სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ძირითადი პროგრამული დებულებები

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

Wofürwirstehen – რას წარმოვადგენთ

სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ფრაქცია ევროპის პარლამენტში (S&D Group). ძირითადი პროგრამული დებულებები, ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცის წინასიტყვაობით. გერმანულიდან თარგმნა ლევან ლორთქიფანიძემ.

  • წინასიტყვაობა

სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა, ახალი სამუშაო ადგილების მიღწევა, ეკონომიკის ზრდა, საფინანსო ბაზრების რეფორმირება, კლიმატის ცვლილების კონტროლი, თანასწორობის პრინციპის დაწინაურება, ძლიერი და დემოკრატიული ევროპა – ეს გახლავთ S&D Group-ის პროგრამა შემდგომი წლებისათვის.

XXI საუკუნის პოლიტიკისათვის მთავარი გამოწვევა მდგომარეობს იმაში, რომ გლობალიზაცია სამართლიან, სასარგებლო და მდგრად პროცესად განისაზღვროს. არასებული უთანასწორობა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე მზარდი უმუშევრობა, ისევე, როგორც პირველადი მოხმარების სასურსათო საქონელსა და საწვავზე გაძვირებული ფასები, უმძიმესად ზემოქმედებენ რიგით ადამიანებზე. დღესდღეობით, ევროპა დგას ორმხრივი ამოცანის გადაწყვეტის წინაშე: ერთი მხრივ, მან უნდა გაამკაცროს კონტროლი საფინანსო ბაზრებზე, მეორე მხრივ, შეძლოს ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნა. შედეგად, შეძლოს ეკონომიკური აღდგენის მიღწევა.

ახლა დგას დრო ახალი სოციალური ევროპისა, რომლის ყურადღების ცენტრში ადამიანები დგანან და არა საფინანსო ბაზრები. ეკონომიკური კრიზისის დაძლევა სასწრაფოდ დასაძლევი საკითხია მთელი მსოფლიოსათვის, ამასთანავე, აუცილებელია სხვაგვარი მიმართულება მიეცეს კაცობრიობის უდიდეს საფრთხეს: კლიმატის ცვლილებას. სტაბილურობა არის ერთადერთი საპასუხისმგებლო, შედეგის მომტანი პრინციპი პოლიტიკური და ეკონომიკური მოქმედებისა. ჩვენ გვინდა ევროპა გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის წინამძღოლი გახდეს, ჩვენი სხვაზე ენერგოდამოკიდებულება შემცირდეს და მივაღწიოთ ახალ, „მწვანე“ სამუშაო ადგილებს.

ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ურთიერთდამოკიდებულ, ურთიერთგადაჯაჭვულ სამყაროში, სადაც უამრავი პრობლემა სცილდება ეროვნულ საზღვრებს. ამ სირთულეთა გადალახვის ძალა, ცალკე არც ერთ  სახელმწიფოს არ შესწევს. ევროპის კავშირი არის საუკეთესო ინსტრუმენტი გლობალიზაციაზე ზედამხედველობის განხორციელებისა : გლობალიზაციის ადამიანების სამსახურში ჩაყენება უნდა გახდეს ფუძემდებლური გარემოება ევროპის პროგრესული დღის წესრიგისათვის.

მარტინ შულცი

 ევროპარლამენტის  პრეზიდენტი, S&D Group-ის ერთ-ერთი ლიდერი,

გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია.

 

 

  • ეკონომიკის აღდგენა

მსოფლიოს ეკონომიკური კრიზისი უმძიმესად აწვება რიგით მოქალაქეებს. თანამედროვე ეპოქაში, მზარდი უმუშევრობისა და გაძვირებული სასურსათო საქონლისა თუ კომუნალურ საჭიროებათა ფასების ფონზე, ჩვენი იდეები და ღირებულებები, უფროდაუფრო, აქტუალური ხდება. ჩვენ ვესწრაფვით ისეთ ეკონომიკას, რომლის ცენტრალური საგანი,  ბაზრის ნაცვლად, ადამიანები არიან. ჩვენ ვითხოვთ, მხარს ვუჭერთ მდგრადი ზრდადობის ევროპულ სტრატეგიას, რომელსაც 2020 წლამდე 10 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა შეუძლია.

  • საფინანსო ბაზრების კონტროლის გამკაცრება

საბაზრო ძალებისადმი ბრმა ნდობამ გლობალურ ეკონომიკურ კრიზისამდე მიგვიყვანა. ერთიანი ევროპული ვალუტა – ევრო, ბანკების შემდეგ, სპეკულიანტებს ჰყავთ მიზანში ამოღებული. S&D-ის ფრაქცია, ყოველთვის წამყვანი ძალა იყო, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ბაზრების უფრო ძლიერ რეგულირებასა და უაღრესად საშიში სპეკულაციების აღკვეთას მოითხოვდა. ჩვენ გვსურს ზუსტი, ნათელი კანონები, უფრო მეტი გამჭვირვალობა, ყველა ფინანსურ-ეკონომიკური აქტორის მკაცრი მონიტორინგი, რათა კრიზისი აღარასდროს განმეორდეს.

