თვითმმართველობის როლი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

აზრები გაიყო სტუდენტების წარმომადგენლობით საბჭოში აქტიურობის შესახებ.
ერთ-ერთი უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა განგვიცხადა,
„უნივერსიტეტის მართვაში ნამდვილად ვერ ვიღებთ მონაწილეობას, რადგან
თვითონ კანონი არ გვაძლევს ამის საშუალებას.” ხოლო როცა ინტერვიუერმა
წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტების ყოფნის შესახებ ჰკითხა, მან უპასუხა:
„ჩემი აზრით, ეს უფრო ფორმალობაა. თუმცა ვესწრებით საბჭოზე ამა თუ იმ
საკითხის განხილვას, მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, რომ საბჭოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება არ დამთხვეოდა ჩემს მოსაზრებას, ან მე წინააღმდეგი
ვყოფილიყავი.“
სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი წარმომადგენლობით საბჭოში მათი
მოღვაწეობის შესახებ აცხადებს: “აკადემიის მართვაში ვმონაწილეობთ, ვინაიდან
წარმომადგენლობით საბჭოში არაფერი წყდება ჩვენი ხმების გარეშე.
წარმომადგენლობით საბჭოზე ისე არაა, რომ თუ ბატონი გია (აკადემიის რექტორი)
აწევს ხელს, ჩვენც მაშინ ვწევდეთ. ჩვენ ჩვენი აზრი გაგვაჩნია.”
კანცლერების და ადმინისტრაციის ხელმძღვანელების უმრავლესობა ამბობს, რომ
სტუდენტობა ფაკულტეტის და წარმომადგენლობით საბჭოებზეც აქტიურადაა
ჩართული, მაგრამ არიან უნივერსიტეტები, რომელთა ადმინისტრაცია აღნიშნავს,
რომ სტუდენტებს გაცილებით მეტის უფლება აქვთ და თავიანთ უფლება-
მოვალეობებს მაქსიმალურად არ იყენებენ. “მე ვფიქრობ,რომ იცით,როგორ არის?
სტუდენტები საკმაოდ აქტიურები არიან ხოლმე, როცა საკითხი ეხება ბიუჯეტს,
რაღაც თემაში არიან, მაგრამ საერთოდ შეიძლება ვთქვათ, რომ იმ
უფლებამოსილებებს, რაც გააჩნიათ ადამიანებს ამ ქვეყანაში, მარტო სტუდენტებზე
არა, უფროსებზეც ვამბობ, რომ ამ უფლებებს ბოლომდე ჩვენ არ ვიყენებთ.”
ადმინისტრაციის ხელმძღვანელების ნაწილის აზრით, სტუდენტობა
მონაწილეობს უნივერსიტეტის მართვაში, ძირითადად, ფაკულტეტის საბჭოების
და წარმომადგენლობითი საბჭოების მეშვეობით. ფაკულტეტის საბჭოზე ისმება
ესა თუ ის საკითხი და ჯერ ფაკულტეტის საბჭოზე განიხილება, ხოლო თუ
ფაკულტეტის საბჭოზე ვერ გადაწყდა, შემდეგ გააქვთ წარმომადგენლობით
საბჭოზე, მაგრამ იქ ხდება ძირითადად საკითხების დამტკიცება.
განსხვავებული ვითარებაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ მხრივ, რომ ამ
უნივერსიტეტში დისციპლინარული კომისიაა შექმნილი, სადაც თმმ-ს
პრეზიდენტიც შედის, როგორც სტუდენტების წარმომადგენელი და ის ამ მხრივაც
იღებს უნივერსიტეტის მართვაში მონაწილეობას.
ბევრ უნივერსიტეტში შეინიშნება ტენდენცია, რომ წარმომადგენლობით საბჭოში
სტუდენტების ძირითად შემადგენლობას ისეთი სტუდენტები შეადგენენ,
რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება, არც დაესწრონ წარმომადგენლობითი
საბჭოს სხდომებს. „იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან წარმომადგენლობით
საბჭოში, მართალი გითხრათ, ერთს ვიცნობდი, მაგრამ ეხლა აღარც დადის,
ზოგჯერ არც ესწრება. ანუ იქ ქვორუმი ივსება, ძირითადად დიდ წვლილს ვერ
