მესამე სექტორის ვექტორი საქართველოში

სამოქალაქო საზოგადოება დღემდე უშედეგოდ ცდილობს დაადგინოს, რა მოხდა 2011 წლის 26 მაისს საქართველოში. რატომ დაარბია ხელისუფლებამ დემონსტრანტები მთელი სიმკაცრით და, სად არიან იმ ღამით გაუჩინარებული მომიტინგეები. სამოქალაქო სექტორმა ვერ მოახერხა ზეწოლა მოეხდინა ხელისუფლებაზე მაშინაც კი, როცა ხელბგაკრული დემონსტრანტების გვამები მდინაარეებმა გამორიყა. ამ მოვლენებმა და ფაქტებმა აჩვენა სამოქალაქო საზოგადოების უუნარობა საქართველოში. ასევე გვაჩვენა ხელისუფლების ცინიზმი და რადიკალური დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიმართ.

26 მაიის ღამით როცა ხელისუფლებამ მომიტინგეები დაარბია, სადაც რამდენიმე დემონსტრანტი დაიღუპა, ფიზიკურად გაუსწორდნენ მედია ორგანიზაციებსაც. მათი გამორჩევა ხდებოდა იმის საფუძველზე თუ, რომელ მედია ორგანიზაციას განეკუთვნებოდა ესა თუ ის ჟურნალიტი.  27 მაისს სამოქალაო საზოგადოების გაერთიანება მოხდა, რომლებმაც გააპროტესტეს 26 მაისს ხელისუფლების ქმედება. მიუხედავად ამ გაერთიანებისა ხელისუფლებას ძალის გადამეტების გამო არავინ დაუსჯია და არც სხვა კონკრეტული შედეგები მოჰყოლია სამოქალაო საზოგადოების გაერთიანებას აღნიშნული მოვლენის ირგვლივ.

თანამედროვე საქართველოში მისი კომუნისტური მემკვიდრეობიდან გამოდინარე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება უმთავრესი საზრუნავია. საერთაშორისო საზოგადოებებში დღეს ჩნდება შეკითხვები, თუ სად არის ყველაზე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. რომელი ორგანიზაცია ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ უპასუხოს მთავარ მოთხოვნებს, რომელსაც აყენებს სამოქალაო საზოგადოება.

განვითარებად ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და მისი განვითარება სამოქალაქო ინსტიტუციების კოორდინირებულ თანამშროლობაზეა დამოკიდებული. დღეს საქართველოში ძირითადი სამოქალაქო საზოგადოებები, როგორიც არის: ეკლესია, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს მოსახლეობის ნდობა, გაერთიანებული პროფკავშირები, რომელიც არსებობს საწევროებით, საშუალებას იძლევა, ანგარიშვალდებული იყოს მხოლოდ მოსახლეობასთან, მედია ორგანიზაციები, რომელთა დიდი წილიც კონტროლირებულია ხელისუფლებსგან, სასწავლო დაწესებულელები, რომლებიც ასევე ხელისუფლების ზეწოლას განიცდის და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა სამოქალაქო საზოგადოებრივი ფუნქციაც წლების უკან უფრო შესამჩნევი იყო ვიდრე ვარდების რევოლუციის შემდეგ.

უკვე არსებული კვლევებით იკვეთება, რომ საქართველოშო სოციალური კაპიტალი დაბალ ნიშნულზეა. საქართველოში, როგორც ლოკალურ ასევე საერთო ნაციონალურ დონეზე მოსახლეობა გაურბის აქტიურ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, რაც მათ დეპოლიტიზირებას უწყობს ხელს. ექსპერტი მარინა მუსხელიშვილი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ძლიერ სახელმწიფოს საშუალება `დაამყაროსს დიქტატურა საზოგადოებაზე და თუ სახელმწიფო სუსტია მაშინ სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა ხელი შეუწყოს სახელმწიფოს გაძლიერებას

ცხადია ძლიერი სახელმწიფოს შესაქმნელად აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ხელშოწყობა და მისი გაძლიერება. ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების გამტკიცება საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე გადის. საქართველოში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვერ აცნობიერებს მის როლს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში. როგორც ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა საქართველოს რეგიონებში ამ კუთხით სავალალო სიტუაციაა, რომელიც სწრაფ რიაგირებას საჭიროებს. საზოგადოების კვლევის ცენტრის მიერ ცატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებრივ სივრცეში ინტეგრაციას არ ჩქარობს. მრავალი კვლევების თანახმად სოფლებში ადამიანები იშვიათად ერთიანნდებიან მათი საერთო პრობლემის გადასაწყვეტად.

