კრიზისი და ლიბერალიზმის დასასრული ცენტრალურ ევროპაში

 ჟაკ რუპნიკი

 ბექა ნაცვლიშვილის თარგმანი (european.ge)

იმ დროს როცა თანამედროვე კრიზისი დასავლეთის კაპიტალისტურ ეკონომიკებს სახელმწიფოს სიქველეების თავიდან აღმოჩენისკენ უბიძგებს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კვლავ ლიბერალიზმის ბოლო ბასტიონებად რჩებიან. როგორც ჩანს მათ ძალიან უჭირთ მისგან გამომშვიდობება. ტოტალიტარული რეჟიმის დასანგრევად, 1989 წლის შემდეგ,  მათ ლიბერალიზმი აირჩიეს. მიუხედავად ამისა ერთმანეთისგან უნდ განვასხაოთ პოლიტიკური ლიბერალები (როგორიც ვლცლავ ჰაველია), რომელთათვისაც ლიბერალიზმი ადამიანის უფლებების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და შესაბამისად დემოკრატიის ფუნდამენტს  წარმოადგენს და ეკონიმიკური ლიბერალები (როგორიც ვლაცლავ კლაუსია), რომლთათვისაც ბაზრის უხილავი ხელიაბსოლუტისტური რეჟიმისბრძანებლური ეკონომიკის დამარცხების  უალტერნატივო საშუალებაა. სახელმწიფო ძალაუფლების მიმართ  ორივეს ერთიდაიგივე მიზანი ამოძრავებდათ. ეკონომიკური ლიბერალები მხოლოდ ვერ ათვიცნობიერებენ, რომ ლიბერალიზმს, როგორც სხვაგან, ისე საფრანგეთშიც, სადაც თანასწორობისკენ თავდაუზოგავი ლტოლვა განკარგავს დღისწესრიგს, ნეგატიური კონოტაცია აქვს. სოციალური საბაზრო ეკონომიკის მოდელის ნაცვლად, მათშოკურ თერაპიასმიმართეს, ანუ ლიბერალიზმსატრიბუტისგარეშე. სავარაუდოდ,  ეს გადაწყვეტილებამესამე გზით  წასვლის წინმსწრებმა, წარუმატებელმა ექსპერიმენტებმა და  სოციალური სისტემის რეფორმირებისთვის მიღებულმა დაუდევარმა ზომებმა განაპირობეს. გავიხსენოთ პრაგის გაზაფხული, უნგრული რეფორმები თუ იუგოსლავიური თვითმმართველობა.

ეჭვგარეშეა, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც სწრაფი ლიბერალური რეფორმები გაატარეს, სისტემურ ცვლილებებს უკეთ გაართვეს თავი, ვიდრე იმ ქვეყნებმა, რომელთა რეფორმირებიც ნაბიჯნაბიჯ განხორციელდა, სლივენიის გამოკლებით. მათი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 10 წლის განმავლობაში სამ და ოთხჯერ უფრო მაღალი იყო ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა. ეს არჩევანი არა მხოლოდ იდეოლოგიური დამოკიდებულებით არის განპირობებული, არამედ კარგად გააზრებულ ინტერესს ეფუძნება. ამისათვის მათ კონკურენტული უპირატესობა გამოიყენეს (დაბალი ხელფასები და გადასახადები, მოქნილობა). ცენტრალური ევროპის ლიბერალივეფხვებისთვისფიქსირებულმა გადასახადმა (flat tax) თითქმის ემბლემის დატვირთვა მიღო. როცა კაპიტალის გარეშე კაპიტალიზმს მივსდევთ, კაპიტალი ყოველთვის უცხოეთიდან შემოდის: ამ ქვეყნების ეკონომიკა დასავლურ ინვესტიციებსა და მსოფლიო ბაზარში ჩართულობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, კრიზისის დროს მათი უპირატესობა სისუსტედ და სიმყიფედ გადაიქცა.

ქვეყნები, რომლებმაც ეკონომიკური ლიბერალიზმის იმპორტირება განახორციელეს ბალტიისპირეთისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნები იყვნენ  და არა ბალკანეთისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის. ამ თვალსაზრისით ყველაზე რადიკალურები ჩეხეთი და პოლონეთია, რომლებიც სახელმწიფო  ინტერვენციას კრიზისის დასაძლევათ დღესაც კი შეუპოვრად ეწინააღმდეგებიან. უნგრეთი, რომელიც საწყის ეტაპზე ძალიან რადიკალური იყო, ამ ბოლო დროს ცვლის თავის მიდგომას. ეს მასიური საბიუჯეტო დეფიციტით აიხსნება.

