ევროპული საზღვრების გეოპოლიტიკა

ევროპის საზღვრების საკითხი გაცილებით უფრო რთული საგანია, ვიდრე გვგონია, ვინაიდან ის ეხება არა უბრალოდ ევროპული კავშირის ახლანდელ გარე საზღვრებს, არამედ იმ საზღვრებსაც, რომლებიც შემოიხაზება მეტ-ნაკლებად უახლოეს მომავალში და იმ პრობლემებს, რომლებიც ამას თან მოჰყვება. ამასთან, ჩნდება კითხვა, რომელია საზღვრები იმისა, რასაც ჩვენ ვეძახით ევროპის კონტინენტს და ამ კითხვას მივყავართ უფრო მეტისაკენ, ვიდრე ეს არის სასკოლო გეოგრაფია. გენერალი დე გოლი გაცხარებული ცივი ომის დროს რომ ლაპარაკობდა “ევროპაზე ატლანტიკიდან ურალამდე”, არ მომხდარა რაღაც იდეის ან, უფრო, რაღაც წინასწარი გაფრთხილების გარეშე. სწორედ ეს ცნობილი და უპეტენზიო ურალის მთები აკადემიურად აღნიშნავენ რუკაზე იმის საზღვრებს, რასაც ჩვეულებრივ უწოდებენ აზიას. მიუხედავად ამისა, ისინი ვერასოდეს აჩერებდნენ რუსებს, – ევროპელებს, როგორებადაც ისინი გვევლინებიან, – წყნარი ოკეანისკენ ექსპანსიისაგან ჯერ კიდევ მე-18 ასწლეულის დასაწყისში.

მაგრამ არის კი რუსეთი ევროპული ქვეყნა? ზოგიერთი რუსი ინტელექტუალი მიიჩნევს, რომ იგი “ევრაზიულია”. იმპერია, რომელსაც იგი ჯერ კიდევ წარმოადგენს, ნებსით თუ უნებლიედ კრებს ერთად დიდ მრავალფეროვნებას მუსულმანი ხალხებისა, ურალში და ჩრდილო კავკასიაში მათი გარკვეული ოდენობის ჩათვლით. სახელმწიფოები იმ სივრცისა, რასაც შეიძლება ვუწოდოთ “შუა ევროპა”, რომლებიც საბჭოთა კავშირის უღელქვეშ იყვნენ მის დანგრევამდე 1991 წელს, არიან რუსული იმპერიალიზმის ენერგიული დაბრუნების შიშში. სახელმწიფოები, რომლებიც ახლახან მიიღეს ევროპის კავშირში (და, უფრო ადრე, ნატო-ში), და მითუფრო ისინი, ვისაც სურთ მიღებულ იქნენ მასში, განიცდიან კრემლის ზეგავლენას, რომლის მთავარ იარღს ახლა წარმოადგენს ნავთობისა და გაზის მილსადენების კონტროლი, რომლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ციმბირი. ევროპის კავშირის ახლახან ხელახლა დაფიქსირებული აღმოსავლეთის საზღვრები, ბალტიიდან შავ ზღვამდე, გადაჭიმულია სივრცეზე, რომელიც ტრადიციულად წარმოადგენს დაძაბულობის საგანს; ეთნიკურ მეტოქეობას პატარა ტერიტორიებზე, ისეთებზე, როგორიცაა ბალტიის სახელმწიფოები, შეუძლია განაახლოს ძველი კონფლიქტები.

