პატრიარქოფობია და “ნეოლიბერალი წმინდანები” საქართველოში

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

       ბოლო ხანებში ქართულ ლიბერალურ პრესაში გახშირებულია თავდასხმები ქართული ეკლესიის ლიდერზე, ილია მეორეზე.  ცხადია, დემოკრატიული დისკურსის ნაწილია ნებისმიერი ინსტიტუტისა თუ ლიდერის კონსტრუქციული კრიტიკა.  თუ ამ კრიტიკას საზოგადოება პროგრესული ცვლილებების მიმართულებით მიჰყავს, მაშინ ეს ნამდვილად მისასალმებელია.  თუკი პირიქით, შუა საუკუნეებში დაგვაბრუნებს, შეიძლება ითქვას რომ ის კონკრეტული პოლიტიკური ინტერესითაა მოტივირებული.  რამეთუ სიბნელე ყოველთვის სერიოზული იარაღია მმართველი კლასების არსენალში, რომლის საშუალებითაც ისინი უბრალო ადამიანების მანიპულირებას ახდენენ.

       საინტერესოა ქართველი ლიბერალი და ნეკონსერვატორი ავტორების ნაწერების დეკონსტრუქცია ამ მიმართებით.  ორთავე ჯგუფიერთის მხრივ სააკაშვილის მომხრე ქართველი ნეოკონსერვატორები და მეორეს მხრივ მისი კონსტრუქციული ოპოზიცია, ლიბერალები საკმაოდ დიდ ადგილს უთმობენ ქართული ეკლესიის კრიტიკას.  მათივე განცხადებითისინი ამას ადამიანის უფლებების და სეკულარული სახელმწიფოს დამკვიდრების პოზიციიდან აკეთებენ.  აპრიორულად მივიღოთ ეს განაცხადი და აქედან დავიწყოთ ანალიზი.  საინტერესოა, რამდენად თანმიმდევრულები არიან ეს ადამიანები საკუთარი კრიტიკისას.

       ორი აზრი არ არის რომ რელიგიური ფუნდამენტალიზმი და ნებისმიერი ტიპის ფობია საზოგადოებისათვის მეტად მავნებელი ფაქტორია. ადამიანების ნებისმიერი ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული ფობიები საბოლოო ჯამში კულტურული ძალადობის ფორმებია.  არ უნდა დაგვავიწყდეს რომ უმრავლესობის ფობია ისევე ცუდია როგორც უმცირესობისდა ეს სიძულვილი არც პატრიარქის მიმართ უნდა იყოს მიმართული და არც ნებისმიერი სხვა ეკლესიის წარმომადგენლის.  აგრეთვე ისიც გასათვალისწინებელია რამდენად სამართლიანია კრიტიკა და ემსახურება თუ არა ის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს.   

       პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორის, ქრისტოფერ გარსესის ნაშრომში, “ნეოლიბერალი წმინდანებიკარგად არის წარმოჩენილი ეკვადორის ერთერთი ლიბერალური სამწყსოს ოპუს დეის ქმედებები.  ქრისტოფერ გარსესის თქმით, ოპუს დეი ამ შემთხვევაში მთლიანად ნეოლიბერალური პოლიტიკური ელიტის ინტერესებს გამოხატავს და რელიგიურ მოძღვრებასაც მთლიანად არგებს თანამედროვე კაპიტალისტურ წყობილებას.  ანუ ხდება რელიგიური პრინციპების მორგება არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეალობაზედა თუ ეს რეალობა მოითხოვს თვით დოგმებიც კი იცვლება.   ახალი, ნეოლიბერალური ოპუს დეის მოძღვრების თანახმად ადამიანის დამონება და დაჩაგვრა, თუ ეს კაპიტალიზმის ინტერესების გათვალისწინებით ხდება სრულიად მისაღებია ქრისტიანული მორალისათვის.  ის ვინც ოლიგარქიულ კაპიტალიზმს კარგად მოემსახურება, ‘ნეოლიბერალი წმინდანიხდება.

