ევროპის პოლიტიკური ლანდშაფტი. ავსტრია

ავსტრია

ავსტრიის პოლიტიკურ ლანდშაფტზე წამყვან პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ:

·    ავსტრიის სოციალ დემოკრატიული პარტია   (იდეოლოგია:  სოციალ დემოკრატია)
·    ავსტრიის სახალხო პარტია   (იდეოლოგია:  ქრისტიან დემოკრატია, კონსერვატიზმი)
·    ავსტრიის თავისუფალი პარტია  (იდეოლოგია:  მემარჯვენე პოპულიზმი)
·    ალიანსი ავსტრიის მომავლისათვის   (იდეოლოგია: მემარჯვენე პოპულიზმი)
·    მწვანეები – მწვანე ალტერნატივა   (იდეოლოგია:  მწვანე პოლისები)

ავსტრიის სოციალ დემოკრატიული პარტია ამჟამად სამთავრობო კოალიციის ლიდერი პარტიაა, რომელმაც ავსტრიის ბოლო 2008 წლის საერთო არჩევნებზე ხმების 29.3 % მიიღო და ავსტრიის საკანონმდებლო ორგანოში 57 წევრით არის წარმოდგენილი.
2008 არჩევნებში ავსტრიის სახალხო პარტიამ, რომელიც სამთავრობო კოალიციის უმცროსი წევრია  ხმათა 26 % მიიღო. მემარჯვენე პოპულისტურმა პარტიებმა; ავსტრიის თავისუფალი პარტია და ალაინსი ავსტრიის მომავლისთვის 17.5 და 10.7 %. ხოლო მწვანეებმა 10.4 %.
სოციალ დემოკრატიული პარტია, ავსტრიის მთავარი მემარცხენე პარტიაა, რომელიც ამჟამად ხელისუფლებაში იმყოფება კანცლერ ვერნერ ფეიმანის ხელმძღვანელობით. SPÖ 1888 წელს დაარსდა ავსტრიის სოციალ დემოკრატიული მუშათა პარტიის სახელწოდებით. 1945 წლიდან პარტიას ავსტრიის სოციალისტური პარტია ეწოდებოდა. ამჟამინდელი სახელწოდება კი პარტიას მხოლოდ 1991 წლიდან აქვს. ავსტრიის სოციალ დემოკრატიული პარტიის დამაარსებლები და ლიდერები იყვნენ ავსტრომარქსიზმის ისეთი ცნობილი თეორეტიკოსები, როგორებიც იყვნენ: კარლ რენერი, ოტო ბაუერი, ვიკტორ ადლერი და სხვები. 1920-იან წლებში პარტია უკვე წარმატებებს აღწევდა, თუმცა 1930-იან წლებში ავტრიელი სოციალ დემოკრატები რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ, ჯერ დოლფუსის ავსტროფაშიზმის(1934—1938) დროს შემდეგ კი გერმანიასთან ავსტრიის ანსლუსის დროს (1938-1945) ამ პერიოდში პარტიას ლეგალური საქმიანობის საშუალება არ ჰქონდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მას შემდეგ რაც პარტიას აკრძალვა მოეხსნა, აქტიურად ჩაება პოლიტიკაში და მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიღწია. 1970 წლამდე ავსტრიელი სოციალ დემოკრატების საშუალოდ საარჩევნო ხმების 40 %-ზე მეტს იღებდნენ თუმცა ხელისუფლებაში მოსვლას ვერ ახერხებდნენ. 1970 წლიდან კი სოციალ დემოკრატების 30 წლიანი დომინაცია იწყება. ამ პერიოდის მანძილზე სოციალ დემოკრატებმა 10 არჩევნების მოგება მოახერხეს და 32 წლის შემდეგ მხოლოდ 2002 წლის არჩევნები წააგეს. თუმცა 2007 წლიდან ავსტრიის სოციალ დემოკრატიული პარტია კვლავ დაბრუნდა ხელისუფლებაში.
ავსტრიის სოციალ დემოკრატიული პარტია იმ მცირერიცხოვან მეინსტრიმულ სოციალ დემოკრატიულ პარტიათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც შეინარჩუნეს თავიანთი ძლიერი სოციალისტური ფესვები და უარი თქვეს ნეოლიბერალიზმი ან მის მოდიფიცირებულ მემარცხენე ვერსიაზე მესამე გზის სახით.

მოამზადა ლევან აბაშიძემ

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