კრიზისმა მაინც თავისი გაიტანა, მაგრამ ჩვენ უფრო ნათლად უნდა გავმიჯნოთ მოცემულობები. მაგალითად ავიღოთ ესტონეთი და სლოვენია, ორი პატარა ქვეყანა, რომელთა შედარება ერთმანეთთან შესაძლებელია და რომლებმაც თავიანთი ეკონომიკური წარმატების მისაღწევად სხვადასხვა მოდელები გამოიყენეს. ისინი დაახლოებით ერთი სიდიდის არიან (1,5 – 2 მილიონი მოქალაქე), ორივემ თავიანთი ფედერაციები (საბჭოთა კავშირი და იუგოსლავია) ერთიდაიგივე დროს დატოვეს და  წარმატებით გაართვეს გარდამავალ ეტაპს თავი. ესტონეთმა ყველაზე ლიბერალური მოდელი აირჩია და თავი როგორც ევროპის ჰონგკონგი, იდეალური საინვესტიციო ადგილი ინვესტორებისა და ახალი ტექნოლოგიებისთვის, ისე დაიმკვიდრა. სლოვენიამ რეფორმების გატარება უკვე ძველი რეჟიმის პირობებში დაიწყო დაშოკური თერაპიააღარ დასჭირვებია. მან ჰიბრიდული მოდელი აირჩიანარევი სახელმწიფო სექტორისა და პროგრესული პრივატიზაციას შორის უცხოური კაპიტალის აუჩქარებელი შემოდინებით. შედეგად ის პირველი შეუერთდა ევროზონას და დღეს ერთ სულზე  ეროვნული შიდა პროდუქტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გააჩნია.

დღეს ორი გარემოება არსებობს, რომლებიც ცენტრალურ ევროპაში ეკონომიკურ ლიბერალიზმს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.  აქედან ერთი ქვეყნების შიგნიდან მოდის და პოპულისტების აღზევებას უკავშირდება: მემარჯვენე პოპულიზმი პოლონეთში (ძმები კაჩნისკები) და მემარცხენე პოპულიზმი სლოვაკეთში (ფიკოს ალიანსი ნაციონალისტებთან). ორივე აქცენტს სოციალურ თემებზე აკეთებს და ლიბერალური ელიტების მიმართ, რომლებიც გარდამავალი ეტაპის დროს, 1989 წლის შემდეგ დომინირებდნენ, უნდობლობით არიან განწყობილნი. მეორე გამოწვევა გარედან მოდის: კრიზისი და ის საშუალებები, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში მის აღმოსაფხვრელად იქნა შემუშავებული. საწყის ეტაპზე დასახელებულმა ქვეყნებმა ვერც კი შეამჩნიეს კრიზისის მოახლოება იმ იმედით, რომ ისინი უვნებელნი გადარჩებოდნენ. როდესაც კომუნისტურ წარსულს უკან მოიტოვებ, ძნელი წარმოსადგენია, რომ კაპიტალიზმიც ასევე დაავადებული შეიძლება იყოს. თავიდან კრიზისი ამ ქვეყნებს მართლაც ნაკლებად შეეხოთ, რადგან მათ ისეთი განვითარებული  საბანკო და საფინანსო სიტემა არ გააჩნდათ,   რომელსაც უნარი შესწევდაsupprime[1]  და სხვა საფინანსო სპეკულაციური პროდუქტები შეემუშავებინა. 

მათ დღემდე სჯერათ, რომ კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს ისევ ლიბერალურეკონომიკური რეცეპტი წარმოადგენს. არსებული ეკონომიკური კრიზისი ვაცლავ კლაუსმა გრიპს შეადარა: “სამედიცინო დახმარებით მთელი ერთი კვირა გაგრძელდება, შვიდი დღის გარეშე კი. . . . . . . “. ისინი აკრიტიკებენ საბიუჯეტო ხარჯებით ანტიკრიზისული ზომების განხორციელებას და სახელმწიფოს დაბრუნებას ბაზრის მარეგულირებლის ამპლუაში. ეს ყველაფერი კი მოყავთ სახელმწიფო პროტექციონიზმის ალიბად. ისინი ამბობენ: “აღმოსავლეთის უხეში სოციალიზმის შემდეგ, მათ დღეს დასავლეთის რბილ სოციალიზმზე გამკლავება გამკლავება უწევთ”. სულ ცოტა ხნის წინ მათი არგუმენტი არ იყო აზრს მოკლებული    ერთ მხარეს იყვნენ ძველი ევროპის ქვეყნები, განვითარებული საბაზრო ეკონომიკით, მეორე მხარეს კი პერიფერიის ქვეყნებიდიდი ბრიტანეთი და აღმოსავლეთის სახელმწიფოები. კრიზისმა ეს ნაპრალი მთლიანად შეავსო ან თუ არ შეავსო, თავიდან მოახდინა მისი დეფინირება. დაპრირისპირება ცენტრსა და პერიფერიას შორის დამთავრდა, რადგან სწორედ ცენტრალური ევროპის მისაბაძი ქვეყნები, ამერიკა და დიდი ბრიტანეთი ერევიან დღეს ბანკების მიერ კაპიტალის განკარგვის საკითხებში და ზოგიერთ შემთხვევაში ახდენენ მათ ნაციონალიზაციას.

