ალან ბადიუ ტერორიზმსა და გლობალურ კაპიტალიზმზე

Share on Facebook155Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

გთავაზობთ ინტერვიუს ფრანგ ფილოსოფოს ალან ბადიუსთან. ბადიუ წარსულში გახლდათ École Normale Supérieure (ENS) უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების ხელმძღვანელი. ასევე ჟილ დელიოზთანმიშელ ფუკოსთან და ჟან ფრანსუა ლიოტართან ერთად, მან დაარსა ფილოსოფიის ფაკულტეტი Université de Paris VIII-ის უნივერსიტეტში. 

ალან ბადიუ გახლავთ თანამედროვე დასავლური აკადემიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა.

გთავაზობთ მასთან ინტერვიუს ქართულ თარგმანს, სადაც ის ეხება პარიზში ბოლო პერიოდში მომხდარ ტერორისტულ აქტებს. ის საუბრობს საკითხის პოლიტიკურ კონტექსტზე, ინტელექტუალების როლზე და გლობალურ კაპიტალიზმზე.

მთარგმნელი: ნუკა ზურაშვილი

© European.ge

  • რა განსხვავებას ხედავთ იანვრისა და ნოემბრის თავდასხმებს შორის?
badiou
ალან ბადიუ. ფრანგი ფილოსოფოსი

ორივე შემთხვევაში იგივე ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექსტი გვაქვს; იგივე მკვლელები, იგივე მომაკვდინებელი და თვითმკვლელობის გადაწყვეტილება; ხოლო სახელმწიფოს მხრიდან იგივე პასუხი, პოლიცია და შურისმაძიებელი ნაციონალიზმი. თუმცა, მასობრივი მკვლელებისა და სახელმწიფოს პასუხის მხრიდანაც მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს. პირველ რიგში, იანვარში მიზანში კონკრეტული მსხვერპლი იყო ამოღებული; მსხვერპლად შარლი ებდოს მკრეხელები, ებრაელები და პოლიციის ოფიცრები ამოარჩიეს. მკვლელობათა იდეოლოგიური, რელიგიური და ანტისემიტური ხასიათი აშკარაა. მეორე მხრივ, პასუხს, რომელიც ფართო მასობრივი დატირების ფორმას იღებს, უნდა მოეხდინა ერის მთავრობისა და მისი საერთაშორისო მოკავშირეებისგან განცალკევებული ერთიანობის სიმბოლიზება იდეოლოგიური სლოგანის საშუალებით, „ჩვენ ვართ შარლი“. ის კონკრეტულ აზრს ატარებს: სეკულარული თავისუფლება, მკრეხელობის უფლება.

ნოემბერში, მკვლელობები განურჩეველია, აშკარად ნიჰილისტური. ხოლო პასუხი საყოველთაო დატირება არაა, მისი დევიზი არის შოვინისტური და სასტიკი „ომი ბარბაროსების წინააღმდეგ“. იდეოლოგია დაყვანილია მის უბრალო მინიმუმამდე და აბსტრაქტულ პორციამდე, როგორიცაა „ჩვენი ღირებულებები“. რეალობა არის პოლიციის მობილიზაციის უკიდურესი შემჭიდროვება, კანონებისა და დრაკონული დადგენილებების არსენალთან ერთად, რომლებიც სრულიად უსარგებლოა და მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის სამუდამოდ შემოღებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, რაციონალური და ყოვლისმომცველი ინტერვეციის შედეგი კიდევ უფრო გადაუდებელი და აუცილებელია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ პუბლიკა, რომ არც მკვლელთა და არც პოლიციური სახელმწიფოს სისასტიკეს დანებდეს.

  • ნოემბრის 13-ს თქვენ უწოდებთ „ბოროტებას“, რომლის მიზეზიც კომუნიზმის ისტორიული მარცხია. რატომ? ასეთი წაკითხვა ნოსტალგიური და ყავლგასული ჩანს.