საქართველოს რეგიონებში არსებული რიალობა შემდეგნაირია: არის ხალხი, რომლებმაც არ იციან სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა, რატომაც არ ხდებიან აქტორები ხელი შეუწყონ მის განვითარებას. ასევე არის მეორე მხარე, პოლიტიკოსები, რომლებსაც არ სურთ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების გაჩენა საქართველოს სოფლებში. აღსანიშნავია, რომ მოსხლეობა რთულად ეგუება იმ ადამიანებსაც, რომლებიც საერთო სიკეთის მისაღებად საკუთარი ინიციატივით იწყებენ გააქტიურებას. ასეთი აქტიური ჯგუფების მიმართ ხდება მოქალაქეების გაუცხოება. მათ ახლად გამოჩენილი აქტიური მოქალაქის მიმართ ისეთივე უნდობლობა უჩნდებათ, როგორც პოლიტიკოსების, ან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მიმართ. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ოქროს შუალედი ამ კუთხით საქართველოში დღემდე არ არსებობს. მათი აზრით არსებულ, დემოკრატისათან შეუთავსებელ რიალობას უნდა ცვლიდეს სამოქალაქო საზოგადოება. ის უნდა გახდეს მაკონტროლებელი, როგორც მოსახლეობის აქტიურობის, ასევე პოლიტიკური სიტუაციის.

ეკლესიის როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში

დღეს საქართველოში ოქროს შუალედის როლს ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუტებიდან მეტნაკლებად ეკლესია ასრულებს. მაგრამ ექსპერტების აზრით ეკლესია თავის შესაძლებლობებთან შედარებით ერიდება პრონციპული პოზიციების დაკავებას. ეკლესია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IღI) კვლევების თანახმად მოსახლეობაში ყველაზე მეტი ნდობით სარგებლობს.  მიუხედავად მისი ასეთი რეიტინგისა მაინც არ არის  ეს ინსტიტუტე სამოქალაქო სექტორის გამოკვეთილი აქტორი. ქართული ეკლესია დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის ინფორმირებას და მათ სამოქალაქო აქტორებად ჩამოყალიბებას.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეკლესია უნდა ასრულებდეს სამოქალაქო საზოგადობის უმნიშვნელოვანეს ფუნქციაეს, მოსახლეობის ინფორმირებისა და განათლების კუთხით. დასავლეთის ქვეყნებში და კერძოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში რელიგია მოსახლეობის სამოქალაქო გააქტიურებას უწყობს ხელს. მათი თქმით, საქართველოში მრევლისა და მოძღვარის ურთიერთობა შემოიფარგლება მხოლოდ რელიგიური დოგმების გაცნობით, რაც ეჭქვეშ აყენებს ამ ინსტიტუტის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან წარმონაქმს.

ქართული ეკლესია ნაკლებად პოლიტიზირებულია, რაც ექსპერტების აზრით უკავშირდება საბჭოთა სისტემიდან გადმოყოლილ მემკვიდრეობას. ეკლესია საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას მხოლოდ კულტურული, რელიგიური და ეროვნული სიბრტყიდან ცდილობს. მხოლოდ ამ ფასეულობების დასაცავდ იწყებს მოსახლეობის გააქტიურებას, მათთვის არასასურველი იდეების გამავრცელებლებთან საბრძოლველად.

ანალიტიკოსები მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ ეკლესიის პოლიტიზირებას, თუმცა ისინი ხაზს უსვავენ ეკლესიის, როლის მნიშვნელობას სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. მათი თქმით ეკლესია ყოველთვის ახერხებდა პოლიტიკური პროცესებიდან განზე დოგმას. ეკლესიის ასეთი პოზიცია გათვლილია მოსახლეობაზე, რაც კარგად ჩანს ბოლო კვლევების შედეგებიდან.

