სტალინი სჭირდება ყველას

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ავტორი:ბორის კაგარლიცკი-რუსი სოციოლოგი

სტალინი აღმოჩნდა რომ სჭირდება ყველას. მართალი სხვადასხვა სახით და  საპირისპირო მიზნებისათვის, მაგრამ ის ყველას სჭირდება. სურათი ასეთია, ერთის მხრივ, ლიბერალები, რომელთაც შეიძლება ითქვას ყველაფერი ჩაეშალათ, ყველაფერი არც თუ ისე კარგად აქვთ, ობიექტურ სინამდვილეში კი საშინლად.

ლიბერალური პროექტი რუსეთში, თავისი არსით  და სხვადასხვა თავისი ფორმებითაც დისკრედიტირებულია, ანუ საბოლოოდ მივიღეთ სურათი ასეთი, რომ დისკრედიტირებულია არამარტო თავისი კლასიკური, დასავლური ლიბერალური კუთხით, არამედ “ლიბერალურ-დერჟავული” ფორმითაც, რომელიც არც ისე მიმზიდველად გამოიყურება. შეგვიძლია თამამად ავღნიშნოთ, რომ ლიბერალიზმის ყველა ფორმა რუსეთში მსუბუქად რომ ვთქვად საკმაოდ სუსტად გამოიყურება.  და აქ ჩნდება “მხსნელი” ფიგურა სტალინი!  რადგან ახლა უკვე თამამად  შეიძლება განაცხადონ –  “ჩვენი ნებისმიერი ჩავარდნა არაფერია იმასთან შედარებით რაც გულაგი იყო”.

გულაგი ეს ერთგვარი ტოტალური გამართლებაა ნებისმიერი უსამართლობის, საშინელების, ჩავარდნის, კრიზისის, მარცხის, მკვლელობისაც კი, იმიტომ რომ, მიუხედავად ყველაფრისა გულაგზე უფრო საშინელი ძნელად თუ მოიძებნება რამე. ამიტომ ისინი თამამად გამოიყენებენ იმ საზომს, რომლითაც ზომავენ გულაგებსდა იტყვიან –  “შეხედეთ, ამ ფონზე  ჩვენი მკვლელობები იმდენად პატარაა, რომ არაფერს წარმოადგენს.”

ეს არის ლიბერალების შეხედულება, ასეთია ბურჟუაზიული თვალთახედვაც. ლიბერალური-ბურჟუაზიული-დემოკრატიული და ა.შ

სტალინი ჭირდება ყველას! როგორც გამოხატულება აბსოლუტური ბოროტების, რომლის გვერდითაც შეიძლება  ძალიან ბევრი პატარა, კონკრეტული , ყოველდღიური ბოროტების შესრულება დაუსჯელად, რადგან მორალური შეკითხვა უკვე აღარ არსებობს, რადგან ყველა პასუხი მივა რაღათქმაუნდა ზემოთხსენებულ აბსოლუტურ ბოროტებასთან.

რათქმაუნდა მეორეს მხრივ, სტალინი სჭირდებათ ე.წ. “დერჟავის” მხარდამჭერებს, ტრადიციონალისტებს. “დიდი ბელადი, ჭეშმარიტი ლიდერი, მის დროს  ჩვენ ვიყავით უფრო ძლიერები, უფრო საშიშები ვიყავით, ჩვენი ყველას ეშინოდა,  ყველა პატივს გვცემდა” – ასეთია ბელადის და სიკეთის მომტანი შიშის გაგება.

შემდეგ მოდის მოდერნიზაცია და მას მოჰყვებიან მოდერნისტები. ერთადერთი წარმატებული მოდერნიზაცია რუსეთის ისტორიაში სწორედ სტალინის მიერ იყო შესრულებული და არა პეტრე დიდის მიერ. სინამდვილეში, რუსეთი, ეკონომიკური გაგებით, ისეთივე ჩარმოჩენილი და დამოკიდებული ქვეყანა იყო, როგორც დანარჩენები ზოგ შემთხვევაში მათზე უფრო ჩარმოჩენილები ქვეყნებიც კი. პეტრეს რეფორმისტული გზა არ იყო წარმატებული, ეს იყო ბრწყინვალე, შეიძლება ითქვას ნათელი, თვალისმომჭრელი, ჰეროისტული, მაგრამ არაწარმატებული.  ალექსანდრე მეორეს მოდერნიზაცია, გასაგებია რითიც დასრულდა, ანუ მიგვიყვანა რევოლუციამდე. ამ გაგებით, სტალინის მოდერნიზაცია წარმატებული იყო, რადგან პირველ რიგში ტრადიციული საზოგადოება გარდაიქმნა ინდუსტრიულ საზოგადოებად და  დადგა დასავლური საზოგადოების გვერდზე. სსრკ გახდა ზე-დერჟავული, სსრკ გახდა გამოგონებით-მეცნიურული დერჟავა (თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ) და თითქმის ყველა პარამეტრებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახდა.

