რატომ სჭირდება დღეს პატრიოტიზმი მემარცხენეობას

საქართველოში მიმდინარე სოციალ-პოლიტიკური საკითხებით უკმაყოფილო ქართველებს, მიტინგებზე გამოსული ე.წ. ოპოზიციის ლიდერები ნაციონალური პათეტიკით, ეროვნული ეგზალტაციით მიმართავდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. ადამიანს, რომელიც ქალაქის ცენტრში რეალურად შიმშილისა და გაჭირვების, უსამართლობის გამო იდგა პროტესტის გამოსახატავად ‘საქართველო უპირველეს ყოვლისა’ დევიზით იყოლიებდნენ, ანუ საქართველოში არსებულ სოციალურ კრიზისებს მემარჯვენე ძალები ნაციონალისტური პათოსით ფარავენ და საკუთარ მიზნებს უქვემდებარებენ.

თვითონ ბუნებით ამაყია რიგითი ქართველი არ გეტყვის, რომ გაჭირვებულია და შია, რომ დაჩაგრულია და შეურაცყოფილი. შესაბამისად ძალიან ადვილია ასეთი ადამიანი ბუნებით სულაც არ იყოს განსაკუთრებულად პატრიოტული სულისკვეთებით მოტივირებული, მაგრამ მისი მანიპულაცია მაინც ადვილი ხდება ეროვნული პათოსით. გლობალიზაციის ეპოქაა და მსოფლიოს ველური კაპიტალი ეპატრონება, ეს კი თავის მხრივ ერებს და მათ თვითმყოფადობას საფრთხის ქვეშ აყენებს.

ყველაფერი დაიყვანება ბაზრამდე, ეკონომიკამდე და ასეთ პირობებში კულტურული ფასეულობების, იდენტობის დაკარგვის შიში ერებში უფრო და უფრო იმატებს, ვითარდება გლობალიზმი და ანტი გლობალიზმი, ხდება ამორი ძალის იდეური ჭიდილი თუმცა კაპიტალი თავის ძალაუფლებას უფრო და უფრო ფართოდ ავრცელებს.  ნეოლიბერალური გლობალიზმი მიგვითითებს ერთიან საკაცობრიო საბოლოო მიზანზე. საქართველოში დღემდე ვერ ხედავენ თანამედროვე კაპიტალის საფრთხის შემცველ ბუნებას და გამალებული კამათობენ ვინ არის ჭეშმარიტი მემარჯვენე. ლიბერალიზმი მიიჩნევა ზნეობისა და სამართლიანობის ცალსახა გარანტიად. ლიბერალიზმის პრიმიტიული აპოლოგეტიკა სხვა არაფერია თუარა კომფორმიზმი.

"გლობალიზაცია ბუნებრივი მოვლენაა" აცხადებენ ისინი და მშვიდად შეჰყურებენ მსოფლიოზე ტრანსნაციონალური კომპანიების ბატონობას, მილიონობით ადამიანის შიმშილს და იმ კრიზისებს რაც ნეოლიბერალურმა ანტისოციალურმა პოლიტიკამ მოიტანა. გლობალიზმის შიში უფრო მეტაფიზიკურია საქართველოში ( მასონებთან და შეთქმულების მისტიურ თეორიებთან დაკავშირებული ) ვიდრე მსოფლიო ეკონომიკის ლიბერტარიზაცია და ბაზრის აბსოლუტიზაციასთან დაკავშირებული.

საქართველოში ცნებები და სახელები დიდი ხანია გაყალბებულია. დასავლეთი სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობას" არ განიხილავს კაპიტალისთვის შემაფერხებელ ძალად. გამორიცხულია, რომ საერთაშორისო კაპიტალმა ქვეყნის სათავეში აიტანოს აშკარად გამოკვეთილი ნავიონალური ძალა. ეროვნულ ორგანიზაციებს ბრალი ფაშიზმსა და ეთნოშოვინიზმში ედება ავტომატურად და მარგინალიზირებულია.

ჭეშმარიტი ნაციონალიზმი უნდა იყოს სოციალური და კოლექტიური. დღეს ჩვენი მოტივაციაა საქართველოში დაიძლიოს ვიწრო ეთნიკური ნაციონალიზმები და შეიქმნას საერთო სახელმწიფოებრივი ნაციონალიზმი ანუ სამოქალაქო პატრიოტიზმი. მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა სახელმწიფო საქმეში, მათი ეროვნული იდენტობისა და ქართული თვითშეგნების ამაღლება შეუძლებელია მოხდეს სოციალური პოლიტიკის გარეშე, ვინაიდან ნაციონალობა კოლექტიური ფენომენია და მას კოლექტიური იდეოლოგია სჭირდება სოციალურ-ეკონომიკურ ფორმაციაში. ნეოლიბერალიზმი კატალიზატორია ეთნოშივინიზმის, ვინაიდან ის ხელს უწყობს ინდივიდთა გაუცხოვებას და მათში აკნინებს სახელმწიფოებრივი/სამოქალაქო შეგნების მაჩვენებელს.