კონფლიქტებს ყოფილ იუგოსლავიაში, ანუ შუა ევროპის იმ ნაწილში, რომელიც გადაჭიმულია დაძაბულობის მთავარ არემდე – ხმელთაშუაზღვისპირეთამდე, ჯერ არ ჩაუვლიათ. ჩრდილოეთ აფრიკაში, ეგვიპტეში, ახლო აღმოსავლეთსა და კვიპროსში ევროპის დომინირების დასრულების ორმოც თუ ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, შესაძლოა ვინმეს ეფიქრა, რომ ევროპის კავშირსა და ხმელთაშუაზღვისპირეთის უკიდურესი სამხრეთის ქვეყნებს შორის დამყარდება თანამშრომლობა. გადაწყვეტილება ასეთი თანამშრომლობის შესახებ ნამდვილად იყო მიღებული ბარსელონის კონფერენციაზე (1994 წელი), მაგრამ ამაოდ, უმთავრესად კრიზისის გამო, რომელიც გამოიწვია არაბეთის სახელმწიფოებში ისლამური მოძრაობების გაფართოებამ. შიშობენ, რომ ამ უკანასკნელთ შეუძლიათ გაავცელონ თავიანთი მოქმედებები ევროპის კავშირის ქვეყნებზეც, განსაკუთრებით ამათგან შედარებით მდიდარ ქვეყნებზე, სადაც სამუშაოს საშოვნელად დაფუძნდა იმიგრანტების დიდი რაოდენობა და რომელთა კულტურა არის მუსულმანური, თანაც ზოგიერთი ძალიან დიდი ხანია, რაც იქ დაფუძნდა. ახლახან მათ შეუერთდა არაკანონიერი იმიგრანტების მზარდი ნაკადი სხვადასხვა სახეობის მაფიის (იტალიური ან ბალკანური) მიერ ექსპლუატირებულებისა ტრეფიკინგის მიზნით, რომელიც თითქმის ისეთივე სარფიანია, როგორც ნარკოტიკები. მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას, ევროპის კავშირი სწორედ იტალიისა და ესპანეთის სამხრეთ სანაპიროებზე ცდილობდა ემართა თავისი საზღვრები. ერთი მიმართულებით საზღვრები გადაჭიმულია სუბ-საჰარული აფრიკის ზღვისპირეთის ახლოს მდებარე ესპანეთის კუნძულების ჯაჭვისკენ, კანარის კუნძულებისკენ მაროკოს ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქებს, სეუტასა და მელილიამდე, ხოლო მეორე მიმართულებით _ ახლო აღმოსავლეთისკენ, კვიპროსისკენ, რომელიც ახლახან ევროპის კავშირში მიიღეს, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც მის გაყოფასთან დაკავშირებით გაჩნდა (1976 წლიდან ამ კუნძულის ჩრდილო ნაწილი ოკუპირებული იქნა თურქული არმიის მიერ).
როცა, ახლახან, კვიპროსს ევროპის კავშირში ღებულობდნენ, იმის გათვალისწინებით, რომ კვიპროსის უდიდესი ნაწილი ბერძნებით არის დასახლებული, არავითარი საწინააღმდეგო აზრი არ ყოფილა გამოთქმული იმის საფუძველზე, რომ კვიპროსი – კუნძულია, რომელიც მდებარეობს გაცილებით უფრო ახლოს მცირე აზიასთან, თურქეთის სანაპიროსთან, სირიასა და ლიბანთან (150-200 კმ), ვიდრე ევროპის კონტინენტთან (როდოსი, ბერძნული კუნძული, აღმოსავლეთისკენ ყველაზე შორს მდებარეობს _ ნიქოზიისაგან 500 კმ-ში, რომელიც ათენისგან 1000 კმ-შია). პირიქით, “ევროპის საზღვრების” შესახებ საკითხის დასმა დაიწყო 2005 წელს ევროპის კონსტიტუციის პროექტის თაობაზე რეფერენდუმის კამპანიის დროს. მოგვიანებით ეს საკითხი დაისვა ევროკავშირთან თურქეთის მომავალ მიერთებასთან დაკავშირებით.OMსაზოგადოებრიობა, რომელიც ამ მომენტამდე წევრ-სახელმწიფოთა ოდენობის უცბად გაზრდაზე (“თხუთმეტი” უცბად “ოცდახუთად” იქცა) საერთოდ ოდნავ თუ რეაგირებდა, ძალიან დაინტერესდა თურქეთის მომავალი მიღების საკითხით. ეს საკითხი, რომლის დასმაში ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწე საკმაოდ მოქნილი (ან მოუქნელი) იყო – იმის მიხედვით, კეთილგანწყობილნი იყვნენ კონსტიტუციის მიმართ თუ პირიქით – მიიყვანა დებატებამდე, რომელშიც გეოგრაფია მოხმობილ იქნა დაემოწმებინა: ევროპაშია თურქეთი თუ არა? არა, ბრძანა ზოგიერთმა, ვინაიდან იგი აზიაში მდებარეობს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იგი მუსულმანურ სამყაროს მიეკუთვნება, სხვები კი, პირიქით, ამტკიცებდნენ, რომ თურქეთი შეიძლება ყოფილიყო ევროპული, ვინაიდან იგი მრავალი ათწლეულის მანძილზე ყველაზე სეკულარიზებული ქვეყანა იყო და რომ სტამბული – ისტორიულად მისი დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი (ათი მილიონი მოსახლეობით) – იმყოფება ბოსფორის დასავლეთში და, შესაბამისად, ევროპულ კონტინენტზე.