აქვე ჩნდება საპირისპირო ვარიანტი, თუ ერთის მხრივ ლიბერალები რომლებიც მუდამ გაიძახიან რომ << შეხედეთ! შეხედეთ რამდენი მკვლელობები, რამდენი სისხლი, რამდენი საშინელება და რაც მთავარია რა საშინელი გულაგი არსებობდა!  ამიტომ ვისწრაფვით მოდენირზაციისკენ. ის არ იყო საჭირო,ეს წარმატება კი არა ჩავარდნა იყო . და ეს ყველაფერი საერთოდ არანაირ ღირებულებას არ ატარებდა>>  ხოლო მეორეს მხრივ მოდიან ტრადიციონალისტები, და გვეუბნებიან  << კი მაგრამ ჩვენ გვქონდა უდიდესი წარმატებები! მოდით დავივიწყოთ ყველამ ეს სისხლი! მოდით დავივიწყოთ გულაგის შესახებ! მოდით დავივიწყოთ რეპრესიების შესახებ! ამ ყველაფერს უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ გააჩნია! სამაგიეროდ ჩვენ რაკეტები გვქონდა, ატომური ბომბი, ომი მოვიგეთ. აი რა არის მთავარი! და დანარჩენი ეს უკვე წვრილმანია! სამი თუ ერთი მილიონი, ამას უკვე რა მნიშვნელობა აქვს? >> და სინამდვილეში, ეს მიდგომა საშიშია თუმცა დისკუსიაც ასეთი ტიპის წარმომადგენლებთან არც ისე გონივრულია, იმიტომ რომ კამათს არანაირი აზრი არ აქვს.

ე.ი. გვაქვს 2 სისტემური კოორდინატი. თითოეული კოორდინატი ძთავის თავში ითავსებს ამორალიზმს და ლიცემერიას, რაღათქმაუნდა განსხავებულ ფორმებში. იმიტომ რომ სინამდვილეში, მნიშნველოვანია ერთიც და მეორეც. ამ გაგებით, რაც ხდებოდა 90-იან წლებში  რაღაცა ფორმით დღემდე ხდება, და ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ეს ქმედებები უფრო საშინელია, რადგან  ჩვენ კარგად გვახსოვს ამხელა მსხვერპლი. რაც არ უნდა იყოს ჩვენი, თუ ის საბჭოთა, მოდერნიზაცია რომელიც ამხელა მსხვერპლსი ფასად მოხდა, მისი დანგრევა იმავე მსხვერპლით არის ორმაგი დანაშაული. იგივეს თქმა შეიძლება იმ ადამიანებზე ვინც ვითომდა ანგრევენ საჭოთა კავშირს, მის ცნობიერებას, თუმცა სინამდვილეში ისინი დღემდე ამატებენ ცნობიერებაში იგივეს, სხვადასხვა ფორმებით.  ისინი მაშტაბით არც ისე ჩარმოჩებიან მათ, ვინც უამრავი ადამიანი დახოცა, გულაგები ააშენა და ლაგერების გზას გაუყენა მთელი რიგი ადამიანები..