       ლათინური და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური წყობით ძალიან გვანან დღევანდელ საქართველოს ძირითადად ოლიგარქიები მართავენ და ამ ოლიგარქიების სამსახურში დგას ადგილობრივი საეკლესიო ისტაბლიშმენტი.  თუმცა, კათოლიკურ ეკლესიაში არის გამორჩეული ნაწილი, რომელიც თავსგანთავისუფლების თეოლოგიისწარმომადგენლებს უწოდებსმათი ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი არქიეპისკოპოსი ოსკარ რომერო სალვადორში სიკვდილის ესკადრონებმა ჩაცხრილეს 80-იანი წლების დასაწყისში. Mმას მერე ოლიგარქიული ინტერესების დამცველმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა, რომლებსაც სიკვდილის ბრიგადებს უწოდებენ ბევრი კათოლიკე სასულიერო პირის თუ მონაზვნის ცხოვრება შეიწირეს.

       1998 წელს გვატემალაში ეპისკოპოსმა ხუან გერარდიმ გამოიძია სიკვდილის ესკადრონების მიერ ჩადენილი დანაშაულებები.  მისი გამოძიების დამთავრებიდან ორ დღეში ისიც მოკლეს.  აღმოჩნდა რომ მის სიკვდილზე პასუხილმგებელი სამხედრო რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ. კათოლიკურ ეკლესიაში საკმაოდ ბევრი რელიგიური მოღვაწე აღმოჩნდა, რომელმაც არ მიიღო ოლიგარქიული კაპიტალიზმის თამაშის წესებიმათთვის ყველასთვის ერთი წამალი იყო გამოწერილიტყვია.

ეს იმას ნიშნავს რომ რომის ეკლესიაში მხოლოდნეოლიბერალი წმინდანებიარ არიან და მრავალი პროგრესული სასულიერო მოღვაწეც არის.  თუმცა ოლიგარქიული ქვეყნების პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ხშირ შემთხვევაში ოპუს დეის მსგავს ორგანიზაციებს მფარველობდა, რადგანაც ისინი მათს სიმდიდრეს შესაბამისი რელიგიური დოქტრინით იცავენ.   ოპუს დეის დანიშნულება ბევრ ქვეყანაში სწორედაც რომ დანაშაულებრივი რეჟიმების გამართლებააძალადობაზე და უთანასწორობაზე დამყარებული სისტემის დაცვადა არა მახოლოდ დაცვა, მათი ღვთაებრივად გამოცხადებაც. 

