დისკუსია-სემინარების ციკლი "ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსთვის".გორი

12 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პირველი სემინარი სემინარების ციკლიდან “ახალგაზრდობა ევროპული საქართველოსთვის”. სემინარში მონაწილეობა მიიღეს გორის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტებმა, ჟურნალისტებმა და დაინეტერსებულმა პირებმა. სემინარის მომხსენებლები იყვნენ გია ჟორჟოლიანი, თსუ პროფესორი (ევროპული ღირებულებები, მოქლაქოების გაგება, ისტორია და თანამედროვეობა); მარინა მუსხელიშვილი, პროფესორი, პოლიტოლოგი (სოფლის მეურნეობის ევროპული მოდელი); ბაქარ ბერეკაშვილი, პოლიტოლოგი (ახლაგაზრდული მოძრაობების როლი თანამედროვე ევროპაში); გელა ბანძელაძე, პოლიტოლოგი (სოციალური მედიის როლი).

სემინარის მონაწილეთა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე და ახალგაზრდული მოძრაობების მომავალზე. სტუდენტებს აინტერესებდათ თუ რა როლი შეუძლია შეასრულონ ახალგაზრდულმა მოძრაობებმა კონფლიქტების მოგვარების საკითხში და საერთოდ რა პერსპექტივები აქვს სამოქალაქო დიპლომატიას.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