მაგრამ, ყველაზე დიდი კატასტროფა ახლა, ჩვენს თვალწინ, დღევანდელ დღეს ხდება რადგან ჩვენ ვართ მორალური კატასტროფის წინაშე, ჩვენ არაფრად ვაგდებთ იმ ფასს რომელიც გადაიხადეს წინა თაობებმა,საერთო ჯამში ჩვენთვის უკვე ყველაფერი სულერთია. იგივე გაგებით, ჩვენ არ უნდა გვაინტერესებდეს არც მომავალი თაობა, იმიტომ რომ ისინი გადაიხდიან იმის საფასურს, რასაც ჩვენ ახლა ვაშენებთ.საჩვენებლად ფასსად ვდებთ  საკუთარ კორუმპირებულობას, არაკეთილსინდისიერებას, უპასუხისმგებლობას ისტორიასთან მიმართებაში.  აქედან გამომდინარე, სტალინის ფიგურა აქტიურად განიხილება ერთის მხრივ, მხოლო მეორეს მხრივ კი არა არსებითად.  განიხილება არა ის რა არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღისთვის, და არა ის რა არის მორალური პრობლემა დღეს, არამედ ის თუ რა მოგვცემს უფლებას / საშულებას რომ გავექცეთ დღევანდელ მორალურ პრობლემებს სტალინის განხილვით.

დღეს, ფართოდ, უნდა იქნეს განხილული რაღათქმაუნდა არა სტალინი, არამედ უნდა იქნეს განხილული დღევანდელი დღე, დღევანდელი მოდერნიზაცია, და თავისმხრივ იმის განხილვა როგორ უნდა მოხდეს მოდერნიზაცია, რაღათქმაუნდა არა სტალინიტურად.

და აქ უცებ ჩნდება ერთი დიდი პრობლემა –  ხალხი. სტალინს ასეთი პრობლემა არ ჰქონია, არა იმიტომ რომ , მას შეეძლო ნებისმიერი გაესახლებინა ან გაეძვებინა, ან რომელი ხალხი?! რაღათქმაუნდა მნიშვნელობა წოდებას ან ფენას არ ჰქონდა, ასახლებდნენ ყველას მაღალსაც და უკანსკნელს უკანასკნელთა შორის. და უცებ ხდებოდა ჩანაცვლება ახლებით, რომლებიც  იყვნენ საკმაოდ კარგად მოტივირებულები და იმაზე საუბარი რომ მათი მოტივაცია იყო განპირობებული, მხოლოდ შიშით არ არის სიმართლე. საერთოდ საბჭოთა სტალინისტურ საზოგადოებას ჰქონდა საკმაოდ უცნაური ორმაგი სისტემა მოტივაციის, ანუ ადამიანები იყვნენ მოტივირებული, შიშით და ენთუზიაზმით ერთდროულად. და ამავროულად თანაბრად ნაწილდებოდა, ერთიც და მეორეც, რათქმაუნდა საზოგადოებაში იყო მობილიზაციის მექანიზმი საკმაოდ მაღალ დონეზე განვითარებული, მობილიზაცია საზოგადოებრივი ძალის, შესაძლებლობების და იყო მოტივაცია, და უცნაური ფაქტი ის არის რომ ეს მოტივაცია არ იყო მიმართული კარიერისკენ და მით უფრო ფულისკენ.  იყო ეთიკა და გარკვეული მორალური საზოგადოებრივი სამსახურის, ეთიკა პატრიოტიზმის (რაც არ უნდა პატეთიკური ჩანდეს) თუმცა არა წმინდა ნაციონალისტური გაგებით, არამედ საბჭოური პატრიოტიზმი რომელიც არ ანსხვავდება სოციალურ და ნაციონალურს. ეს იყო ის სოციალური ძალა, რომელიც გამოვიდა 1917 წლის რევოლუციიდან, რომელიც, სინამდვილეში, სტალინმა მიიღო მემკვიდრეობით 1917 წლის რევოლუციისგან, თუმცა მან ზოგი რამ შეცვალა, ზოგი რამ დატოვა, ზოგი რამ გამოიყენა, ზოგი რამ მიითვისა მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად, რომ იყო რომ ასეთი სოციალური ძალა და ეს ძალა იშვა სწორედ რევოლუციისაგან.

ახლა ჩვენ ვხედავთ აპეთიკურ საზოგადოებას, მოტივირებული მხოლოდ პირადი ინტერესებით, პირადი გაურკვეველი ფასეულობებით, პირადი კარიერით და ფულით. თუ ამ პრობლემებს არ შევებრძოლებით და არ შევეცდებით შეცვლას, თუ სწორედ ამ სისტემას არ დავანგრევთ, ჩვენ არაფერი შეგვიძლია შევთავაზოთ სტალინზე მძლავრი და უკეთესი საზოგადოებას.

 

რუსულიდან თარგმნა:გიორგი შოლემმა

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*