ისიც საინტერესოა, რომ სიტყვა ფუნდამენტალიზმი პირველად ამერიკელმა პროტესტანტებმა იხმარეს საკუთარ თავთან მიმართებაში. ისინი მოდერნისტებთან დებატებში 1920-იან წლებში საკუთარ თავს სწორედ ასე მოიხსენიებდნენ და ამით აცხადებდნენ რომ მათი ზედმიწევნით კონსერვატიული შეხედულებები რწმენისფუნდამენტთანუფრო ახლოს დგას.  ამერიკელი პროტესტანტი ფუნდამენტალისტების ერთი დამახასიათებელი თვისებაა რომ თვალი დახუჭონ სოციალურ უთანასწორობაზე და სიღარიბეზე და ძირითადად ილაპარაკონ ადამიანების პირად ცხოვრებაზე.  ერთერთი ასეთი პროტესტანტულფუნდამენტალისტური რელიგიური დენომინაცია დღესაც საპროტესტო აქციებს აწყობს ავღანეთში და ერაყში დაღუპული ჯარისკაცების სასაფლაოებზე.  ისინი ამ ადამიანების პარანშვიდებზე და დაკრძალვაზე მიდიან და ჯარისკაცების ოჯახებს შეახსენებენ რომ მათი შვილები ღმერთმა დასაჯა იმისათვის რომ ამერიკამ ჰომოსექსუალიზმი ოფიციალურად მიიღო.  საინტერესოა, რომ ამ ფუნდამენტალისტური სექტის წევრებს ის კი არ ანაღვლებს რომ ამერიკელი ჯარისკაცები სხვა ადამიანების სამშობლოში ოკუპანტები არიანმათ იმპერიალიზმი, ეკონომიკური დისკრიმინაცია არ აინტერესებთმათ მხოლოდ ჰომოსექსუალიზმი აღელვებთ.  Dდა ამ პროტესტის ფორმის გამოსახატად მეტად უშნო ფორმას ნახულობენდაღუპული ჯარისკაცების პანაშვიდებზე მათს ოჯახებს საკუთარ შვილებთან, ძმებთან და მეუღლეებთან წყნარად გამომშვიდობების საშუალებას არ აძლევენ და ყველას ერთად ჯოჯოხეთში ერეკებიან.  როდესაც დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა ფუნდამენტალისტურ სექტას უჩივლეს უზენაესმა სასამართომ მათი გამამართლებელი განაჩენი გამოიტანასიტყვის თავისუფლების გამოხატულებად იქნა მიჩნეული მათი სრულიად გაუგებარი აქციები სასაფლაოებზე.  მე როგორც მწერალი ცხადია ვთვლი რომ სიტყვის თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს, თუმცა ამ ფუნდამენტალისტების სექტის ქმედებების გაგება მაინც მიჭირს.  მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ იმპერიალიზმი საერთოდ არ აწუხებთ.   ცხადია, პროტესტანტულ ეკლესიებსაც ბევრი პროგრესული მოღვაწე ახსოვსმარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორიდან დაწყებული და ჯესი ჯექსონით დამთავრებული. ანუ აქაც არ არის ერთგვაროვნება.  ამიტომაც ნებისმიერ ეკლესიაზე მსჯელობისას სასურველია დასახელებულ იქნას კონკრეტული სასულიერო მოღვაწის და დენომინაციის სახელი.  ეს იმისათვის რომ მთელს რელიგიას არ მიეწეროს ის, რასაც მისი ცალკეული წარმომადგენლები აკეთებენ.

დიახაც, დასავლეთში დღეს ფუნდამენტალიზმი მძვინვარებსმას ხან ოპუს დეის ფორმა აქვს, ხანაც პროტესტანტულევანგელისტური დენომინაციების.  ეს ფუნდამენტალიზმი როგორც წესი ნეოლიბერალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობას იცავს და ღვთაებრივად აცხადებს. სწორედ ამიტომაც არის რომ ბევრი წამყვანი სოციალური მეცნიერი დღევანდელ ეპოქას პოსტსეკულარულ ეპოქად აფასებს და ლაპარაკობს მთელს მსოფლიოში ფუნდამენტალიზმის მოძალებაზე.  პირველ რიგში კი თვით დასავლეთში ბნელი საუკუნეების ტრადიციების აღორძინებაზე, როდესაც ხან ზოგიერთი ფანატიკოსი მღვდელი ყურანს წვავს კოცონზე, ხან კი ადამიანებს მათი ნათესავების დაკრძალვის საშუალებას არ აძლევენ სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო.  თუმცა, ამ დენომინაციებს ერთი საერთო თვისებაც აქვთ:  მათ პრინციპულად არ უნდათ სიღარიბეზე ლაპარაკიეს მათთვის პრობლემა არ არის.  რამდენად ქრისტიანულია ღარიბებისა და გაჭირვებულების ასე დავიწყება და ეკლესიის მდიდართა კლასის წარმომადგენლად ცნობა უკვე სხვა საკითხია.  ამაზე ალბათ თეოლოგები ილაპარაკებენ.  მე უბრალოდ ის მაინტერესებს, რას ფიქრობენ ქართველინეოლიბერალი წმინდანები  ანუ ის ხალხი ვინც ყველაფერ დასავლურს უკრიტიკოდ იღებს და ყველაფერ აღმოსავლურს ავტომატურად სიბნელედ აცხადებს.