აღმოსავკლეთ ევროპის ლიბერალები დღეს უკანასკნელმართლმორწმუნეებსწარმოადგენენ. მაგრამ მათაც არ შესწევთ ძალაერთ ქვეყანაში კაპიტალიზმის ერთგულნიდარჩნენ, როცა კრიზისი მთელ მსოფლიოს მოედო. ჩეხეთი და სლოვაკეთი ჯერ ნაკლებად დაზარალდნენ, ვიდრე უნგრეთი, რომელმაც მსოფლიო სავალუტო ფონდს თხოვა დახმარება და ლატვია, რომელიც თავის პირველ დიდი მასშტაბის სოციალურ მღელვარებას განიცდის. ყველა შემთხვევაში, ახლანდელი კრიზისი იმ ეკონომიკური და პოლიტიკური ციკლის გარდაუვალი დასასრულის მომასწავებელია, რომელიც ცენტრალურმა ევროპამ 1989 წლიდან განვლო.

ის მითი, რომელიც ლიბერალური ცენტრალური ევროპიდან დარჩა, კრიზისის შედეგად ჩამოიშალა. არსებობს კი ამასობაში ცენტრალური ევროპა? ვიზეგრადის[2] ჯგუფის  წევრების შეხვედრამ 2009 წლის 1 მაისს დაადასტურა, რომ ერთიანი პასუხი გამოწვევაზე არ არსებობს. მათი შეხედულებები ერთმანეთისგან რადიკალურად გაიყო და ყველამ თავისი სცენარი წარმოადგინა ახალი რკინის ფარდის შესაძლო წარმოქმნისა. ცენტრალურ ევროპაში არსებული კრიზისის აღმოფხვრის გეგმა პირველმა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა წარმოადგინა, რომელიც 190 მილიონ ევროს ითვალისწინებდა. მის თანახმად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური ევროპა პოლიტიკური დაძაბულობისა და მიგრაციის წნეხის ქვეშA აღმოჩნდებოდა. „ჩვენ არ გვაქვს უფლება დავუშვათ ახალი რკინის ფარდის წარმოქმნა“ – თქვა გურჩსანიმ. ვიზეგრადის ჯგუფის ამ პოზიციას მყისიერი პროტესტი მოყვა. სლოვაკეთის პრემიერ მინისტრის თანახმად, ამ ქვეყნების ერთიან სივრცედ განხილვის ტენდენცია მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ავსტირულ ბანკებს ზოგიერთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პრობლემები შეექმნათ, რის შედეგადაც მათ წარმოდგენა შექმნეს თითქოს არსებობდეს კარგი დასავლეთი და ცუდი აღმოსავლეთი. რაიმე რეგიონალურ ერთობლივ მიდგომას ჩეხეთიც შეეწინააღმდეგაჩვენ არ გვინდა ახალი დაყოფის ხაზებითქვა პრემიერ მინისტრმა ტოპოლანეკმა.  ევროპის ახალი დაყოფის თავიდან აცილების მიზნით, უნგრელებმა და ჩეხებმა კრიზისის საწინააღმდეგო ერთიანი მიდგომის როგორც მომხრე, ასევე საწინააღმდეგო არგუმენტები წარმოადგინეს. 

სტატია სათაურითჩვენ ნამდვილად არ ვართ უნგრეთიპრაღის გაზეთ Lidove Novinyში ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როდესაც ფიკომ, მისი ცენტრალურ ევროპის სოლიდარობის შესახებ განცხადებებით, მითქმამოთქმა გამოიწვია. „უნგრეთს ათასჯერ უფრო უარესი პრობლემები აქვს, ვიდრე სლოვაკეთს და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ევროზონას მივეკუთვნებით, ჩეხებს და პოლონელებს ბევრად უფრო მძიმე პრობლემები აქვთ, ვიდრე ჩვენ სლოვაკეთში[3].  