საქართველოში ეკლესიის პოზიცია რთული პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე, ყოველთვის იყო მოზომილი და კონკრეტულ შედეგებზე გათვლილი. ექსპერტები თვლიან, რომ ეკლესიის ასეთი პოზიცის დაკავება, აიხსნება რეიტინგის დაკარგვის შიშით. 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს, როგორც კი პატრიარქმა მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდა, მაშინთვე გამოჩნდა ამ განცხადებით უკმაყოფილო ხალხი. ასევე უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ხელისუფლების მომხრეებიც, როცა ეკლესიის კრიტიკა იკვეთებოდა ხელისუფლების მისამართით. ფილოსოფოს გიგა ზედანიას თქმით ქართული ეკლესია ყოველთვის ახერხებს იდგეს კონკრეტულ პოლიტიკურ ბრძოლებზე მაღლა, რაც მას რეიტინგის შენარჩუნებაში უწყობს ხელს.

ბოლო წლებში დაფიქსირდა ფაქტები, როცა ეკლესიის გამოყენება ხელისუფლების გარდა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმაც სცადეს. აღნიშნულიდან გამომდინარე ეკლესია როგორც სამოქალქო საზოგადოების ჩამომყალიბებელი და ხელშემწყობი გაბუქებულია. ეკლესია ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებრივ ინსტიტუციად ვერ ჩამოყალიბდება ერთის მხრივ იმიტომ, რომ ის ერიდება არ ქონდეს პოზიცია და არ გახდეს, რომელიმე დაინტერესებული ჯგუფების პოლიტიკური ინსტრუმენტი და მეორეს მხრივ ის არ ცდილობს მოსახლეობის მოქალქეობრივ გააქტიურებას, მათი ინფორმირებისა და განათლების გზით.

გაერთიანებული პროფკავშირების როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებები უმეტესად უცხოური ფონდებისგან ფინასდებიან. არ არის ინსტიტუტი, რომელიც მათ დაფინანსებას და ამ კუთხით გაძლიერებას მოემსახურება. ბიზნეს ორგანიზაციები იმის შიშით, რომ მათი აქტიურობა ბიზნესისი დაკარგვის ტოლფასი გახდება ერიდება მსგავს ინსტიტუტების გაძლიერებაში საკუთარი კონტრიბუციის გაწევას.

საქართველოში არის ერთადერთი ორგანიზაცია გაერთიანებული პროფკავშირების სახით, რომლებიც საწევრო შენატანებზე არის დამოკიდებული. ამის გამო ეს ორგანიზაცია, მიუხედავად მისი წევრების სიმცირისა, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში უმუშევართა მაღალ მაჩვენებლებს, ახერხებს საკუთარი მოვალეობის შესრულებას. უმეტესად მისი აქტივობა ხელისუფლების მხრიდან იგნორირებულია, თუმცა არის საკითხები, სადაც გაერთიანებულმა პროფკავშირებმა შეძლო მიზნის მიღწევა. დღეს გაერთიანებული პროფკავშირები გარკვეულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას. ისევე, როგორც ეკლესიის, ამ ინსტიტუტის მიმართაც კრიტიკულად არის ხელისუფლება განწყობილი. არის მცდელობა სხვადასხვა მექანიზმებით, დაასუსტოს და სატელიტად აქციოს იგი. ასეთ ფაქტად შეიძლება მივიჩნოთ, 2010 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ულტიმატუმ. მან სკოლების დირექტორებს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა და მოუწოდა, რომ შეეწყვიტათ პედაგოგთა პროფკავშირების ანგარიშზე საწევრო თანხის გადარიცხვები.