  • სოციალური სამართლიანობის მხარდაჭერა

ევროპა პოლიტიკური და სოციალური პროექტია. არსებულმა უთანასწორობამ და ეკონომიკურმა გლობალიზაციამ გამოავლინა ახალი, დამატებითი დატვირთვები რიგითი ადამიანებისათვის. დროა ახალი, სოციალური ევროპისა. ჩვენ გვსურს პროგრესული სოციალური პუნქტები, დებულებები ყველა ევროპულ სამართლებრივ აქტში.

ჩვენ გვინდა დასაქმებულთა უფლებების გაძლიერება, უსამართლო დაბეგვრის დაძლევა. ვიბრძვით ევროპული პაქტისთვის, ხელშეკრულებისთვის, რომელიც გამორიცხავს ხელფასების უკანონო შემცირებასა და უზრუნველყოფს ელემენტარული ადამიანური პირობებისათვის აუცილებელ საშუალო შრომით ანაზღაურებას.

  • კლიმატის ცვლილების გადალახვა

კაცობრიობისათვის ყველაზე დიდი საფრთხე კლიმატის ცვლილებაა. ახლავე თუ არ ვიმოქმედებთ, პლანეტის მომავალს უდიდესი საშიშროება ემუქრება. ჩვენ გვინდა, რომ ევროპა კარგი მაგალითი გახდეს დანარჩენი მსოფლიოსათვის, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედებაში და ამბიციური საერთო ევროპული ენერგეტიკული პოლიტიკით იხელმძღვანელოს. გულდასაწყვეტი კოპენჰაგენი კონფერენციის შემდეგ (ეძღვნებოდა ეკოლოგიურ პრობლემატიკას მთარგმნ.შენიშვნა), ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას მსოფლიო მასშტაბის შეთანხმების მისაღწევად, ემისიათა 30%-მდე შემცირების მიზნით.

მდგრად ეკოლოგიურ განვითარებას შეუძლია სამუშაო ადგილების წარმოქმნაც და პლანეტის გადარჩენაში წვლილის შეტანაც.

  • ენერგომომარაგება

ბუნებრივი გაზის კრიზისი საგანგაშო სიგნალი იყო. ევროპა ვალდებულია შეამციროს თავისი სხვაზე ენერგოდამოკიდებულება და დაძლიოს ენერგორესურსების სიმცირე. ამის საპირისპიროდ, ევროპის კავშირი საკუთარ ენერგოსაჭიროებათა 50%-ის იმპორტირებას ახდენს. 2030 წლამდე ეს წილი შეიძლება 70%-მდე გაიზარდოს. ჩვენ გვსურს ამ მიმართულებით ევროპის ძირითადი შესაძლებლობების გაფართოვება და ენერგომომმარაგებელ აქტორთა დივერსიფიკაცია.

ევროპამ ინვესტიცია უნდა ჩადოს ეკოლოგიურად მისაღები, ფინანსურად მოსახერხებელი და განახლებად ენერგიის განვითარებაში, რომელსაც თავისივე ტერიტორიაზე გამოიმუშავებს.

  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა

ჩვენი მოტივაციაა ევროპა ცხოვრებისათვის მეტად ხელსაყრელი გავხადოთ, კეთილდღეობა დავამკვიდროთ. წლების განმავლობაში ჩვენმა წარმატებებმა მილიონობით ადამიანის ცხოვრების ხარისხი ბევრად გააუმჯობესა. ჩვენ დავაწესეთ მკაცრი კანონები საბავშვო საქონლის უსაფრთხოებისა, ქიმიურ თუ სხვა ჯანმრთველობისთვის საშიში ნივთიერებების გამოყენების აკრძალვის შესახებ. ჩვენ მივაღწიეთ, რომ საკვები უფრო სუფთა და უსაფრთხოა, ხოლო სატელეფონო საუბრები მეტად მოსახერხებელი. გავაუმჯობესეთ სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით გადამაადგილებელთა უფლებები.

ჩვენ გვინდა მივაღწიოთ  უსაფრთხო და სამართლიან ევროპას ყველასთვის.

