პროტესტი, რა სტუდენტის საქმეა???

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

            შეკიკითხვა: არის თუ არა სტუდენტი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი? არის თუ არა სტუდენტი აქტიური მოქალაქე? საქართველოში თუ სხვაგან?.  

ასუხი:
საქართველოში არა!

             
რა სტუდენტის საქმეა პროტესტობანა და აქციობანა, წადით სახლში, სწავლას მიხედეთ, ამათ დამიხედეთ, ნაძირლები, თქვენ ვის რა უნდა ელაპარაკოთ, დაღუპულია საქართველო თქვენს ხელში, არაფრის მაქნისებო” 

               ასეთი
შეძახილები მოჰყვა ჩვენს აქციას, სახელწოდებით არა ძალადობას! არა მილიტარიზმს! რომელიც სტუდენტების თვითორგანიზებული ჯგუფისლაბორატორია 1918”-ის სახელით ჩატარდა, აქციაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 50-60-მა სტუდენტმა.რატომ 26 მაისს, რატომ დამოუკიდებლობის დღეს?

              აქციის შინაარსი ამგვარი გახლდათ: “თვითორგანიზებულ სტუდენტთა ჯგუფი ლაბორატორია 1918 გმობს ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობასა და დარბევას. პროტესტულად განწყობილი ხალხი არ უნდა გახდეს ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტი და რეპრესიულპოლიციური სახელმწიფოსა და ოპოზიციის ავანტიურისტული მანიპულაციების მსხვერპლი. ჩვენ პროტესტს ვუცხადებთ ამგვარ სიტუაციას, ძალადობას, მილიტარიზმს.”

               არ გეგონოთ, რომ მშვიდობიანი მსვლელობის მოწყობა ძალიან გაგვიადვილდა. ზუსტად 11 საათზე, 26 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის კიბეებთან შევიკრიბეთ. მაშინვე შევნიშნეთ თვითმმართველობის სანაქებო წევრები, სტუდენტები, “ჩვენნაირები”, რომლებიც ცალკე კუთხეში იყვნენჩაცუცქულებიდა ჩვენს დანახვაზე მაშინვე სიცილი აუტყდათ, ალბათ ფიქრობდნენ ამათ რით ვერ მოისვენესო!

               მაშინვე გამოცხადდა მობილიზაცია, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლები, თავიანთი უფროსით, რამდენიმე წამში გარეთ გაჩდნენ, ( უკვე სახეებზე გვცნობენ) დაზვერეს სიტუაცია და ბოლოს გვთხოვეს, კიბეებზე ნუ დგახართ, ქვემოთ ჩაიწიეთ, აქ მოძრაობას აფერხებთო (თითქოს სასწავლო პროცესი ჩავშალეთ, დღეს ხომ დასვენების დღეა, დაუმოუკიდებლობის დღე!)Mმე, სტუდენტს მთხოვეს საკუთარი უნივერსიტეტის კიბეზე ნუ დგახარ ქვემოთ ჩაიწიეო! მშვიდად წყნარად ავუხსენით რომ ცოტა ხნით გავჩერდებოდით და შემდეგ დავტოვებდით ჩვენი უნივერსიტეტის ტერიტორიას, ალბათ ეშინოდათ ახლა შიგნით შემოსვლაც არ მოინდომონო, კიდევ კარგი კამერა არ გვქონდა თორემ, არც კი გაგვაჭაჭანებდნენ! უნივერსიტეტი ხომსაჯაროდაწესებულებაა : ) (კამერებისთვის და ჟურნალისტებისთვის არა)!

               ცოტა
ხანს უნივერსიტეტის კიბეებთან გავჩერდით, და შემდეგ დავიძარით პარლამენტის შენობისკენ! ჩვენი ლოზუნგები ამგვარად ჟღერდა :

            არა ძალადობას, არა მილიტარიზმს!!!

            მოძალადე ხელისუფლებავ და ავანტიურისტო ოპოზიციავ, თქვენ ხართ ნაგვები!

            No to military, No to
violence, No to authoritarian regime!!!

 
 
         სკეპტიკურად არ ვარ განწყობილი, თუმცა გულახდილად გეტყვით, გული მეტკინა როდესაც ჩვენს მიმართ უარყოფითი შეძახილები ისმოდა, ზოგი მოდიოდა დაგვეჩხუბებოდა”, ვინ არის მოძალადე და მილიტარისტიო, ვინ არის ნაგავი და ნაძირალაო, თქვენ ხართო, სტუდენტებიო, ამდენ ხანს სად იყავითო, სად არის თქვენი ძალაო! აი ძალა, სტუდენტებმა გაიღვიძეს, თუმცა ვინმემ დაინახა?   იყვნენ
მხარდამჭერებიც, და არცთუ ისე ცოტანი, გვეთანხმებოდნენ რომ ხელისუფლებაც და ავანტიურისტი ოპოზიციაც ერთი ნაგავია! (იფიქრებთ უხეში გამონათქვამიაო, გულიდან მოდის მეგობრებო, სტუდენტები ვართ ახალგაზრდები, სიტყვების გალამაზებას არ დავიწყებთ, რასაც ვფიქრობთ, იმას ვამბობთ)

