წარმოსახვითი ბიზნეს საქართველო

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

 უკანასკნელ
პერიოდში ძალიან ბევრი საინტერესო სტატიები იწერება ბიზნესზე, ძირითადად რადიკალურ მემარჯვენე ჟურნალებში და შედარებით ნაკლები მემარცხენელიბერალურებში, ამ ჟურნალებში დაწერილ სტატიებს აერთიანებს ერთი საერთო ფაქტორი: ყველა მათგანი რამდენიმე სტერეოტიპის ირგვლივ ტრიალებს:

1. სახელმწიფო ჩარევა და რეგულაციები
მისი ნებისმიერი გამოვლინებით არის ცუდი და არაფექტური, „წარმატებულიქვეყნების დიდმა ნაწილმა ეს პრაქტიკა უარყო როგორც არაეფექტური.

2. არსებობს იდეალური ბაზარი, რომელიც ზუსტად ანალოგიურად მოქმედებს როგორც მოქმედებდა მისი პირველადი აღწერის დროს ანუ 300 წლის წინ.

3. იდეალური ბაზრის თანხმლები მოვლენაა იდეალური ბიზნესმენები, რომლებიც არიან ყველაზე განათლებულები, წარმომადგელობითი, პროგრესულები, მოკლედ ყველაფერი როგორც ეს ეინ
რენდის წიგნებშია.

 
მაგრამ
როგორც ნებისმიერი წარმოსახვითი იდეალური ტიპები მას პრაქტიკაში სულ სხვა გამოვლინებები გააჩნია,

1. რეალურად, დასავლური კაპიტალიზმის განვითარების უმთავრესი წინაპირობა, სწორედ  ის სახელმწიფო რეგულაცები და ეკონომიკაში  პირდაპირი ჩარევა იყო და
არა დღეს მოდური ლიბერტარიანული ვარიანტები,  უბრალოდ კაპიტალიზმის თვისებაა ის მუდმივად
საჭიროებს
გაფართოებას,  დროთა განმავლობაში კაპიტალის მიერ  მიღებული მოგების ნორმა  ბუნებრივად მცირდება.  ნორმის შემცირებამ აიძულა  , მმართველ კლასებს შეემუშავებინათ ახალი ეკონომიკური დოქტრინა, რომელმაც  1970 იანი წლების შემდგომ, ცნობილი გახდა როგორც ნეოლიბერალიზმი, თუ ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეაბილიტაციისთვის კეინსიანური პოლიტიკის და მარშალის გეგმის შედეგად 20 წელი და დაახლოებით 100 მილიარდიანი დამხარება დასჭირდა ფეხზე წამოდგომისთვის
,მესამე სამყარომ 1980 წლიდან მოყოლებული დღემდე 4,5 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა მოდერნიზაციისთვის
შემოსავლებს
შორის დაშორება ცენტრსა და პერიფერიას შორის სულ უფრო და უფრო იზრდება. დამნაშავე სწორედ ნეოლიბერალიზმი და მისი , არაექვივალენტური
გაცვლაა ცენტრსა და პერიფერიას შორის.

2. მემარცხენეების დიდი ნაწილი ბაზარს ეჭვის თვალით უყურებს, როგორც არადემოკრატიულს, რადგანაც ერთია როდესაც გადაწყვეტილებებს ღებულობს არჩეული, თუნდა ცუდი მთავრობები და მეორეა
როდესაც ამ ადგილს იკავებს მონოპოლისტი კორპორაციები, რომლებიც ანგარიშვალდებულნი
მოსახლეობის
წინაშე არ არის, მაგრამ არსებობს ძალიან საინტერესო მეცნიერი და თეორიტიკოსი იმანუელ ვალერსტაინი, მისი მოსაზრებით მთავარი პრობლემა დღევანდელები პოლიტიკის არის არა მიმართება მემარცხენეობასა
და მემარჯვენეობას შორის არამედ დაპირისპირება თავისუფალ ბაზარსა და მონოპოლიებს შორის, ვალერსტაინის მოსაზრებით არსებული კაპიტალიზმის მესაფლავე სწორედ თავისუფალი ბაზარია, რადგანაც მისი არსებობის შემთხვევაში კაპიტალისტს არ დასჭირდებოდა კაპიტალის გატანა ერთი ქვეყნიდან მეორეში, შემცირდებოდა მოგების ნორმა და რეალურად ძალიან რთული გახდებოდა ბიზნესის წარმოება. სწორედ ამიტომ მიუხედავად დეკლარირებული პოზიციისა თავისუფალი ბაზრის დაცვისა ერთადერთი მიზანი არსებული კაპიტალისტური სისტემის, არ დაუშვას მისი სრულიად გავრცელება. დე ფაქტოდ არსებული სისტემა, მათ შორის საქართველოში ეს არის მონოპოლისტური და ოლიგოპოლისტური,
მათი ერთადერთი მიზანი სახელმწიფოს მეშვეობით მაქსიმალურად მტკიცედ დაიცვან საკუთარი კლასობრივი ინტერესები, სხვათა ინტერსების ხარჯზე.

3. ეს ჩემი
საყვარელი
სტერეოტიპია,
მით უმეტეს როგორც ეკონომისტი მთელი სტუდენტობა ვისმენდი ზღაპრებს კუნთმაგარ და ინტლელექტუალ ბიზნესმენებზე, რომლებმაც მძიმედ შრომით დაიკავეს საკუთარი ადგილი საზოგადეობაში და სწორედ ამ ხალხზე დგას სამყარო, მე ბიზნესის წინააღმდეგი არ ვარ,ან როგორ ვიქნები დღეს არ არის მე-20 საუკუნის დასაწყისი,  მაგრამ მინდა იმედი გაგიცრუოთ და გითხრათ
რომ წარმოსახვაში, მათ შორის ქართველი ლიბერტარიანებელის,
წარმოსახვაში
არსებულ ბიზნესმენებს არანაირი კავშირი არ აქვს რეალურად არსებულთან, ქართველი ლიბერალები ძალიან ცდებიან როდესაც მიაწერენ მთელ საზოგადეობას ისეთ მანკიერ თვისებებს როგორიცაა კონსერვატიზმი, რელიგიური ფანატიზმი, და ასე შემდგომ,ეს სწორედ ჩვენი ნაციონალური ბურჟუაზიის თვისებებია და  ეს ბუნებრივიცაა,
ის მართველი კლასია და სწორედ მათი წარმოსახვები თუ იდეები არის როგორც წესი დომინანტური. ქართველი ბიზნესმენს ურჩევნიათ საკუთარ თანამშრომლებს
100 ლარი გადაუხადონ  და ნამატი
თანხით ახალი ბეემვე იყიდოს ვიდრე ის თანხა რეინვესტირებაში
ჩადონ(როგორც ეს წარმოსახვაშია)
, მით უმეტეს როდესაც ეს ბიზნესმენები სხვა არავინაა თუ არა ხელისუფლებიდან წიაღიდან გამოსულინიჭიერიბიუროკრატები.

 

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*