შეიტან, შენი ერთი მესამედი ხმებით, დიდად გადამწყვეტი არ არის, მაგრამ რაღაც
21
ხმები რომ ისე გაიყოს, შენ მერე შეგეძლება რაღაც ისეთი გარდაქმნა შეიტანო
გადაწყვეტილების მიღებაში. როცა წარმომადგენლობით საბჭოზე ისეთი თემებია,
რაც ჩვენ გვეხება სტუდენტებს, ჩვენც გვიბარებენ და ჩვენთან ერთად გადიან.“ —
გვითხრა ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა.
ჩვენ, ასევე, დავინტერესდით იმით, შეჰქონდათ თუ არა თავიანთი ინიციატივები
სტუდენტებს ფაკულტეტის და წარმომადგენლობით საბჭოებზე. ადმინისტრაციის
წევრების ძირითადი ნაწილი აცხადებს, რომ ეს იშვიათად ხდება.
თვითმმართველობის წევრი სტუდენტების უმრავლესობა ამ კითხვაზე ზოგადი
პასუხის გაცემას ამჯობინებს და კონკრეტულ ფაქტებს არ ასახელებს. თუმცა არის
უნივერსიტეტები, სადაც კონკრეტული ფაქტებიც დაგვისახელეს: “მე არ ვარ
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, გადაწყვეტილებაში არ ვიღებ მონაწილეობას,
მაგრამ როცა ისეთ პროექტს ვახორციელებ, რაც მარტო ჩემი კომპეტენცია არ არის
და ადმინისტრაციას უნდა შევეკითხოთ და წარმომადგენლობით საბჭოს
დავეკითხოთ, ეგეთ რაღაცებზე მეც ავდივარ და მეც ვესწრები და
არგუმენტირებულად ვუხსნი მათ, რას ვაკეთებთ, რას ემსახურება და როგორ
კეთდება და ამის შედეგად ისინი რას გადაწყვეტენ, იქვე ვიგებ მეც.“
თეუსუ-ს ადმინსიტრაციის ხელმძღვანელმა დაგვისახელა წინადადებები,
რომლებიც თეუსუ-ს სტუდენტებს გაუტანიათ წარმომადგემლობით საბჭოზე: “–
თვითონ სტუდენტებს წარმოუდგენიათ სამეცნიერო კონფერენციის შესახებ,..
ეხლა ოდესაში იმართება ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია,
წარმოადგინეს ჩვენი პირველი რექტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპორტული
ღონისძიებების გეგმა, და ერთიც, მეორეც დაფინანსებული იყო
წარმომადგენლობით საბჭოზე.”
რაც შეეხება უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვასა და დამტკიცებაში
სტუდენტთა მონაწილეობას, უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში
სტუდენტები მონაწილეობას არ იღებენ, მაგრამ ბიუჯეტის დამტკიცებაში
მონაწილეობენ, როგორც წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები. თუმცა, როგორც
ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, სანამ რაიმე საკითხი წარმომადგენლობით საბჭოზე
გავა, მათ წინასწარ ეგზავნებათ საკითხები, რომლებსაც თმმ-ს წევრები
განიხილავენ და იგივე წესით ხდება ბიუჯეტის შემთხვევაშიც.
რაც შეეხება თვითონ თმმ-ს ბიუჯეტს, ამ შემთხვევაში ბევრ უნივერსიტეტში
ადმინისტრაცია თმმ-ს თან შეთანხმების შედეგად, ერთობლივად ადგენს თმმ-ს
ბიუჯეტს. თუმცა, შემდეგ მის განკარგვაში აღარ ერევა. მთავარია, თმმ-მ რეალური
პროექტი წარუდგინოს ადმინისტრაციას. როგორც თმმ-ს პრეზიდენტები
აღნიშნავენ, თვითონაც არ გააქვთ კანცლერებთან ისეთი პროექტები, რომლებიც
უნივერსიტეტის პროფილს არ შეესაბამება. თვითმმართველობის ბიუჯეტი
უნივერსიტეტების მთლიანი ბიუჯეტის 1%-მდეა, ზღვარს თვითონ
უნივერსიტეტებიბი წყვეტენ და ერთი საერთო მიდგომა ამასთან დაკავშირებით არ
არსებობს. აღსანიშნავია ის, რომ უნივერსიტეტების ნაწილის თვითმმართველობის