            განსაკუთრებით აქტიურობდნენ უცხოელი სტუმრები, მოდიოდნენ, აინტერესებდათ რა ხდება, რას აპროტესტებთ ახალგაზრდებიო, (ქართული საზოგადოების ნაწილი კი ხელისჩაქნევით ჩაგვივლიდა ხოლმე დრო და დრო) მოსწონდათ ჩვენი შემართება და აქტივობა. განსაკუთრებით დაინტერესდა ერთი უცხოელი ახალგაზრდა, იანი, თავისუფალი ჟურნალისტი, რომელიც კამერით იყო შეიარაღებული და მთელი აქციის განმავლობაში არ გვშორდებოდა! იგი მომსწრე გახდა გუშინდელი მოვლენების, იმყოფებოდა აქციის ეპიცენტრში, საკუთარი თვალით ნახა თუ როგორ დაარბიეს მიტინგი, და როგორ უსწორდებოდნენ ხალხს! საბედნიეროდ მასთან გამოლაპარაკების საშუალებაც მქონდა, გამიხარდა რომ ასე დადებითად გვაფასებდა, ისიც კი მითხრა თქვენ ხართ საქართველოს მომავალი, არაუშავს თუ ახლა ათასობით არ ხართ, გაძლიერდებით და თქვენს ქვეყანასაც ეშველება, ვიცი როგორც გიჭირთ ამგვარ მილიტარისტულ, ტოტალიტარულ რეჟიმსა და უსამართლობაში ცხოვრება და ყველაზე დასაფასებელია, იმას რასაც აკეთებთო!

               აქვე
დავსძენ იმასაც, რომ ჩვენმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი არ გამოიწვია ქართველ ჟურნალისტებში, არც ერთი ტელევიზიის წარმომადგენელი არ შეგვინიშნავს.

               პარლამენტს რომ  მივუახლოვდით შესასვლელთან შევნიშნეთ კამერები, გიგი წერეთელი და  ნუგზარ წიკლაური აძლევდნენ ინვერვიუს ჟურნალისტებს, (ტელევიზიების სრული შემადგენლობით : ))) ) ჩვენმა
გამოჩენამ მღელვარება გამოიწვია, არ ესიამოვნათ მსგავსი შინაარსის პოსტერების დანახვა, ალბათ არც ელოდნენ მსგავს ქმედებას ახალგაზრდებისგან

               არ გატყუებთ ჩემი ყურით მოვისმინე რა გვითხრა ბატონმა გიგი წერეთელმა. შევეცდები ზუსტი ციტირება მოვახდინო: (აგრესიულად) “თქვენ რაღაც აქციებს აწყობთ ფეისბუქებით, მე თქვენ გეუბნებით, დამიჯერეთ, არ გინდათ, წადით სახლებში, სტუდენტები ხართ და ისწავლეთ, ეგ არის თქვენი საქმე!” რაც მის აზრს გუშინდელი ამაზრზენი ფაქტის შესახებ, მან მარტივად გვიპასუხა, ჩემს მეგობარ სანდროს მიმართავდა: “შენ არ ხარ ბიჭი, ხომ ჩხუბობ ხოლმე? მე შენხელა რომ ვიყავი ვჩხუბობდი, ძალიან ბერჯერ მიჩხუბია, ხოდა გაიგეთ, ხან ჩხუბი იქნება აქციაზე, ხან რა ხან რა… “

               ის აღარ დააყოლაპატარა ჩხუბისგამო 2 ადამიანი რომ დაიღუპა

 

            დღეს
ჩვენ ვიზეიმეთ დამოუკიდებლობის დღე, იქ სადაც გუშინ 2 ადამიანი მოკლეს! დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს მოიულოცა ეს დიადი დღესასწაული და ამაყად განაცხადა, რომ ვერავინ და ვერაფერი აღუდგებოდა ამ ღონისძიების ჩატარებას, განსაკუთრებით კი მოღალატეები! (ხალხი რომელიც დაარბიეს, დახოცეს, სცემეს და ააორთქლეს, მოგეხსენებათ, რამდენიმე ადამიანი ჯერაც იძებნება)

             მე მეამაყება, რომ დღეს 26 მაისს ვიდექი ჩემი მეგობრების, სტუდენტების, განათლებული და შეგნებული ახაგაზრდების გვერდით, რომლებსაც ვერაფერი შეაშინებთ და ვერაფერი აღუდგებათ წინ! ჩვენ დღეს არ ვზეიმობდით დამოუკიდებლობის დღეს, დღეს ჩვენ ვწუხდით იმაზე რაც მოხდა გუშინ! ვწუხდით რომ დაიღუპა 2 მოქალაქე, და ვწუხდით იმაზე, რომ ხალხი დღეს აღლუმზე ზეიმობდა……..   რაღაცას! …  დამთავრდა დუმილი, უმოქმედობა

ჩვენ
აღარ გავჩერდებით!

 

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*