ვეცადე, რომ შემომეთავაზებინა ახსნის მაქსიმალურად ნათელი ოქმი, ჩვენი სამყაროს სტრუქტურებისაგან განცალკევებით: კერძო ოლიგარქიის სასარგებლოდ სახელმწიფოთა დასუსტება, დასავლეთის სურვილი და გლობალური კაპიტალიზმის ექსპანსია, რომლის საწინააღმდეგოდაც დღეს არანაირი ალტერნატივა არაა შემოთავაზებული. მე ნოსტალგიური სწრაფვა არ მაქვს. კომუნისტი არასოდეს ვყოფილვარ, ამ სიტყვის საარჩევნო გაგებით. „კომუნიზმს“ ვუწოდებ ახალგაზრდობისთვის არსებულ მომხმარებლურ მექანიზმში მორჩილად ჩართვასა და ველურ ნიჰილისტურ მოწყვეტებს შორის არჩევანის გაკეთების შეთავაზების შესაძლებლობას. ეს ჩემთვის ჯიუტობა თუ ტრადიცია არაა. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ პოლიტიკური ჩარჩოს, მათ შორის ისეთი პოლიტიკური მექანიზმის გარეშე, რომელიც ახალგაზრდობას შესაძლებლობას მისცემს იფიქროს, რომ არსებული სამყაროს გარდა ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ მივიღებთ ისეთ პათოლოგიურ სიმპტომებს, როგორიცაა ნოემბრის 13.

  • მთელი პასუხისმგებლობის გლობალური კაპიტალიზმის საცეცებისთვის დაკისრებით, ხომ არ უგულებელყოფთ აზრის, ინტელექტუალების როლს, რომელთაც განსხვავებული მოდელის ხელშეწყობა სურდათ?

80-იანი წლებიდან, გარკვეული რაოდენობის ინტელექტუალები, რომლებმაც იმედგაცრუებულებმა და გამწარებულებმა დაიხიეს უკან, რადგან 60-იანებსა და 70-იანებში მემარცხენეობამ დაუყოვნებელ წარმატებას ვერ მიაღწია, არსებული წესრიგის დასაცავად დაირაზმნენ. ამ სამყაროს რომ მორგებოდნენ, ისინი დასავლური უშფოთველობის ჩემპიონები გახდნენ. ცხადია, რომ მათი პასუხისმგებლობა აშკარაა. მაგრამ ჩვენ ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ კომუნისტური ჰიპოთეზის განახლებისა და გაძლიერების გადადება კაპიტალისტური ექსპანსიისა და ალტერნატიული შემოთავაზებების მხრიდან. ამ სისუსტის წყარო მარცხის ამპლიტუდაა. გარკვეული კოლაფსი განიცადა არამხოლოდ სოციალისტურმა სახელმწიფოებმა, რომლებიც დიდი ხანია კრიტიკის ქვეშაა, არამედ ასევე პროგრესული და რევოლუციური იდეების ბატონობამ ინტელოგენციაში, განსაკუთრებით ომის შემდგომ საფრანგეთში. ამ კოლაფსმა ღრმა კრიზისი აჩვენა, რომელიც კონცეპტუალურ და იდეოლოგიურ, განსაკუთრებით ფილოსოფიურ განახლებას საჭიროებდა. სხვებთან ერთად, მეც ვარ ჩართული ამ ამოცანაში, მაგრამ ჩვენ მაინც გაცილებით ცოტანი ვართ. ლენინმა თქვა, რომ ინტელექტუალები ისტორიის მგრძნობიარე ნიშანია. ადრეული 70-იანებისა და 80-იანების შუა პერიოდის ისტორიაში, ჩვენ უჩვეულო ძალადობის იდეოლოგიური გადაწყობა დავაწესეთ, ყველანაირი რეაქციონერული იდეების თითქმის უპრეცედენტო ტრიუმფი.

  • თქვენ მიერ აღწერილ სამყაროში სახელმწიფოები სუსტდებიან. რატომ არ უპირისპირდებიან ისინი იმ აქტორებს, რომლებიც გლობალურ კაპიტალიზმს არეგულირებენ?

ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოები, რომლებიც მარქსმა აღწერა როგორც კაპიტალიზმის ძალაუფლების ფუნდამენტი, დღეს იმ მასშტაბზე არიან, რომელსაც თავად მარქსი არ მოელოდა. სახელმწიფოების უკიდურესად ძლიერ არიან ჩახლართულნი გლობალური კაპიტალიზმის ჰეგემონურ სისტემაში. ათწლეულების განმავლობაში, მმართველი პარტიების მიუხედავად, იმ განცხადებების მიუხედავად, როგორებიცაა „ჩემი ოპონენტი ფინანსებია“, იგივე პოლიტიკა გრძელდება. და ვფიქრობ, რომ ცალკეული ინდივიდების დადანაშაულება არასწორია. უფრო რაციონალური იქნება ვიფიქროთ, რომ არსებობს უკიდურესად ძლიერი სისტემური ჯაჭვი, რომ სახელმწიფოს ფუნქცია გასაოცარი ხარისხითაა დეტერმინირებული კაპიტალისტური ოლიგარქიის მიერ. უახლესი ბერძნული შემთხვევა საოცარი მაგალითია. ეს იყო ქვეყანა, რომელშიც იყო მასობრივი მოძრაობები, პოლიტიკური განახლებები, რომლებმაც ერთად ახალი მემარცხენე ორგანიზაცია შექმნეს. მიუხედავად ამისა, როცა ძალაუფების სათავეში სირიზა მოვიდა, მან არ შექმნა ფინანსური იმპერატივების, კრედიტორთა მოთხოვნების შემაკავებელი ძალა.

  • როგორ ავხსნათ ეს წინააღმდეგობა ცვლილების ნებასა და მის შეუძლებლობას შორის?

გარდა იმისა, რომ ჰეგემონურმა კაპიტალისტურმა ძალებმა ობიექტურად გაიმარჯვეს, მოხდა ასევე რეაქციის სუბიექტური გამარჯვებაც მის ყველა ფორმაში, რაც პრაქტიკულად აქრობს მსოფლიოს განსხვავებული ეკონომიკური და სოციალური ორგანიზების შესაძლებლობის იდეას. ადამიანები რომლებსაც „შეცვლა“ სურთ ბევრნი არიან, მაგრამ არ ვიცი, სჯერათ თუ არა აზრის წესრიგისა და ნამდვილი მოქმედებისა, რომ რაიმე სხვა შესაძლებელია. ეს შესაძლებლობა ისევ უნდა აღვადგინოთ.

  • იურგენ ჰაბერმასი ეკონომიკას ჩვენი დროის თეოლოგიას უწოდებს. შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს სისტემური მექანიზმი თეოლოგიურია. მაგრამ თქვენ როგორ ხსნით საფრანგეთში მომხდარს?

გავიხსენებდი, რომ საფრანგეთს თავდასხმების მონოპოლია არ აქვს. ეს ფენომენი კავშირშია იმ ზოგად კონტექსტთან, რომელშიც დღეს ხალხი ცხოვრობს, რომ ისინი სხვადასხვა პირობებში ხვდებიან. მე ლოს ანჯელესში ვიყავი, როცა კალიფორნიაში, საფრანგეთის შემდეგ, საზარელი მასობრივი მკვლელობა მოხდა. თუმცა, ობიექტური გაანალიზების გარდა, რაც შეიძლება მეტად უნდა შევიდეთ მკვლელების სუბიექტურობაში. აშკარაა, რომ ეს ახალგაზრდა მკვლელები დასავლეთის დათრგუნული თუ განუხორციელებელი სურვილის შედეგია. ეს ფუნდამენტური ვნება ყველგანაა, გასაღებია: იმის გათვალისწინებით, რომ სხვანაირი სამყარო შეუძლებელია, მაშინ რატომ არ გვაქვს ამ სამყაროში ადგილი? თუ ჩვენ ნებისმიერ სხვა სამყაროს შეუძლებლად წარმოვადგენთ, ამ სამყაროში ადგილის არქონა აუტანელია, ადგილისა, ამ სამყაროს კრიტერიუმებით: ფულით, კომფორტით, კონსიუმერიზმით… ეს იმედგაცრუება სიკვდილის ინსტინქტისთვის ხსნის სივრცეს: რაც გვსურს ისაა, რასაც შევიძულებთ, რადგან ის არ გვაქვს.

