პრაგმატული პოლიტიკა:რადიკალიზმი

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

რადიკალიზმი და პრაგმატულობა ერთი შეხედვით შეუთავსებელი ცნებებია, პირველი ასოცირდება დაპირისპირებასთან, დაძაბულობასთან და ხშირად, ძალადობასთან,  მეორე კი  ზომიერი მოქმედებების, შედეგზე ორიენტაციისა და მოლაპარაკებების აპოლოგეტიკაა. მაგრამ სინამდილეში, უფრო სწორად, ჩვენს სინამდვილეში ,  აღმოჩნდა რომ რადიკალიზმი მეტადაა შედეგზე ორიენტირებული, ვიდრე პრაგმატულობა,, მაგ. თბილისში «გრეჩიხამ» მოუგო სააკაშვილს მიუხედავად გაყალბებისა,  ხოლო გაყალბების გარეშე(უშუალოდ ხმების დათვლის გაყალბებაზეა ) ალასანიამ წააგო არჩევნები უგულავასთან. .., გასაგებია , ქართული  რადიკალიზმი შედეგზეა ორიენტირებული.  რა ხდება ამ დროს? მიუხედავად წარმატებებისა, ნებისმიერი ქართველი «რადიკალი», იქნება ეს ლევან გაჩეჩილაძე თუ ეკა ბესელია, საბოლოოდ მაინც ამბობს, ჩვენი მიზანიდიალოგიადა სულაც არ ვართ რადიკალებიო.მოკლედ ვისი ვისაშია ვერ გაიგებ.

 

რა შეიძლება გააკეთონ ამ დროს ორგანიზაციებმა, ჯგუფებმა, პარტიებმა თუ უბრალო მოქალაქეება, რომლებსაც, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად სჯერათ იმის, რომ საქართველოში ერთი ხელის მოსმით, ნეოლიბერალური სადღეგრძელობით და ძახილით, საქართველო მეორე სინგაპურიაო, სუპერსახელმწიფო აშენდება , რა გზა შეიძლება აირჩიოს ამ ხალხმა? უნდა ვაღიაროთ, ალტერნატივები არცთუ სახარბიელოა : გადაქცევა  რადიკალურ მარგინალებად, ვინც ფორუმებიდან და ბლოგებიდან შეუტევენ სისტემას ან  წესიერ პრაგმატიკოსებად, ვინც მესამეხარისხოვან პრობლემებზე ისაუბრებენ და პარლამენტში თუ ვერ მოხვდებიან, გრანტებზე მაინც იმუშავებენ.

 

არჩევანი არც საინტერესოა და  არც  მიმზიდველი , მით უმეტეს თუ «ახალგაზრდული»  იდეების  გამოგიტყდება   გრანტების მოსაპოვებლად   მესამეხარიხოვან ევროპულ პრობლემებზე საუბარი  და  კომპიუტერის  ლომად გადაქცევაც არ გსურს, რადგანაც ეს შეიძლება დროებით კარგი გასართობი იყოს, მაგრამ რეალურად მორალური კმაყოფილების გარდა არაფრის მომტანია.

 

რჩება ერთადერთი ვარიანტი :  ჩვენ რადიკალებად უნდა ვიქცეთ. ხო, ზუსტად, რადიკალებად, რადგანაც დღეს  პრაგმატულობა სწორედ რადიკალიზმია. იმისთვის, რომ  ეს არ იყოს მხოლოდ ცარიელი სიტყვები, საჭიროა დავუბრუნოთ რადიკალიზმს ის მნიშვნელობა, რასაც მას მარქსისტული ტრადიცია ანიჭებს .  არ გინდათ მარქსისტული?კარგი , მაშინ მე-19 საუკუნის განმანათლებლური ტრადიციიდან ამოვიდეთ : რადიკალიზმი უნდა ემყარებოდეს ნებისმიერი მოვლენის სიღრმისეულ ფუძისეულ ახსნას და მისი ცვლილების გამომდინარეობას სწორედ მისი სიღრმისეულობიდან (то есть радикальное – это проникающее до корней, до сути явления, до основ – и потому потрясающее основы. http://screen.ru/Tarasov/introduction.htm), შეიძლება,  დედის გინებით სავსე წერილი დაწერო, მაგრამ ნორმალურ ენაზე  გადმოთარგმნისას  აღმოჩნდეს რომ ის საერთოდ არაფერის. მეორე მხრივ, შესაძლოა ძალიან აკადემიური და რთული ნაშრომი დაწერო, რომელიც თავისი რადიკალიზმით გაცილებით უფრო შორს წავიდეს, ვიდრე  უსისტემო, თეატრალიზირებული  ლანძღვაგინებები.

