რაღაცა გამოჩნდება

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
   ადამიანი იმედით ცოცხლობს, განსაკუთრებით საქართველოში. ზის და ელოდება იმ დროს,როცა „რაღაცა გამოჩნდება“. შეიძლება ფასკუნჯი მოფრინდეს და მას მილიონი დოლარიაჩუქოს, შეიძლება მიშაზე მაგარი გრიშა გამოჩნდეს დაამხოს ის და მის მთავრობაში ვინმეახლობელი იპოვოს სამსახურის დასაწყებად, შეიძლება ამერიკამ გაბედოს და რუსეთს ომი გამოუცხადოს და ა.შ.
 ქართველი კაცი ოსტატია მომავალზე არხეინ ფიქრში, ისევე როგორც ოსტატია წარსულის და აწმყოს გამართლებაშიც _ „ეტყობა ასე გვეწერა!“ „ვიღაცამ დაგვთარსა“, „ბევრი მტერი გვყავს“. „ასეთი ბედი გვქონია“. და ამგვარ კომფორმიზმში გადის ცხოვრებაც. რომ კითხო, რატომ არ მოქმედებს და არ აქტიურობს, ჯერ მოიმიზეზებს, რომ ქვეყანას გმირები აღარ ყავს, მერე იტყვის _ შენ დაიწყე და წამოგყვებიო, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, მაინც ძველ სიბრძნეს დაუბრუნდება _ მოდი მე არ ვიხმაურებ და მერე „რაღაცა გამოჩნდება“. მოკლედ, სწორედ ამგვარ ბრძენ საზოგადოებას ვკადრებთ და დავანახებთ თუ კონკრეტულად რა შეიძლება გამოჩნდეს უახლოეს და დიდი ალბათობაა შორეულ მომავალშიც თუ დრევანდელი ხელისუფლება ამ იმედით მაცხოვრებელი ხალხის ფონზე გააგრძელებს არხეინად სუფევას.
Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*