  • “დასავლეთის სურვილის“ გარდა, როგორც ჩანს საფრანგეთი მისი კოლონიური წარსულით გამოირჩევა…

ნამდვილად არსებობს კოლონიური არაცნობიერი, რომელიც ჯერ არ გამქრალა. არაბულ სამყაროსთან კავშირი მაღრიბის პირდაპირი და გაფართოებული ადმინისტრირების ხანგრძლივი პერიოდის მიერაა სტრუქტურირებული. ვინაიდან ამ არაცნობიერის არსებობა დღემდე არაა აღიარებული, გაუგებრობები წარმოიშვა, მათ შორის ე.წ. „მემარცხენე“ ფრთის აზროვნებაშიც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 1956 წელს ომი ალჟირში სწორედ სოციალისტურმა მთავრობამ განაახლა, ხოლო  80-იანების შუა პერიოდში, აფრიკიდან მომდინარე მოსახლეობასთან დაკავშირებით სწორედ სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ლე პენმა სწორი საკითხები წამოჭრა“.

კოლონიალიზმთან მიმართებაში მემარცხენეებს კორუფციის დიდი ისტორია აქვთ, რომელიც იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც დამალული. გარდა ამისა, 50-იანებსა და 80-იანებს შორის კაპიტალს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა პროლეტართა მასები ყოფილი კოლონიური აფრიკიდან. მაგრამ 70-იანების სწრაფ დე-ინდუსტრიალიზაციასთან ერთად, იმავე კაპიტალმა  ძველი მუშების, მათი შვილებისა და შვილიშვილებისათვის აღარაფერი გააკეთა, და, იმავდროულად, ჩვენს ქვეყანაში მათი არსებობის წინააღმდეგ ხმაურიანი კამპანიები წამოიწყო. ეს ყველაფერი კატასტროფულია, და ამას გარდა ეს ფრანგული განსაკუთრებულობა წარმოქმნა: ისლამოფობი ინტელექტუალი.

  • თქვენს ანალიზში, რელიგიის და განსაკუთრებით ისლამის საკითხს თავს არიდებთ…

ეს მეთოდის საქმეა. თუ დაუშვებთ, რომ რელიგია ანალიზის ამოსავალი წერტილია, მას ვერ გასცდებით, მოექცევით ღრუში და „ცივილიზაციათა ომის“ რეაქციონერულ სქემაში. მე ნეიტრალური პოლიტიკური კატეგორიები შემომაქვს, სფეროს მხრივ უნივერსალურნი, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციებს შეიძლება მივუსადაგოთ. ახალგაზრდობის ნაწილის პოტენციური ფაშიზაცია, რომლებიც ნებდებიან როგორც „იდეოლოგიური მოტივებით“ განპირობებული მკვლელობის დიდების აბსურდს, ისე სუიციდალურ ნიჰილიზმს, ისლამში გარკვეულწილად გაზვიადებული და ფორმალიზებულია, ამას არ უარვყოფ. მაგრამ ამ ქცევებს რელიგია როგორც ასეთი არ აწარმოებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი რიცხვი დიდი არაა, ძალიან იშვიათ გამონაკლისებსაც არ წარმოადგენენ, განსაკუთრებით ფრანგულ ისლამში, რომელიც ძლიერ კონსერვატიულია. რელიგიის, ისლამის საკითხს მხოლოდ მაშინ უნდა შევეხოთ, თუ ვიცით, რომ მკვლელთა სუბიექტურობაში პირველად ამ უკიდურესი ისლამიზაციის მდგომარეობა წარმოიშვა. სწორედ ამიტომ, უნდა ვთქვათ, რომ ფაშიზაცია იწვევს ისლამიზებას, და არა ისლამიზება ფაშიზაციას. ხოლო ფაშიზაციის წინააღმდეგ ახალ კომუნისტურ შემოთავაზებას საყოველთაო ახალგაზრდობის გაერთიანება შეუძლია, მათი წარმოშობისდა მიუხედავად.

 

Share on Facebook155Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*