ეს ადამიანები, დროს არ იშურებენ რომ პრაქტიკულად ყოველდღიურად არ გაატარონ კრიტიკის ქარცეცხლის ქვეშ ილია მეორე.  მე პირადად ეკლესიური ადამიანი არ ვარ და არ მაქვს პრეტენზია რელიგიური დოქტრინების ზედმიწევნით ცოდნაზე.  მაგრამ შემიძლია დარწმუნებიტ ვთქვა რომ ქართველინეოლიბერალი წმინდანები’ (ქრიოსტოფერ გარსესს რომ დავესესხოთ გამოთქმაში) აშკარად ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ ხშირად.  ორი აზრი არ არის რომ არც ერთი ორგანიზაცია უშეცდომო არ არის და ზოგიერთი ადამიანი მართლმადიდებლობის სახელითაც უამრავ სისულელეს ამბობს.  დიახ, სიბნელე საქართველოშიაც არსებობს.  მაგრამ, ყველაფერი შედარებითია და როდესაც პუბლიცისტები და სოციალური მეცნიერები დღევანდელი დასავლური ფუნდამენტალიზმის პრობლემებს საერთოდ არ ეხებიან და ცდილობენ მათზე საერთოდ არ ისაუბრონ და ამის ხარჯზე ილია მეორე გამოყვანონ რეაქციონერად, ეს აშკარა ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტია.  მხოლოდ ოპუს დეისთან და თანამედროვე პროტესტანტ ფუნდამენტალისტებთან შედარება, რომლებიც პირდაპირ ამართლებენ ძალადობას და სიღატაკეს ნეოლიბერალი წმინდანებისათვის  აშკარად წამგებიანი იქნება და აქედან გამომდინარე ეს ადამიანები ამ საკითხებს საერთოდ არ ეხებიან.  ქართული ფუნდამენტალიზმის მსოფლიო ფუნდამენტალიზმის კონტექსტიდან საერთოდ ამოღება და მისი იზოლირებულად განხილვა ნამდვილად არამეცნიერული და არაობიექტური მეთოდია.  შედარებითი მეთოდი ერთერთი ყველაზე უტყუარი მეთოდია დღევანდელ სოციალურ მეცნიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ.

მე რეალურად ვსაუბრობ დღევანდელ დღეზემაშინ როდესაც სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში უამრავი ფუნდამენტალისტური დოქტრინა მოქმედებს, რომელიც ნეოლიბერალიზმის ძალადობას ყოველდღიურად ამართლებსკარგი იქნება მაგალითებით გვესარგებლა.  იგივე ჯერი ფოლუელის და პატრიკ რობერტსონის მაგალითები, სულ ახლო წარსულიდან ამის დამმოწმებელია.  როდესაც ამერიკას 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედია დაატყდა თავს, პატრიკ რობერტსონმა იმავე დღეს განაცხადა რომ ეს იყო ღვთაებრივი სასჯელი იმ გარყვნილი ცხოვრებისათვის, რომლითაც ეს ქვეყანა ცხოვრობს.  ეს სულ ახლახანს მოხდა.  უფრო მეტიც, ახლანდელი კონგრესის არჩევნებში გასული წლის შემოდგომაზეჩაის მსმელთა პარტიისერთერთმა წარმომადგენელმა, რომელიც ტექსასის შტატში კენჭს იყრიდა და ამავ დროს მოძღვარია (როგორც მე ვიცი მართლმადიდებელი სასულიერო პირები ჯერჯერობით კენჭს არ იყრიან) პირდაპირ თქვა, თუ ამ არჩევნებზე რესპუბლიკურამ პარტიამ არ გაიმარჯვა, ჩვენ იარაღი უნდა ავიღოთ ხელში და ღმერთის სახელით ძალადობით დავამხოთ ობამას ადმინისტრაციაო.  ეს კაცი არც დაუჭერიათ, არც უცემიათ და არც მოუკლავთუფრო მეტიც, მისმა პარტიამპროტესტანტი ფინდამენტალისტების მოძრაობამ წარმომადგენელთა პალატის არჩევნები მოიგო.  საქართველოში 2007 წლის ნოემბერში ადამიანებს დააბრალეს ძალადობისკენ მოწოდება და ამის გამო დამოუკიდებელი ტელევიზია დაარბიეს და დახურეს, უამრავი ადამიანი სცემეს.  ამერიკაში კი ასეთი ფუნდამენტალისტები პირდაპირ აკეთებენ მოწოდებას ხელისუფლების ძალით შეცვლისაკენ და მათ მაინც კანონი იცავს.