 

  • თანაბარუფლებიანობის მხარდაჭერა

S&D-ის ფრაქციის დამსახურებით, მიღწეულ იქნა არსებითი პროგრესი, ქალებისა და მამაკაცების რეალური თანაბარუფლებიანობის, მათ შორის თანასწორობის დამკვიდრებაში, მაგრამ საბოლოო შედეგამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ჩვენ ვართ სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა ხელფასებს შორის სხვაობის წინააღმდეგ მოქმედების ავანგარდში, ვითხოვთ, უკეთესი განათლების შესაძლებლობასა და უფლებებს (ორივე სქესისთვის). ჩვენ მოვითხოვთ ევროპის კავშირისგან გენდერული, რასისტული და ჰომოფობიური ძალადობის აღკვეთას, შეჩერებას. ჩვენ გამოვდივართ ადამიანებით ვაჭრობისა და სექსუალური ექსპლუატაციის საბოლოოდ დასრულების მოთხოვნით.

ჩვენ გვსურს ევროპა შევიწროვებისა და დისკრიმინაციის გარეშე.

  • მოქნილი მიგრაციის პოლიტიკის განვითარება

მიგრაცია ერთ-ერთი გადამწყვეტი გამოწვევაა ევროპისათვის. იმისათვის, რომ შემდგომში მიგრაციამ სარგებელი მოიტანოს, აუცლებელია ვიზრუნოთ მისი ეფექტური ფუნქციონირებისა და ამ სფეროში ნამდვილი რეფორმების განხორციელებაზე. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სოფელში. ადამიანები ტოვებენ ქვეყნებს, საიდანაც წარმოშობით არიან, ახალი საცხოვრებელი გარემოს, სამშობლოს ძიების მიზნით. ჩვენ ვისურვებთ საზოგადოებას, რომელიც იამაყებს თავისი დემოკრატიული ტრადიციებით და ამავდროულად, სხვებთან კავშრის საშუალებით გამდიდრებისთვის, ღია იქნება იქნება უცხო კულტურებისათვის.

თანაცხოვრებისგან სწავლა ნიშნავს თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ყველასათვის

  • ევროპის როლის ზრდა მთელ მსოფლიოში

ძლიერი ევროპა ყველაზე კარგი გარანტია უკეთესი მომავლისათვის. ჩვენ გვსურს ევროპა, გლობალური ხედვით, რომელიც გზის მაჩვენებელი იქნება მთელი მსოფლიოსთვის და ამასთანავე, სრულად შეასრულებს საკუთარ მოვალეობებს. გვსურს ურთიერთობების გაღრმავება პარტნიორ სახელმწიფოებთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაეროს რეფორმირებასა და ვემხრობით საერთაშორისო განიარაღებას.

ჩვენ გვსურს, რომ ევროპა მთელ მსოფლიოში სიღარიბის აღმოფხვრაზე მუშაობდეს. ამგვარ გლობალურ დღის წესრიგს ვუყენებთ ევროპას.

  • მოქალაქეთა უსაფრთხოების დარღვევისგან დაცვა

გლობალიზებულ სამყაროში უსაფრთხოების შებღალვა სახელმწიფო საზღვრებს გასცდა. ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული და ექსტრემიზმი საერთაშორისო საშიშროებად იქცა. თუ გვაქვს სურვილი, რომ ამგვარ აქტებზე ჩვენი პასუხი შედეგიანი იყოს, საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივად უნდა იმოქმედოს. ჩვენ გვსურს პოლიციის, იუსტიციიისა და უშიშროების სამსახურთა საერთო ევროპულ დონეზე თანამშრომლობა გავაძლიეროთ, რათა ტერორიზმი და ორგანიზებული დანაშაული ეფექტურად დავძლიოთ.

ჩვენ გვსურს უსაფრთხო სამყარო ყველასათვის

  • ადამიანის უფლებათა დაცვ

ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა გახლავთ ევროპის კავშირის ფუნდამენტური ღირებულებები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპა ვალდებულია გამოიყენოს საკუთარი ძალაუფლება, რათა დაიცვას უფლებაშებღალული ადამიანები, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვრებს მიღმა.

ჩვენ გვსურს ევროპამ თავისი მსოფლიო ძალა ადამიანის უფლებათა დარღვევის წინააღმდეგ გამოიყენოს.

  • გლობალიზაცია

ჩვენ გლობალური ცვლილებების დროში ვცხოვრობთ, რომელიც ამავდროულად, უზარმაზარი შანსების ეპოქაც გახლავთ. დღევანდელ მსოფლიოში, ყველაფერი ერთმანეთთან გადახლართულია, არც ერთ ქვეყანას პრობლემათა მარტოდ გადაწყვეტა არ შეუძლია. ჩვენ ვინაწილებთ კრიზისს, გლობალურ პასუხისმგებლობებსა და მოვალეობებს.

ასეთ დროს, როდესაც სამყარო ფინანსურ კრიზისსა და კლიმატის ცვლილებას ებრძვის, ჩვენ ისე, როგორც არასდროს გვჭირდება ძლიერი ევროპა.

 

წყარო:S&D Group in the EU-parliament, rue Wiertz, 1047, Brussels-Graphic design:M2M, 2011, FSC (auf Deutsch)

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*