მსგავსი პოლიტიკის გატარება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ინსტიტიტის მიმართ ხელისუფლებამ მას შემდეგ გააქტიურა, რაც აშკარად იგრძნო ამ ორგანიზაციის სიძლიერე.  პროფკავშირებმა ბოლო წლებში დაიწყო გააქტიურება და საკუთარი მოვალეობის შესრულება იმ მცირე შესაძლებლობებით, რაც აქვთ. გაერთიანებული პროფკავშირები ცდილობს იქცეს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ნაწილად, რომლებიც სხვადასხვა სფეროს ადამიანებს დარაზმავს საერთო პრობლემების მოსაგვარებლად და კეთილდღეობის მოსაპოვებლად.

არსებული პოლიტიკური რეჟიმის პირობებში გაერთიანებული პროფკავშირები სრულ სურათს ცხადია ვერ შეცვლიან ქვეყანაში.  სამოქალაქო საზოგადოების თითეული მცდელობა და შედეგებზე ორიენტირება უკვე ითვლება მნიშვნელოვან მონაპოვრად. აღსანიშნავია 2011 წლის დასაწყისში, განვითარებული მოვლენები, რომელიც ადასტურებს ამ ინსტიტუტის მუშაობის მნიშვნელობას. ამ დროს პატარა ქალაქ ტყიბულში დაიწყო მაღაროელების მასიური გაფიცვები. მაღაროელები ითხოვდნენ თანამშრომლებთან უვადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; შრომითი უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას და `საქნახშირში~ დასაქმებული ადამიანების შრომითი პირობების გაუმჯობესებას. გაფიცულ მაღაროელებს, რომლებსაც ორგანიზებას გაერთიანებული პროფკავშირები უწევდნენ სხვა ქალაქებში არსებული მუშათა პროფკავშირები. მსგავსი მაშტაბის მუშათა პროტესტი უპრეცედენტო იყო საქართველოში, რატომაც მთავრობა და საწარმოს მართველობა იძულებული გახდნენ გაეთვალისწინებია გაფიცულების მოთხოვნები.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების გააქტიურების შემდეგ ხელისუფლება აქტიურად ცდილობს გაამკაცროს კონტროლი ამ ინსტიტუტზე. ფიქსირდება ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები პროფკავშირული ნიშნით. სამრეწველო და სხვა დამსაქმებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც ხელისუფლების დირექტივების უპირობო შემსრულებლებად გვევლინებიან ღიად აკრიტიკებენ გაერთიანებულ პროფკავშირებს და მათ წევრებს. მათი ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციას ჩამოაშოროს ხალხი. მათი აზრით პროფკავშირები ამ აქტივობებით დაქირავებულ თანამშრომლების `ტვისნის არევას~ ცდილობს.

მედიის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების მთავარი აქტორის კონტროლი

საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების მიმართ კარგად ჩანს კონტროლირებადი მედია ორგანიზაციების მომრავლების ფონზე. მედია ყველგან, იყო და არის ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი ხელისუფლებებისთვის. განვითარებულ ქვეყნებში მას ანგარიშს უწევენ, ხოლო საქართველოს მსგავს მესამე სამყაროს ქვეყნებში ხელისუფლებები მედიაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს. საქართველოშიც, მედიის გაკონტროლება `რევოლუციური~ ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პირველი საზრუნავი გახდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ბევრი მედია ორგანიზაცია დაექვემდებარა კონტროლს, თუმცა რჩებოდნენ მედია ორგანიზაციები, რომლებიც გარკვეული ძალისხმევით ახერხებდნენ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად არსებობას. ექსპერტების აზრით საქართველოში მედია შუალედურ ზღვარს არ იჭერს და ის უმეტესად გვევლინება, არა მოსხლეობის, არამედ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ვიწრო ინტერესების გამტარებლად. მოსახლეობის ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ ბოლო კვლევების მიხედვით არასასურველ შედეგს იძლევა, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების შემდგომ განვითარებაზე.

ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად ბევრჯერ შეეცადა დაესაჯა დაუმორჩილებელი მედია ორგანიზაციები. ასეთი ფაქტი იყო 2007 წელს ტელეკომპანია `იმედის~ დარბევა და მისი კანონიერი მფლობელისთვის ჩამორთმევა. დღეს ეს ტელეკომპანია ხელისუფლების სატელიტად არის მიჩნეული.

