ქართული ლიბერტარიანული იდეოლოგიის რეკლამა

Share on Facebook5Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone


ოფიციალურად საქართველოს, როგორც დეკლარირებულად დემოკრატიულ სახელმწიფოს არ გააჩნია სახელმწიფო იდეოლოგია, თუმცა კონსტიტუციის არაუზენაესობის, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ბუტაფორიულობის და ამავდროულად ქვეყნის მმართველთა თანმიმდევრული და მკაცრად სისტემატიზირებული პოლიტიკის ფონზე შეუძლებელია არ არსებობდეს საერთო ღირებულებები და იდეოლოგია, რომელიც განსაზღვრავს არა მარტო კონსტიტუციას და სპეციფიური მართვის სისტემას, არამედ საზოგადოების ცხოვრებასაც. შესაბამისად ქვეყანას მართავს არა კონსტიტუცია და ხელისუფლებათა ბალანსი, არამედ ადამიანების ერთი ჯგუფი რომელსაც აქვს თავისი იდეოლოგიია და აქვს მიზანი _ ეს იდეოლოგია გახადოს რეალურად სახელმწიფო იდეოლოგიად, საზოგადოების(უფრო სწორად მოსახლეობის) იდეოლოგიად.

მმართველი გუნდის წევრები და მასთან აფილირებული ჯგუფები თავს ლიბერტარიანელებად მოიაზრებენ. მოდით საზოგადოებაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები ლიბერტარიანული ხედვით დავინახოთ.

 

დამოკიდებულება სოციალური პრობლემების, სოფლის, ჯანდაცვის და განათლების მიმართ

 

ლიბერტარიანელების აზრით მსოფლიოს არეგულირებს საბაზრო ურთიერთობები. ისინი თვლიან, რომ სახელმწიფო პრაქტიკულად არ უნდა ერეოდეს საბაზრო ეკონომიკით განპირობებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებში. მათ სწამთ, რომ ბაზარი არეგულირებს არა მარტო ეკონომიკას, არამედ სხვა საზოგადოებრივ ურთიერთობებს. ლიბერტარიანელები არ ცნობენ არავითარ სახელმწოფო მხარდაჭერას არცერთი ისეთი სფეროსთვის, რომლიდანაც მოგების მიღება არ შეიძლება, ანუ რაც ეწინააღმდეგება ბაზრის პრინციპებს. მაგალითად, ასეთი სფეროებია სოციალური სფერო (დახმარებები, შემწეობები, სახელმწიფო პენსიები), სოფლის მეურნეობა, საყოველთაო განათლება, საყოველთაო ჯანდაცვა და ა.შ. ლიბერტარიანელების აზრით  ეს დარგებიც თავისით დარეგულირდება ბაზრის მიერ. თუ მაგალითად სოფლის მეურნეობას შეუძლია მოგების მოტანა ინვესტორისთვის, ის ჩადებს ფულს და იხეირებს. თუ არა, არ ჩადებს და სოფელი იქნება ისე როგორც იქნება. იგივე დამოკიდებულებაა განათლების სისტემისადმი _ თუ ადამიანს უნდა სწავლა, მან ფული უნდა გადაიხადოს, რათა სასწავლებლის მფლობელს ქონდეს შემოსავალი. თუ არაა ფული, არაა გა

Share on Facebook5Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*