ცენტრალური ევროპა კრიზისშია ? – არა ეს მხოლოდ დასავლური მედიის მონაჩმახია !

ლიბერალური სიზმრის დასასრული გლობალიზირებულ საბაზრო ეკონომიკაზე, რომელიც სახელმწიფოს ჩაურევლად განვითარდებოდა, ზუსტად ისეთი სიმწარით აუხდათ ცენტრალური ევროპის ქვეყნებს, რა დოზითაც ის ბოლო 20 წლის მანძილზე  გაბატონებულ იდეოლოგიას წარმოადგენდა. ყველაზე უფრო იქ იმის აღიარება უჭირთ, რომ საბაზრო ეკონომიკის კრიზისი შესაძლებელი ყოფილა და რომ ეს კრიზისი ამერიკის შეერთებულ შტატებში იღებს სათავეს, მათ მისაბაძ ქვეყანაში. 2008 წლის 15 სექტემბრის – „შავი ორშაბათისშემდეგ, ყველა წამყვანმა ეკონომისტმა დაადასტურა, რომ საფინანსო ბაზრებს არ გააჩნდათ თვითრეგულირების უნარი. 21 სექტემბერს New York Timesმა გვამცნო: „თავისუფალი ბაზრის დოგმა დასამარდა“. თუ თქვენ შემდეგი დღის რომელიმე ჩეხურ გაზეთს გადაშლით, წაიკითხავთ, რომ  პრემიერმინისტრმა ტოპოლანეკმა საკმაოდ ხმაურიანი სიტყვა წარმოთქვა, სადაც ბაზრის დერეგულაციის საკითხებში მსოფლიო ჩემპიონობას იჩემებდა და აცხადებდა, რომ ჩეხეთის ევროპის საბჭოს პრეზიდენტობის ვადისას დერეგულაცია პრიორიტეტი გახდებოდა. იმ დროს როცა რობერტ რეიხი [4]დერეგულაციის მანიაზესაუბრობდა, თვით ალან გრინსპენიც[5]  ამერიკის კონგრესის წინაშე წარსდგა და განაცხადა, რომ ის ცდებოდა, შენდობა ითხოვა და შედეგად გაკოტრებული ბანკების ნაციონალიზაციას მიემხრო, ჩეხეთის პრემიერ მინისტრი ისევ ითხოვდაევროპას ბარიერების გარეშე” – ნაკლები წინაღობებით, რომლებიც გლობალიზირებულ ბაზარს ხელს უშლიან.

2009 წლის მარტში უნგრეთის მრემიერ მინისტრმა გურსშანიმ პოსტი დატოვა. მან თავი ეკონომიკურ კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით არაკომპეტენტურად გამოაცხადა. ეს გადაჭარბებული გულწრფელობა ადამიანისგან, რომელმაც 2006 წელს აღიარა, რომდილით, შუადღეს და საღამოსიტყუებოდა, მისმა ჩეხმა კოლეგამ, მარეკ ტოპოლანეკმა არანაირად არ გაიზიარა, რადგან მან ზუსტად იცოდა როგორ უნდა ემოქმედა. სწორედ ეს განაცხადა მან 25 მარტს სტრასბურგში გაკვირვებული ევროპარლამენტარების წინაშე, მისი მთავრობის გადადგომიდან ერთი დღით ადრე.  ბანკების დახმარების ზომები, პროტექციონიზისკენ დაბრუნება და უპირველეს ყოვლისა ეკონომიკის მასიური სტიმულირება სახელმწიფოს მიერ იმჟამინდელი ევროგაერთიანების პრეზიდენტის პოსტის მფლობელმა ტოპოლანეკმა შემდეგი სიტყვებით გააკრიტიკა: “პრესიდენტ ობამას პოლიტიკა არის გზა ჯოჯოხეთისკენ”. ერთი დღის შემდეგ  New York Timesგვატყობინებდა: “ევროგაერთიანების საბჭოს პრეზიდენტი ამერიკის ეკონომიკის სტიმულირების ზომებს, როგორც გზას ჯოჯოხეთში ისე მოიხსენიებს”.  თეთრი სახლის სპიკერმა ეს სიტყვები შიდა პოლიტიკურ ვნებათაღელვას მიაწერა, რომლისთვისაც ჩეხეთის პრემიერმინისტრს თავი უნდა გაერთვა. მაგრამ ეს სრული სიზუსტით არ ასახავს რეალურ სურათს: ამის მიზეზი იდეოლოგიური ხასიათისაა, შეურყეველი რწმენა ყოვლისშემძლე ბაზრისა, გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ტოპოლანეკმა, ისევე როგორც კლაუსმა მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედის ამერიკული მოდელიდან გაითავისეს. ტოპოლანეკი ცნობილია მისი გულწრფელი გამონათქვამებით. ევროპული კონსტიტუციის წინასწარი დოკუმენტი მან საჯაროდ, როგორც დიდი ნაგავი (Big Sheet) ისე მოიხსენია. მიუხედავად ამისა, დიდი ოცეულის სამიტის წინა საღამოს, ობამას პრაღაში სტუმრობისას ამერიკის პრეზიდენტთან მისი შეკამათებამ მაინც ყველა გააკვირვა. ევროპარლამენტარების უმრავლესობა შოკირებული იყო. ყველა აცხადებდა, რომ ტოპოლანეკი ამ შემთხვევაში ევროპის სახელით არ საუბრობდა. და მაინც, 5 აპრილს, ულტრალიბერალმა და ევროპის მიმართ მტრული სკეპტიციზმით განწყობილმა  ვაცლავ კლაუსმა, ევროპის სახელით ამერიკის პრეზიდენტი და მისი მეუღლე პრაღაში მიიღო.

