რევოლუცია უნდა იყოს სოციალური!

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

       არ არის საკმარისი რომ ნეოლიბერალი თაღლით-ავტოკრატი სააკაშვილი შეცვალოს რომელიმე სხვა ნეოლიბერალმა, რომელიც ბანდიტების ერთ კლანს მეორე კლანით ჩაანაცვლებს.

       არ არის საჭირო რომ 'დემოკრატიის' ნიღაბს აფარებულ ყაჩაღებს ჩაუვარდეთ ხელში ძალაუფლება.

      2003 წელს ქართველი ხალხის გულწრფელი გულიწყრომა ნეოლიბერალებმა გამოიყენეს და რევოლუცია მოიპარეს.  მას მერე გაათმაგდა უფსკრული მდიდრებს და ღარიბებს შორის – ათასობით უპოვარი და ღარიბი ადამიანი იღუპება სახელის და გვარის გარეშე დღეს საქართველოში.  ციხეები სავსეა 'უპატრონო' ადამიანებით.  მდიდრების მიერ მიუსაფართა და ღარიბთა ჩაგვრამ ახლა მასშტაბებს მიაღწია.

       საქართველოში არ არსებობს ნამდვილი დემოკრატია – სწორედ იმის გამო რომ ნამდვილი დემოკრატია სოციალური დემოკრატიაა!

       საქართველოში არსებული სისტემა პოლიციურ-კრიმინალური ოლიგარქოკრატიაა, სადაც მმართველი კასტის წევრები ფლობენ ყველაფერს და მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი არაფერს.

       საქართველოში უაზრო პოლიციურ ხარჯებზე განუზომლად დიდი თანხა მიდის და უაღრესად საჭირო განათლების და ჯანდაცვის ხარჯებზე განუზომლად ცოტა.  რიგით ქართველს არ შეუძლია გახდეს ავად.  რიგით ქართველს არ შეუძლია საკუთარ შვილს განალება მისცეს.

       საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ჯანდაცვა – ექიმებს არაფრად აგდებენ.

        საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს განათლება – მასწავლებლებს და რექტორებს სრულიად არაფრად აგდებენ.

        საქართველოში არის მხოლოდ გაბატონებული ბანდიტური ჯგუფის ოლიგარქიული კლასის დამცველი იდეოლოგიური დაწესებულებანი, რომლებიც რეჟიმის იდეოლოგიურ დაცვას ასწავლიან.

        უამრავი უდანაშაულო ადამიანი ციხეშია!

        უამრავი პროფესიონალი დაუსაქმებელია!

        საქართველოში იჩაგრება ყველა რელიგიის, ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველანაირი ორიენტაციის და მსოფლმხედველობის ადამიანი თუკი ის მმართველ კასტას არ ეკუთვნის.   ეს მმართველი კასტა კი მოსახლეობის 1 პროცენტსაც არ შეადგენს.  მის სამსახურში მდგარი 9-10 პროცენტიანი ბიუროკრატია კი იძულებულია უსიტყვოდ შეასრულოს ამ კასტის ნება სურვილი რათა სამუშაო ადგილი არ დაკარგოს.

 

არაბული რევოლუციები სოციალური რევოლუციებია პირველ რიგში.  ისინი გაბატონებული ნეოლიბერალური ავტოკრატიების წინააღმდეგ მიმართული ხალხის გამოსვლებია. 

 

მანამდე სოციალური რევოლუციების ტალღამ სამხრეთ ამერიკა მოიცვა.  ყველაზე კარგი მაგალითი სოციალური რევოლუციის გამარჯვების არის პერუელი ავტოკრატ-ნეოლიბერალის ფუხიმორის რეჟიმის დამხობა.  ფუხიმორიც სააკაშვილის მსგავსად მასობრივად იყენებდა მოსმენებს, შანტაჟს, მოსყიდვას, სიკვდილის ესკადრონებს, პოლიციას, ომს.  ისიც, სააკაშვილის არ იყოს პოპულისტი ნეოლიბერალი იყო.  ისიც იჩემებდა რომ პერუელი ხალხის უმრავლესობამ აირჩია რამდენჯერმე. მაგრამ პერუელი ხალხი აღდგა მის წინააღმდეგ და დღეს ფუხიმორი და მისი რეჟიმის მთავარი პოლიციელი ვლადიმიროს მონტესინოსი ციხეში სხედან.

 

საქართველოში ცხადია აუცილებელია რევოლუცია.  მაგრამ ეს რევოლუცია უნდა იყოს სოციალური – ამ რევოლუციამ შედეგად უნდა მოიტანოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც პოლიციური სახელმწიფოს მაგივრად განათლებას, ჯანდაცვას და სოციალურ პროგრესს წაახალისბეს და დააფინანსებს.

 

ამ მოთხოვნების სრული შესრულების გარეშე რევოლუციას აზრი არ აქვს.  შედეგად მივიღებთ 2003 წლის ფარსს.

 

ასე რომ ხალხი უნდა გამოვიდეს, დადგეს ერთად და ყოველ პოლიტიკოსს მოსთხოვოს სოციალური ცვლილებების მოხდენა.

 

ამის გარეშე რევოლუციას აზრი არ აქვს.

 

რევოლუცია  უნდა იყოს სოციალური!

 

ხალხმა უნდა აიძულოს პოლიტიკოსები რომ რევოლუცია მთლიანად სოციალური გახდეს.

 

თუ არ იქნება სოციალური, ყველას გთხოვთ რომ ვჭამოთ მარწყვი!

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*