დღევანდელი ხელისუფლების შეუმწყნარებლური პოლიტიკა თავისუფალი აზრის მიმართ, ტელეკომპანია `იმედის~ დაქვემდებარებით არ დასრულებულა. ხელისუფლების უხეში ჩარევა, რომ შეავიწროვოს სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი გრძელდება, რზეც მეტყველებს ბოლო დღეებში საფინანსო პოლიციის მედია პალიტრაში მოულოდნელი შესვლა და აღწერების ჩატარება. აღსანისნავია, რომ მედია პალიტრა, რომელიც რამდენიმე მედია ორგანიზაციას აერთიანებს აქტიურად აშუქებდა 26 მაისს განვითარებულ მოვლენებს. ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები მედია პალიტრაში საფინანსო პოლიციის მოულოდნელ გამოჩენას მედია პალიტრის ჟურნალიტურ საქმიანობას უკვაშირებენ.

უნივერსიტეტების როლი

უკვე აღნიშნული ფაქტები მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადობა ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. სამოქალაო საზოგადოების მოვალეობა ყველა ქვეყანაში უნდა იყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება. ამ კუთხით ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება სასწავლო დაწესებულებებს. საქართველოში, როგორც სხავ სამოქალაო საზოგადოებრივი ინსტიტუტები ეს სივრცეც კონტროლირებულია ხელისუფლების მხრიდან. გარე დაკვირვებით სასწავლო დაწესებულებების საქმიანობაში არ ერევა ხელისუფლება, თუმცა ის აკონტროლებს სასწავლებლების ხელმძღვანელების არჩევას და სტუდენტური კავშირების ფუნქციონირებას.

უნივერსიტეტები არცერთ დონეზე არ ასრულებენ სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციებს. სტუდენტური გაერთიანებები, რომლებმაც სტუდენტების უფლებების დაცვასა და მათ ხელშეწყობაზე უნდა აიღოს ორიენტირი კონკრეტული ჯგუფების ინტერესების გამტარებლები ხდებიან. 2011 წლის მაისის თვეში ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მოითხოვეს, უნივერისტეტს ეთარგმნა უცხოური წიგნები. ისნი აღნიშნავდნენ, რომ ფინანსები რომლებიც სტუდენტური კავშირების მისამართით არამიზნობრივად იხარჯება, შეეცვალოს მიმართულება და შესრულდეს მათი მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნების შემდეგ ინიციატორ სტუდენტებს, სტუდენტური თვითმართველობის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიუხედავად ფიზიკური დაპირისპირებებისა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ რიაგირება არ მოახდინა.

მსგავსი ფაქტები და პრეცედენტები, მიანიშნებს იმაზე, რომ სტუდკავშირები დირექტივებს იღებენ, რომლებიც მათი საქციელის გამო არ ისჯებიან. დღეს ისევე, როგორც ყველა სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი სივრცე უნივერსიტეტიც ხელისუფლების ცონტროლს ექვემდებარება. ექსპერტების აზრით სტუდკავშირის წევრთა აგრესია სტუდენტების მიმართ გამოწვეული იყო მათი დაშინების მიზნით. ხელისუფლება ყველფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩააქროს ყოველგვარი სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურების კერები.

სასწავლებლებში, როგორც სხვა სამოქალაქო საზოგადობის სივრცეში, არის მცდელობა სტუდენტები ნაკლებად იყვნენ ჩართულნი სამოქალაო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს პოლიტიკა ხელისუფლებას უადვილებს სამოქალაქო საზოგადოების სრულ კონტროლს და ამ ინსტიტუტის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას უიოლებს.

არა-სამთავრობო ორგანიზაციების, როლი

სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებასა და მის მნიშვნელობაზე საუბრის დროს აუცილებელია ყურადღების გამახვილება არასამთავრობო სექტორზეც. განვითარებად ქვეყნებში ენჯეო სექტორი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვალეობას უნდა ასრულებდეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის.

