რატომ არ მოაქვს სარგებელი ნეოლიბერალიზმს ხალხისთვის

რატომ ხდება, როდესაც ეკონომიკის ყოველწლიური მატება არავითარ გავლენას არ ახდენს ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე? ყველაზე ხშირად ეს კითხვა ჩნდება.
 ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ნიუმანის ეფექტთან ანუ კაპიტალის კონცენტრაციასტან. რას ნიშნავს და რა როლი აქვს მას საქართველოს ეკონომიკაში, როგორ მუშაობს ის ცხოვრებაში.
მოგეხსენებათ, ახალ მთავრობასთან ერთად 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ,  ქვეყნის ეკონომიკური კურსი შეიცვალა, რისი მთავარი შემოქმედი და მხატვარი გახლდათ "ბიზნესმენი" კახა ბენდუქიძე. მანამდე არსებული ნახევრადსოციალური მიდგომა (ყოველშემთხვევაში, დეკლარირებულად) ჩაანაცვლა ნეოლიბერალურმა საბაზრო პრინციპებმა, რაც თავისთავად გულისხმობს სახელმწიფოს მინიმალიზაციას ეკონომიკურ ცხოვრებაში.
პირველი ნაბიჯი კახა ბენდუქიძის ეკონომიკურ პარადიგმაში ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება იყო , მისივე ლოგიკით, ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოს გავლენის ერთ-ერთი ბერკეტი იკარგებოდა, რაც საბოლო ჯამში ბაზარს უნდა "წახმარებოდა" . შემდეგი ნაბიჯს უკვე არსებული საგადასახადო და შრომის კოდექსის "დახვეწა" წარმოადგენდა, საიდანაც ფაქტობრივად  ამოიღეს ადამიანის  ყველა შრომითი უფლება . საბოლოო ჯამში, არსებული ცვლილებები ინვესტორისთვის ყველანაირ პირობას ქმნიდა, რომ ამ უკანასკნელს მხოლოდ ფული გადმოესროლა. შრომის კოდექსის გაუპატიურებით და მინიმალური გადასახადებით საქართველო ბიზნესის წარმოებისთვის "იდეალური სივრცედ" ჩამოყალიბდა, ისღა დაგვრჩენოდა, მილიონობით ინვესტორის განხორციელებულ ინვესტიციას დავლოდებოდით , თუმცა "ბანძმა ქართველმა ერმა" ეს ოქროს პერსპექტივა რუსთაველზე კარვებში ჩაანიავა.
სანამ ინვესტორები ჩამოვიდოდნენ, ახალ გარემოში ადგილობრივი ეკონომიკური აქტორები თანდათან ადაპტირდებოდნენ მეტნაკლები წარმატებით , თუმცა დროთა განმავლობაში იკვეთებოდა კონკრეტულ დარგში უფრო მომზადებული (ან უბრალოდ ჩვეულებრივი გამართლება) ჯგუფები , რომლებიც საბოლოო ჯამში ბაზრის ძირითად ნაწილს ეტაპობრივად ყლაპავდნენ.
როდესაც ბაზრის ყველა სეგმენტი მონოპოლიურ წნეხში მოექცა დაიწყო ფინანსური რესურსების მობილიზება კონკრეტული ჯგუფების ჯიბეებში , შედეგად მივიღეთ ძლიერი ფინანსური ოაზისები , რომლებმაც არ იცოდნენ სად წაეღოთ დაგროვებული კაპიტალი.
მთელ ამ პროცესს , რესურსების ცენტრალიზებული ხასიათის მიუხედავად შედარებით სიცოცხლისუნარიან იერს უქმნიდა საბანკო სისტემა, ისიც ომამდე და ამავე დროს ხელოვნურად. ხალხში ასე უცერემონიოდ ჩაშვებულმა ფინანსურმა რესურსებმა შექმნეს ე. წ. საპნის ბუშტები საბანკო სექტორში, რაც საბოლოო ჯამში ომის შემდეგ კრახით დასრულდა, ვინაიდან სამომხმარებლო თუ იპოთეკური სესხის ამთვისებელი ფინანსური აქტორები (ამ შემთხვევაში უბრალო ადამიანები) უუნარონი აღმოჩნდნენ  დაებრუნებინათ ბანკებისთვის გაცემული ავანსი. საბოლოო ჯამში საკრედიტო პოლიტიკა შეიცვალა, ბანკები აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში და შედეგად  მიიღეს ასობით ათასი უიმედო კრედიტორი, ხოლო ადამიანებმა დაგროვილი პროცენტი. ამავე დროს აღსანიშნავია ომის ფაქტორი . რომ არა აგვისტოს მოვლენები საინტერესოა რას დაბრალდებოდა მძიმე ფინანსური მოცემულობა.
დღეს სიტუაცია უფრო მძიმეა და თანდათან უფრო დამძიმდება, ვინაიდან ყველა მეტნაკლე

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