მშია – Feed me back

ერთ-ერთ ჩემს მეგობარს ტელე გადაცემა “რა? სად? როდისის?” feedback რედაქციაში ტელე თამაშისთვის კითხვა გაუგზავნია. კითხვა არ დასმულა, მაგრამ ჩემს მეგობარს ეგ კი არ სწყენია, არამედ გაუკვირდა პასუხი რატომ არ მისწერეს თუნდაც იმ შემთხვევაში თუ მისი კითხვა ცუდი იყო.

ეს შემთხვევა თანამედროვე ქართულ რეალობაში გასაოცარ და უპრეცედენტო ამბავს ნამდვილად არ წარმოადგენს, ასეთი შემთხვევები ხშირია, მაგრამ ის რომ ადამიანები პასუხს ითხოვენ იმისთვის რაზეც იშრომეს უკვე კარგი და იმედის მომცემი ტენდენციაა.

პირადად მე ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრი მახსენდება. რამდენიმეჯერ კიდევ არ გახსნილი ჟურნალისთვის მთხოვეს დაწერა, რა თქმა უნდა მაშინ ირწმუნებოდნენ რომ ასეთი აუცილებლად გამოვიდოდა და თვეში ერთხელ მაინც გამოვიდოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევებში ყოველთვის იყო საჭირო “საპილოტო” ვერსიის გაკეთება. შესაბამისად იმ სტატიაში რომლის დაწერასაც მთხოვდნენ ანაზღაურებას არ მივიღებდი. მე როგორც პატიოსანი და შრომისმოყვარე დამწყები, მაგრამ მაინც ჟურნალისტი ყოველთვის ვთანხმდებოდი.  შედეგი – არავითარი ჟურნალი, გაფუჭებული ურთიერთობა რესპოდენტებთან და დაკარგული დრო. ამ ყველაფერს ვინ სჩივის, ყველაზე ცუდი ამ შემთხვევაში ის იყო რომ “დამკვეთები” უგზო უკვლოდ ქრებოდნენ და პასუხის ღირსადაც არ მთვლიდნენ.

შეიძლება ცუდი ჟურნალისტი ვარ, შეიძლება არაფრად ვარგა ჩემს მიერ მომზადებული სტატია, მაგრამ:

ადამიანო თუ პიარ ტექნოლოგიების არ გესმის, ელემენტარული კულტურის და განათლების ამბავია ორი წუთი დახარჯო და ადამიანს უპასუხო, თუნდაც მოკლე იყოს შენი კომენტარი და  თუნდაც მისი შინაარსი იყოს – ბოდიში, ამ ეტაპზე თქვენთან ვერ ვითანამშრომლებთ.

Feedback – ინგლისური სიტყვაა და პირდაპირი გაგებით “უკუკავშირს” ნიშნავს, თუმცა მას ასევე აკადემიურ წრეებში გამოიეყენებენ. მაგალითად იმ შემთხვევებში როდესაც სტუდენტი დავალებას შეასრულებს და მასწავლებელი მის ნამუშევარს კომენტარების სახით უბრუნებს.  ”ფიდბექი” აძლევს საშუალებას ადამიანს პროფესიულად განვითარდეს და საკუთარ შეცდომებზე იმუშავოს.

ინტერნეტ სივრცეს რომ გადახედოთ და საჯაროდ გამოტანილი სტატიები რომ შეადაროთ საქართველოში და დასავლეთ ქვეყნებში მიხვდებით რომ “ფიდბექის” კულტურა საქართველოში არ არსებობს.  ეს კი დამღუპველია და მხოლოდ რეგრესის მომტანია. ადამიანს არ შეუძლია განვითარდეს მანამ სანამ მის ნამუშევრებს კრიტიკული რეაქცია არ მოყვება. ცუდი კრიტიკაც კი სჯობია კრიტიკის არ არსებობას. კრიტიკის არ არსებობა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ადამიანის ჩაძირვას. სამწუხაროდ საქართველოში პროგრესზე ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს და ჰგონია რომ მისი ნიჰილისტური დამოკიდებულებით  სხვის ჩაძირიას ფონზე, მისი წარმატება პირდაპირპოპორციული იქნება.  სამწუხაროდ ასე საზოგადოების ზოგიერთი ისეთი წარმომადგენელიც იქცევა რომლისგანაც თითქოს ამას არ უნდა ელოდო. მეგობრებო – კონკურენცია ჯანსაღი ხერხია იმისთვის რომ საზოგადოებამ წარმატებას მიაღწიოს.

გასაგებია, რომ რთულია ყოველთვის აქტიური იყო და ყველაფერზე შენი რეაქცია გამოავლინო, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, არსებები რომლებიც წესით და რიგით პასუხისმგებლობით უნდა ვიყოთ დაჯილდოვებული, ამიტომაც სიცოცხლის ბოლოს შემდეგი კითხვის დასმა საკუთარი თავისთვის ნამდვილად არავის მოუნდებოდა.

 

http://lobzhanidze.wordpress.com/2010/11/23/%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%90-feed-me-back/

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