პატრიარქის ფობიით დაავადებულ ქართველ ნეოლიბერალ კომენტატორებს ის ავიწყდებათ რომ შედარებითი ანალიზი აუცილებელია ნებისმიერი სოციალური მეცნიერების ნაშრომისათვის და ამავე დროს ნებისმიერი მეტნაკლებად ობიექტური პუბლიცისტური შრომისათვის. ქართული ეკლესიის ნაკლოვანებებზე საუბარი ცხადია საჭიროა, ისევე როგორც ყველა სხვა ინსტიტუტისაზე, მაგრამ ამავე დროს სხვა ქრისტიანულ დენომინაციებთან შედარებაც არ იქნებოდა ურიგო.  მთავრობის მომხრე ნეოლიბერალ ნეოკონებს აგრეთვე რატომღაც მუდმივად ავიწყდებათ ერთი ფაქტი, რომ ქართული ეკლესიის დოქტრინაში ძალადობა არ არის აყვანილი წმინდა ხარისხშიანუ ქართული ეკლესიის დოქტრინა არ ცნობსსამართლიანი ომისთეორიას, რომელიც ნეტარი ავგუსტინეს და თომა აქვინელის მოძღვრებებზე დაყრდნობით კათოლიკურმა და რიგმა პროტესტანტულმა ეკლესიებმა იდეოლოგიის რანგში აიყვანეს და ჯერ კიდევ მე-11 საუკუნიდან მოყოლებული საკუთარ იმპერიალისტურ და დამყრობლურ ომებს, რომელთა მიზანიც რეალურად ყაჩაღობა და ეკონომიკური დოვლათის მოპოვება იყო, ჯვაროსნული ომების სახით მეტაფიზიკური საწყისი მოუძებნეს.  ფრანკფურტის სკოლის წარმომადგენელი, ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსი ვალტერ ბენიამინი ამასღვთაებრივ ძალადობას’ (Divine Violence) უწოდებს თავის ნაშრომშიძალადობის კრიტიკა’.  დიახაც, ბევრი სხვა ქრისტიანული ეკლესიის დოქტრინაში ძალადობა გამართლებულია, რაც აშკარად პოლიტიკური ზეწოლის შედეგია.  ადრე ეს ფეოდალური წყობილების მიერ იყო ინსპირირებულიცხადია კონსტანტინედან დაწყებული და ავსტროუნგრეთის იმპერატორით დამთავრებული ყველა იმპერიის მეთაურს მორჩილი რელიგია სჭირდებოდა.  სწორედ ამ პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით რელიგიური დოქტრინების ცვლილებები ხდებოდა. ასეთი ცვლილებები რუსეთის ეკლესიაშიც მომხდარა და ბევრ სხვა ქვეყანაშიაც.  ქართული ეკლესია პოლიტიკურ დაკვეთებს სხვადასხვა მიზეზის გამო (ალბათ ერთერთი ისაა რომ საბედნიეროდ ძლიერი და ავტორიტარული იმპერია პრაქტიკულად არასდროს გვქონია) ძალიან იშვიათად თუ იღებდა.  აქედან გამომდინარე ქართული ეკლესიის დოქტრინაშისამართლიანი ომისცნება, რომელიც პრაქტიკულად ძალადობის
გამართლებაა
არ არის.   მე ვფიქრობ, ეს სერიოზული საკითხია, რომელსაც იგნორირებას უკეთებენ ნეოლიბერალი საეკლესიო კომენტატორები.  ისიც გავითვალისწინოთ, რომ ევროპულიბნელი საუკუნეებისპერიოდში, სწორედაც რომ რომის ეკლესიის ხელმძღვანელობით მილიონობით ქალი, მეცნიერი, ებრაელი და სხვა სარწმუნოების წარმომადგენელი კოცონზე იქნა დაწვული ერეტოკოსობის ბრალდებით.  ასეთი რამ ქართულ ეკლესიაში არ მომხდარათუ ვცდები შემისწორეთ.  კიდევ ერთი შედარებითი ანალიზი:  რუსულმა დერჟავულმა ეკლესიამმამა სერგისავტორი და კაცობრიობის ერთერთი ყველაზე ნათელი მოზაროვნე ლევ ტოლსტოი შეაჩვენა და მას ექსკომუნიკაცია გაუკეთაქართულმა ეკლესიამ კიგანდეგილისავტორი (ბევრმა ფუნდამენტალისტმა ეს პოემაც შეიძლება მწვალებლობად მიიჩნიოს) წმინდანად შერაცხა.  ზოგი შეიძლება ამ ფაქტსაც უარყოფითად უყურებს და სრული უფლება გააჩნია, მაგრამ ჩემთვის აქ დიდი სხვაობაა.

