თვითმმართველობისა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ურთიერთობა

უნივერსიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებთან ინტერვიუების ანალიზის საფუძველზე
გამოვლინდა, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და თვითმმართველობის
ურთიერთობას თანამშრომლობითი ხასიათი აქვს. თვითმმართველობის მიერ
შემუშავებული და წარდგენილი პროექტები, ძირითადად, დამტკიცებულია
ადმინისტრაციის მიერ. თვითმმართველობის წევრები აღნიშნავენ, რომ ისინი
ცდილობენ, რეალური პროექტები შეიმუშავონ, სადაც დეტალურადაა
გადანაწილებული თანხები. ამას ადასტურებს ადმინისტრაციაც.
იშვიათად გვხვდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაცია უარს ამბობს
პროექტის განხორციელებაზე, ან ზღუდავს ღონისძიებების რაოდენობას, რაც,
ძირითადად, ფინანსების სიმცირით არის გამოწვეული. ადგილი ჰქონია სხვა
შემთხვევებსაც. მაგალითად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
ადმინისტრაციამ სტუდენტების ინიციატივა არ დააკმაყოფილა, რადგან
სტუდენტების მოთხოვნა იყო უნივერსიტეტის ვიცე სპიკერი ყოფილიყო
სტუდენტი. უარის მიზეზი იყო ის, რომ კანონი ვიცე სპიკერის არსებობას
საერთოდ არ ითვალისწინებდა; ასევე, არ დაკმაყოფილდა ბათუმის შოთა
რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ინიციატივა
სწავლის ქირის გადახდასთან დაკავშირებით ვადების დაწესებაზე, რადგან
უნივერსიტეტში ჰქონდათ მსგავსი პრაქტიკა, რამაც არ გაამართლა და
დავალიანების დაგროვება გამოიწვია.
ადმინისტრაციიდან და თვითმმართველობებიდან ჩვენი რესპოდენტები
აცხადებენ, რომ ადმინისტრაცია არ ზღუდავს თვითმმართველობას მათთვის
განკუთვნილი ბიუჯეტის განკარგვაში და ასევე, არ ერევა პროექტების
განხორციელებაში. როგორც სამხატვრო აკადემიის კანცლერი აღნიშნავს:
,,სტუდენტთა არც ერთ ინიციატივასა და შემოთავაზებაზე არ ვამბობთ უარს.
თვითონ თმმ-ს წევრებმაც იციან რამდენი თანხაა დარჩენილი მათ ბალანსზე,
ამიტომ იმდენ ფულს არ ითხოვენ პოექტისთვის, რაც ამ თანხას გადააჭარბებს.
ჩვენ, ადმინისტრაცია, არ ვერევით მათ საქმეში, როგორც კანონში _ უმაღლესი
განათლების შესახებ წერია, სტუდენტები თვითონ განკარგავენ ყველაფერს, ჩვენ
მხოლლოდ ხელს ვუწერთ.’’
არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადმინისტრაცია სთავაზობს სტუდენტურ
თვითმმართველობას რაიმე ღონისძიების განხორციელებას. ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის აზრი ამასთან
დაკავშირებით შემდეგია: ,,რეკომენდაციას აუცილებლად ვითვალისწინებთ
ადმინისტრაციის და თვითონ რექტორის, მაგრამ კანონში – განათლების შესახებ
მოცემულია, რომ თმმ არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის საქმიანობაში
ჩარევის უფლება არ აქვს არც ერთ ორგანოს, არც ერთ ინსტანციას და არც
სახელმწიფოს.’’
19
უნივერსიტეტებში მცირე რაოდენობით ხორციელდება ღონისძიებები
ადმინისტრაციის ინიციატივით. მაგალითად, ახალციხის უნივერსიტეტში
გააკეთეს საახალწლო კარნავალი და სარვამარტო ღონისძიება; გორის სახელმწიფო
უნივერსიტეტში მოხდა კონფერენციაზე გამარჯვებული სტუდენტების
დაჯილდოება; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება,
რომელზეც მოწვეული ჰყავდათ გერმანელი თეატრის ხელმძღვანელი; თელავის
იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში ხორციელდება ერთობლივი
პროექტი — კონფერენცია საქართველოს მასშტაბით, ადმინისტრაციის მიერ ხდება
გამარჯვებულების გამოვლენა, ხოლო თვითმმართველობა აფინანსებს მათ
დაჯილდოებას. თუმცა, არის შემთხვევაც, როდესაც ადმინისტრაციის იდეის
განხორციელება არ მოხდა. მაგალითად, კონსერვატორიაში ადმინისტრაციას
ჰქონდა საახალწლო ღონისძიების ჩატარების იდეა, მაგრამ ვერ მოხერხდა, რადგან
თმმ-ს სხვა პროექტები ჰქონდა დაგეგმილი.
თვითმართველობის წევრების დამოუკიდებლობლად მუშაობის ხარისხზე აზრის
გამოთქმის საშუალება სტუდენტებსაც მივეცით. კითხვარი შეიცავდა შემდეგ
კითხვას: ,,როგორ ფიქრობთ, თვითმმართველობის საქმიანობაზე გავლენას ახდენს
რაიმე ფაქტორი?’’. მთავარი, რომელსაც სტუდენტები ზეგავლენის ფაქტორად
ასახელებენ, არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაა.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