ამრიგად, მთავრობის ვადამდელი გადადგომის შედეგად შეწყვეტილი ჩეხეთის ევროპის საბჭოს პრეზიდენტობის ვადა, გაჯერებული იყო იდეოლოგიური სიჯიუტის, კომუნისტური ხანის მემკვიდრეობისა და ამერიკის პოლიტიკის შედეგად განცვიფრების ერთობლიობით. ამ კონტექსტში ობამა იმ მითის დასასრულს წარმოადგენს, რომელიც ამერიკას, როგორც ეკონომიკასა და საზოგადოებას, სახელმწიფოს გარეშე განიხილავს. გარდა ამისა, ობამა იმ იმედგაცრუებას განასახიერებს, რომელიც იმ უნიპოლარული მსოფლიოს დასასრულის მოასწავებს, რომელიც ძალაუფლებისა და უნილატერალიზმის ისეთი გამოვლინებით ხასიათდება, როგორსაც ამერიკის წინა ადმინისტრაცია იზიარებდა. ის დაუღალავი რეაქცია, რომლითაც ჩეხური მედია ობამას სიტყვას ბირთვული განიარაღების შესახებ გამოეხმაურა[6] , ნათელს ფენს ბუშისა და ჩეინის შვილობილების, ცენტრალური ევროპის პოლიტიკური ელიტის დაბნეულობასა და სიჯიუტეს.

60იან წლებში,  პრაღაში გადიოდა ფილმი სათაურითმუსიკა მარსიდან”. იმ დროს როცა ანგლოსაქსური ლიბერალური მოდელის სანიმუშო ქვეყნები ამერიკა და დიდი ბრიტანეთი ბანკების ნაციონალიზაციითა და სახელმწიფო სახაზინო თანხებით, ეკონომიკის სტიმულირებას ახდენენ, ჩეხური (და უფრო ხმადაბლა პოლონური) გაძლიერებული დერეგულაციის გამამართლებელი სიტყვები და საუბარი დასავლეთისგან მომავალი რბილი სოციალიზმის საფრთხის შესახებ, გაისმის როგორც მარსიდან მომავალი მუსიკა.   08.25.2009

 


[1] ipoTekuri sesxi gacemuli iseT momxmarebelze, romlis gadaxdisunarianobac ar aris garantirebuli

[2] ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი

[3]  გაზეთი  Hospodarské noviny   1. 3. 2009.

[4]  ამერიკელი პოლიტეკონომისტი

[5] amerikis federaluri rezervebis prezidenti

[6] იოზეფ მლეჟნეკი. რადიო პრაგა 2009 წლის 13 აპრილი: “დაისმის კითხვა, წარმოადგენს თუ არა ობამა და მისნაირნი უფრო დიდ საშიშროებას, ვიდრე კორეელი დიქტატორი.”

ჟაკ რუპნიკი(Jacues Rupnik) ცნობილი ფრანგი პოლიტოლოგი. საერთაშორისო კვლევების ცენტრის(CERI) დირექტორი

თარგმანში გამოყენებულია ფოტოები საიტებიდან radio.cz, spravy.pravda.sk

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