ადამიანური განვითარების მთავარი გამოწვევა. ინფორმირებული და გონიერი შეფასება როგორც იმ ცხოვრებისა, რომლითაც იძულებული ვართ ვიცხოვროთ, ისე იმ ცხოვრებისა, რომლის არჩევასაც შევძლებდით სოციალური ცვლილებების შემთხვვაში არის პირველი ნაბიჯი გადადგმული ამ გამოწვევის მიმართ. ეს არის მისია რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ.

იხილეთ სტატიის ორიგინალი

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