რა თქმა უნდა, მე იმას არ ვამბობ რომ ჩვენ, ქართველები უნაკლონი ვართ და ჩვენს ეკლესიას შეცდომები არ აქვს დაშვებული.  რა თქმა უნდა კიამისათვის კმარა რომ ახლა ნეოლიბერალ წმინდანად მოვლენილი ბასილ კობახიძის წერილიც წაიკითხოთ, როდესაც იგი პატრიარქის თანაშემწედ მუშაობდა, სადაც ის თვით ინკვიზიციისათვისაც შესაშური ზიზღით ლაპარაკობს სხვა დენომინაციების წევრებზე.  ფანატიზმი, რა თქმა უნდა ჩვენს ეკლესიაშიც არის და სიბნელესთან ბრძოლა განათლებით აუცილებელია.  მაგრამ, ამას ჩემი გამოცდილებით უეცრად ტრანსფორმირებულ ბასილ კობახიძეზე ან მეორე ნეოლიბერალ რელიგიურ კომენტატორ ნოდარ ლადარიაზე უკეთესად ზოგიერთი ეპისკოპოსი აკეთებს.  2005-06 წლებში მზრუნველობის გარეშე დარჩენილ ბავშვების დახმარების პროგრამის ფარგლებში საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა მქონდა ბათუმის მთავარეპისკოპოს დიმიტრი შიოლაშვილთან, სწორედ იმ ადამიანთან რომლის წინააღმდეგაც ასე გამალებით იბრძვიან ნეოლიბერალი კომენტატორები.  სწორედ იქ ვნახე, რომ ყოველგვარი პიარისა და რეკლამის გარეშე ბათუმის სამწყსო როგორ ეხმარება ასობით და ათასობით გაჭირვებულ ბავშვს და მათ საკუთარ ხარჯზე სწორედაც რომ სეკულარულ განათლებას აძლევს. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით რომ არ მენახა, შეიძლება არც დამეჯერებინა.  საბედნიეროდ ამ ფაქტის შემსწრე მარტო მე არ გახლავართვინც ბათუმში აღმოჩნდება, მისთვის ადვილია ამ ფაქტების გადამოწმება.  მაგრამ, დღევანდელი რეჟიმი და მედიის ისტაბლიშმენტი ბასილ კობახიძის გაბრაზებულ წერილებსა თუ ნოდარ ლადარიას პროპაგანდას უსმენს და მას არ აინტერესებს ის, რომ დღეს ქართული ეკლესიის წარმომადგენლები შეიძლება მათზე მეტსაც აკეთებდნენ ბავშვების და ახალგაზრდების მკურნალობის, აღზრდის და სწორედაც რომ სეკულარული განათლების საქმეში. ისიც ფაქტია რომ ბათუმსხალთის ეპარქია ბევრ გაჭირვებულს ეხმარება და განკითხვის გარეშე მკურნალობს შიდსით დაავადებულებს.  დიახ, ასეთი სწორედაც რომ სეკულარული აქტი მე ბევრი სახელმწიფო მოღვაწისგან არ მინახავს.  სწორედ ასეთი განათლების მიცემა არის საჭირო იმისათვის რომ

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*