კოლექტიური იდეოლოგია, სოციუმზე ორიენტირებული იდეოლოგიაა მხოლოდ გარანტი იმისა, რომ მოქალაქეთა შორის იმატოს პატრიოტულმა სულისკვეთებამ და გაიზარდოს ეროვნული ცნობიერება. ჩვენი მოქალაქეები განურჩევლად ეთნიკურობისა უნდა იყვნენ ჩართული საერთო ქართული იდეის შექმნაში, საერთო ქართული სახელმწიფოს შენებაში. ისინი უნდა ქმნიდნენ ქართულ გარემოს, ქართულ იდენტობას.

სოციალურის და ნაციონალურის გამიჯვნას თავისი ისტორიული ფაქტორები გააჩნია. თავიდან, როდესაც სოციალური პოლიტიკა ტარდებოდა, ევროპაში არ იყო გლობალიზმის საფრთხე და ბუნებრივია ფრანგი ფრანგად რჩებოდა. მას არ ჭირდებოდა იდეოლოგიის რანგში აეყვანა ეროვნული იდენტობის დაცვისა და გადარჩენის თემა. იქ ტარდებოდა სოციალური პოლიტიკა თვითონ შიდა ეროვნულ წიაღში. გლობალიზმის გავლენით დღეს დასავლეთში მაღალია ნაციონალიზმის მაჩვენებელი. შიში რომ შემოსული უცხოელები გვართმევენ სამუშაო ადგილებს, რესურსებს, ქმნიან ჩვენი კულტურული გადაგვარების საფრთხეს და ასე შემდეგ სწორედ გლობალიზმის გავლენით გამოწვეული მწვავე ნაციონალისტური რეაქციებია ხალხში.

დღეს მემარცხენეობა საქართველოში ვირტუალური უფროა ვიდრე ხალხოსნური. ხალხი, რომელიც თავს მემარცხენე იდეოლოგიის აპოლოგეტად თვლის წარმოუდგენელია რომ უნდა აკეთებდეს აქცენტების უმცირესობათა უფლებების დაცვაზე იმაზე მეტად, ვიდრე მშიერი და ღატაკი ხალხი, გაზულუქებული ელიტა და სხვა უმნიშვნელოვანესი სოციალირი პრობლემებია. მემარცხენეობა არაა ვირტუალურ-ინტელექტუალური პოზა თვითგამოხატვისთვის, ესაა რეაქცია სოციალური შინაარსის პრობლემებზე და მათი აღმოფხვრისთვის ბრძოლა. სოციალური პრობლემებიდან უმთავრესი კი სიღატაკე და შიმშილია დღეს. მშიერი ხალხის მიმართ კულტურის და მენტალობის კრიტიკა გაბატონებული კლასის წისქვილზე წყლის დასხმა და ხალხის თვალში რეალური ხალხოსნური ძალების მარგინალიზებაა.

ყველა ეპოქას თავის გამოწვევები აქვს და მათდამი ადეკვატური მიდგომა პრაგმატული პოლიტიკისთვის აუცილებელია. დროა გასცდეს ვირტუალური თამაშის ფორმას მემარცხენე დისკურსი და მას აქტიური ხალხოსნური სახე მიეცეს! დროა საქართველოში ხალხმა იგრძნოს რომ ეს მათი ქვეყანაა, რომ სახელმწიფო მათი სისტემაა და ვალდებულია მათ სოციალურ საკითხებზე გაცილებით მეტად იზრუნოს, ვიდრე არსებულ რეალობაში.

მემარცხენეობამ უნდა აიღოს პატრიოტული შინაარსი, დღეს ეს აუცილებელია! არ შეიძლება მემარჯვენე ძალებს დარჩეს სოციუმზე მანიპულაციისთვის იდენტობის საკითხები. ერთ განზომილებიანი განხილვა ამ პრობლემისა თავისდათავად მცდარია. ინდივიდს სჭირდება კოლექტივის სრულუფლებიან წევრად თავის შეგრძნება, ამისთვის მას ეროვნული იდენტობა აქვს.

ადამიანმა რომ საკუთარი საქმიანობა მოიწესრიგოს, ამაში სოციუმი აუცილებელია. სოციუმის მდგრადობასა და ერთსულოვნებას კი საერთო კულტურა, ჩვეულებები, ნორმებიდა ფასეულობები განაპირობებს. რადგან ერი სოციალური ფენომენია და კოლექტიური, შეუძლებელია მის ფორმაციაში სოციალ-პოლიტიკური ფორმაცია არიყოს მემარცხენე სახის სახელმწიფოს მიერ. შეუძლებელია სოციალური ორგანიზმი ანტისოციალურმა პოლიტიკამ შექმნას. ამიტომ უნდა აიღოს მემარცხენე პოლიტიკურმა ძალებმა თავის აქტივობაში სოციალურთან ერთად ნაციონალური, პატრიოტული!

დღეს სოციალ-დემოკრატიის პატრიოტიზმთან სინთეზის დროა!

 
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