საქართველოში ენჯეო აქტიურობა უფრო შემეცნებით ფუნქციას ასრულებს, თუმცა მისი, დანიშნულება, საზოგადოება აქციოს აქტიურ მოქალაქეებად არ სრულდება. მიუხედავად დღეს ენჯეო სექტორი ვერ უზრუნველყოფს მასზე დაკისრებულ მოვალეობას მაგრამ ის მაინც განიცდის ხელისუფლების დაკვირვებას. დღეს სამოქალაქო საზოგადოების ამ სივრცის ათვისებას საქართველოს ხელისუფლება პირდაპირი და ირიბი გზებით ცდილობს. იქმნება დონორი მსხვილი ორგანიზაციები ხელისუფლების დაფინანსებით, რომლის დაფინანსების წყაროებიც დღემდე არ არის დეკლარირებული. აღნიშნული დონორი ორგანიზაციები გასცემს მცირე გრანტებს საქართველოში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლთა სატელიტებად გადაქცევაც ხდება. ასევე ხელისუფლებას ამ სფეროს გაკონტროლებისთვის მიმართავს სხვა მეთოდებსაც. ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების და იქ დასაქმებული თანამშრომლების გადაბირება და მათვის სახელმწიფო თანამდებობების შეთავაზება.

სამოქალაო საზოგადოების მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ და სხვა გზებით ხელისუფლებამ მოახერხა არასამთავრობოების ნაწილობრივ გაკონტროლება. რაც შეეხება ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ვერ გააკონტროლეს მარგინალიზებულები ხდებან ან უკვე არიან მარგინალურები, რომელთა რსებობაც ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

დასკვნა

საქართველოში სამოქალაო საზოგადოების და სოციალური კაპიტალის დაბალი მაჩვენებელის მთავარი მიზეზი, პოსტკომუნისტური საზოგადოების ერთ-ერთი გამორჩეული მკვლევარის მარკ ჰოვადის აზრით საბჭოთა წარსულია. მისი თქმით საბჭოთა გამოცდილებიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობა სხვადასხვა ორგანიზაციებს უნდობლობით ეკიდება. ასევე ჰოვადი გამოყოფს დამატებით ორ მიზეზს, როგორიც არის კლანური კავშირები და პოსტკომუნისტური იმედგაცრუება.

მკვლევარების აზრით სამოქალაქო საზოგადოების მაჩვენებლის გაზრდის სპეციფიკური ფორმა არ არსებობს. ისინი თვლიან, რომ საქართველოში არსებული ორგანიზაციების სპეციფიკის შეცლა და მეტი ყურადღება უნდა მოხდეს. ყურადღება უნდა დაეთმოს არა უცხოელი დამფინანსებლებს, არამედ რიგით მოქალაქეებს. ექსპერტების მტკიცებით უნდა მოხდეს მოქალაქეთა დაინტერესება სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებებისა და ფასეულობების გამტკიცებაში.

მექანიზმი, რომელზეც თანხმობა არსებობს არის სამოქალაქო სექტორის ისე გაძლიერება, რომმათმა დამოუკიდებლად შეძლონ არსებობა. ამ კუთხით სამოქალაქოს საზოგადოებები ანგარიშვალდებულები იქნებიან საზოგადოებასთან და არა დონორი ორგანიზაციებთან. ექსპერტების აზრით დღეს საქართველოს სამოქალაო საზოგადოებრივ სივრცეს ვერ ამოქმედებს მოხალისეობრივი რესურსები. იმისთვის, რომ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება შეიქმნას ადამიანები ფინასურ გამორჩენას ელოდებიან. მოსახლეობა ვერ ხედავს მათ, როლს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. ისინივ ვინც ჩართულები არაიან  სამოქალაქო აქტიურ ცხოვრებაში რიალურად სხვა მიზნებს ემსახურებიან. ანალიტიკოსების თქმით აუცილებელია საზოგადოების გაანალიზებასთან ერთად იმის შესწავლა, თუ კონკრეტულად, როგორ გავლენას ახდენს სამოქალაო საზოგადოების კონკრეტული აქტივობები ქართველი საზოგადოების თითეულ წევრზე.

ფოტო გვერდიდან new.internet.ge

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