ბიუჯეტი კანონით განსაზღვრულ 1%-ზე ნაკლებია, რასაც უნივერსიტეტში
ფინანსური რესურსების ნაკლებობით ხსნიან.
სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილის თვალსაზრისით,
სტუდენტების მხრიდან განსაკუთრებული აქტიურობა არ ფიქსირდება. როგორც
თმმ-ს პრეზიდენტები აღნიშნავენ, ძირითადად, ისინი ეხმარებიან სტუდენტებს,
22
როდესაც მაგალითად, 2 გამოცდა ერთ დღეს ემთხვევათ, ან როცა ცხრილშია რაიმე
პრობლემა. ასევე, არის ერთეული შემთხვევები, როცა საგნების სწავლებასთან
დაკავშირებითაც შეაქვთ ცვლილებები, რეკომენდაციას უწევენ იმ სტუდენტებს
დეკანატთან, რომლებსაც საპატიო მიზეზით აქვთ გაცდენები და ის სალექციო
დრო ისევ სწავლის შეძენას მოახმარეს. ასევე, თვითმმართველობა შუამდგომლობს
სტუდენტებს ადმინისტრაციასთან სწავლის გადასახადთან დაკავშირებული
პრობლემებისას. თვითმმართველობა ეხმარება მათ, რომ ადმინისტრაციამ ან
ვადები გადაუწიოს, ან თუ თმმ-ს ბიუჯეტში არის შესაძლებლობა, თანხის ნაწილი
მაინც დაუფინანსონ.
ბევრ უნივერსიტეტში, განსაკუთრებით ისეთ სპეციფიკურ უნივერსიტეტებში,
როგორებიცაა, მაგალითად, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია და ბათუმის
საზღვაო აკადემია, თმმ-ც და ადმინისტრაციაც ერთხმად აღიარებს, რომ
სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში სტუდენტობა დიდ წვლილს ვერ შეიტანს
იმიტომ, რომ მეთოდოლოგიაც, მასალაც და საგნებიც იქ სპეციფიკურად იგეგმება.
ადმინისტრაცია იმ ფაქტს, რომ სტუდენტები აქტიურად არ არიან ჩართული
სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში ან იმით ხსნის, რომ უნივერსიტეტებში
სწავლა კარგად მიმდინარეობს, ან სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში
სტუდენტთა პასიურობას აბრალებს. “ნაკლებად ვარ, შეიძლება ასე ითქვას,
კმაყოფილი სწავლა-განათლების მიმართებაში, ხარისხის გაუმჯობესების
მიმართებაში ნაკლებად აქტიურები არიან, სამწუხაროდ. ანუ, არ მახსოვს
შემთხვევა, როდესაც თვითმმართველობას დაეყენებინა საკითხია მათუ იმ
პედაგოგის მიერ მისი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით
პრეტენზიებით. ამას შეიძლება ორი ახსნა ჰქონდეს: ან გადასარევი პედაგოგიური
შემადგენლობა გვყავს, ანდა ერიდებიან ამ საკითხს, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს,
რომ ადრე თუ გვიან ნავსი გატყდება, იმიტომ რომ მაინც დამკვეთი
უნივერსიტეტში სასწავლო პროცესისა უნდა იყოს სტუდენტი.”
სტუდენტებისთვის განკუთვნილ კითხვაში შედიოდა ღია კითხვა იმაზე, თუ რის
შეცვლაზე იზრუნებდა სტუდენტი, თვითმმართველობის წევრი რომ ყოფილიყო.
ამ კითხვაზე სტუდენტების 26%-ს პასუხი არ გაუცია. ყველაზე ხშირად ნახსენები
ვარიანტების დაჯგუფება შევეცადეთ. პასუხები, ანალიზის შემდეგ, შემდეგნაირად
გადანაწილდა:

სტუდენტების ინტერესების დაცვა 14 %

სასწავლო პროცესში ცვლილებების შეტანა 13 %

სხვადასხვა ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვა 10 %

სტუდნეტების ჩართულობის უზრუნველყოფა 10 %

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება 7 %

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