 

ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-60 იან წლებში ფრანკფურტის სკოლის ირგვლივ გაერთიანებულმა ჭკვიანმა ძიებმა აღმოაჩინეს, რომ არსებული კაპიტალისტური სამყაროს სოციოლოგია, ფილოსოფია და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები კი არ სწავლობენ საზოგადოების პრობლემებს, არამედ, პირიქით, თავად ქმნიან  მათ და სწორედ ამის უნიჭო გამოძახილია დღევანდელ საქართველოს მეინსტრიმული პრობლემები, რომლებიც დეისაძის წიგნის, რუსული საფრთხის და ვიქტიმიზაციის ირგვლივ ტრიალებს, და საერთოდ ვერ ამჩნევს იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში.

 

ასევე მნიშვნელოვანია  პრაგმატიზმის ვულგარული გაგების მოშორებაც. ჩვენ უკვე გვყავს «პრაგმატული» პარტიები, მაგ. ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ყოველი არჩევნების წინ სოციალისტურია (უფრო სწორად, აპრისტულია, ლათინოამერიკული  გაგებით), შემდეგ კინეოლიბერალი. მეორე.  ლეიბორისტული პარტიაა, რომელიც ეროვნულჯიგრულმართლმადიდებლური ყაიდის სოციალიზმს აწვება (მერე რა, თუ ამის გაგონებაზე, ვანო ზოდელავას გენიალური აზროს ინტეპრეტირება რომ მოვახდინოთ, მარქსი და ენგელსი რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, საფლავში გადაბრუნდებოდნენ). ეს გზა არსებითად კატასტროფული იქნება ნებისმიერი მომავალზე ორიენტირებული მემარცხენე მოძრაობისთვის. ერთიც არის, მეგობრებო. ამაზე მეტად მარგინალურები უბრალოდ ვერ ვიქნებით. ასე რომ, სულაც არ არის პრობლემა, დავიწყოთ დასაწყისიდან.   მარგინალიზმი დროებითი მოვლენაა, თუ მას სწორ სტრატეგიაში მოაქცევ. სხვაგვარად, ვინ წარმოიდგენდა, რომ  1895 წელს რუსეთში. ნახევრად ველურ და ღრმად კლერიკალურ სახელმწიფოში გაჩნდებოდა სოციალისტური იდეები და 30 წლის შემდეგ მოახდენდა რევოლუციას, რომელიც შეცვლიდა სამყაროს(შედეგები თავად რუსეთში სულ სხვა საუბრის თემაა)

 

მას  შემდეგ, რაც მოხდება რადიკალიზმის და პრაგმატიზმის შერწყმა ადეკვატურ  რეალ პოლიტიკაში, და არა ისეთში, რომელიც გამომდინარეობა ევროპული რეალობებიდან. აქტუალური ხდება თემა, თუ ვინ უნდა იყოს ის ძალა,  რომელიც ავანგარდში ჩაუდგება ცვლილებებს.

 

პირადად მე  ასეთ  ძალად მესახება ახალგაზრდობა და ის  ახალგაზრდა მემარცხენეები  , თუ პროტესტანტები, ვისაც ეჭვი ეპარებათ ახალი ქართული ოცნების ქალაქის ფორმირებაში.  ვის უნდა დაეყრდნონ ეს ახალგაზრდები? უკაცრავად, მაგრამ გამზადებული რეცეპტები არ არსებობს. მხოლოდ პრაქტიკაში გამოჩნდება ახალი ქართული მემარცხენეობა. ის მაინც  უნდა განასხვავებდეს მას ახალი ქართული მემარჯვენეობისგან რომ დეტერმინიზმი იყოს  აცილებული . არამატო ახსნა და ანალიზი არამედ   ზრუნვა იმაზე, რომ რამე შეიცვალოს.

 

P.S. როდესაც პირველად გავავრცელე  ეს სტატია , ერთმა მემარცხენე  ლიბერალმა  მომწერა , შენთვის გადარჩენა რადიკალური ჯგუფების შექმნა, ჩემთვის მედიის გაძლიერებაო. სწორედ ასეთი სტერეოტიპებისგან თავის დაცვაა რეალურად მემარცხენეობის მთავარი ამოსავალი  წერტილი. რამდენიც არ უნდა  ვიყვიროთ ასეთი ლოზუნგები ,შეძახილით არც გახმება და არც მედია გახდება თავისუფალი.

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*