საფრანგეთში ამ პოლემიკამ ხელი შეუწყო კონსტიტუციის პროექტზე უარის თქმას, რის შედეგადაც ევროპის კავშირი, ან მინიმუმ, ბრუსელის ადმინისტრაცია ჩაფლავდა წევრი-სახელმწიფოების წარმომადგენელთა რიცხვის გაზრდის საქმეში. გაცილებით უფრო სერიოზული შედეგი ის არის, რომ ამჟამად ახლო აღმოსავლეთში გაზრდილი საფრთხეების გამო ევროკავშირი რთულ საქმედ მიიჩნევს ან ერთობლივი დიპლომატიური მიდგომის, ან ევროპული სამხედრო ძალების გაშლას მიუხედავად იმისა, რომ ეს 1992 წლის მაასტრიხტის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ევროპული პოლიტიკისათვის ამ წარუმატებლობის მიუხედავად, დიპლომატებმა და სახელმწიფოების მეთაურებმა იმდენად სწრაფად მიიღეს ევროკავშირში რუმინეთი და ბულგარეთი, ნატოს ეს ახალი რეკრუტები, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, და გააგრძელეს მოლაპარაკებები თურქეთთან. შავი ზღვის მეორე მხრიდან სამხრეთ კავკასიაში ეს საფუძველს უქმნის ქართველებისა და სომხების ევროპულ იმედებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ისინი ასევე ქრისტიანული სახელმწიფოები არიან და რომ ისინი, საეჭვოა, რომ უფრო შორს იყვნენ ევროპის საზღვრებისგან, ვიდრე კვიპროსელები.მაგრამ კრემლის გადაჭრილი პასუხი არის ის, რომ საქართველო და სომხეთი უნდა დარჩნენ ახლოს რუსეთთან, მათ სამეურვეო ძალაუფლებასთან წარსული ორასი წლის მანძილზე (გაუგებარია რუსულადაც!), და რომ იგივე უნდა ეხებოდეს უკრაინასაც.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდად არავის აწუხებს, აღნიშვნის ღირსია, რომ ნორვეგიელები და შვეიცარიელები, არიან რა უდაოდ კმაყოფილნი თავისი ეროვნული ბედით, ჯერ კიდევ უარს ამბობენ ევროკავშირთან მიერთებაზე. პირიქით, “ბრიუსელში” ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მხურვალე მხარდამჭერნი, რომლებიც მას (ევროკავშირს) მშვიდობის გარანტად და დემოკრატიის პროგრესის თვალნათლივ დასტურად მიიჩნევენ, დიდ საგონებელში არიან წევრობაზე განაცხადებისას ისეთი სახელმწიფოების ან პროტო-სახელმწიფოების მხრიდან, (მაგ. ბოსნია და კოსოვო), რომლებიც წარმოიშვნენ იუგოსლავიის სისხლიანი კრახის შედეგად, სახელმწიფოსი, რომელშიც ტერიტორიული, ასევე კლანთაშორისო კონფლიქტები არ გამქრალა, და იგივე ეხება ალბანეთისაც, რომელიც სხვადასხვა მაფიებისთვის ძალზე სარფიანია.
გადაკვეთები სხვადასხვა განზომილებების მქონე სხვადსხვა სივრცობრივ ერთობლიობებს შორის. სინამდვილეში, ევროპის გარე მიჯნების, ან საზღვრების პრობლემა ძალზე რთულია, ვინაიდან იგი მოიცავს უწყვეტად გადაჯაჭვულ ძალზე განსხვავებული “ბუნების” (როგორიც, მაგალითად, შეიძლება იყოს გეოლოგიური, ლინგვისტური, ან რელიგიური) და ძალზე ვარიაბელური განზომილებების (კონტინენტალურიდან ისეთ ციცქნა კუნძულამდე, როგორიც მალტაა) ერთობლიობებს. აქ “ერთობლიობა” – ფუნდამენტური ცნებაა, ვინაიდან იგი ნებისმიერ განხილვაში ან ანალიზში არსებობს, რამეთუ გეოპოლიტიკური პრობლემა საჭირბოროტო საკითხი გახლავთ, რომელიც მოიცავს საზღვრებს, სახელმწიფოებსა და ტერიტორიებს, ხოლო ერთობლიობები მონიშნული უნდა იყოს მათი საზღვრების აღნიშვნით. არსებობენ სივრცობრივი ერთობლიობები, რომელთა კონფიგურაცია ხელისუფლებისთვის მეტად ან ნაკლებად ძველი ბრძოლის შედეგია. თავიანთ სხვა ძირითად მახასიათებლებს შორის, სახელმწიფოებს აქვთ ის მახასიათებელიც, რომ ისინი სივრცობრივი ერთობლიობები არიან, ანუ ყოველ მათგანს ტერიტორია გააჩნია.Gგარდა თავისი სხვა მახასიათებლებისა, ევროპულ კავშირს სივრცობრივი ერთობლიობის მახასიათებელიც აქვს იმ ფაქტის გამო, რომ ეს კავშირი სახელმწიფოების მიერ იქნა წარმოქმნილი. მაგრამ მის გარე საზღვრებს აქვს უნიკალური თავისებურება, რომელიც ისტორიაში ადრე არასოდეს არ შეიმჩნეოდა: ისინი ეტაპობრივად წინ წაწეულ იქნენ არა დომინირებული სახელმწიფოს მიერ დაპყრობის შედეგად, არამედ კავშირში შესვლის შესახებ გაკეთებული განაცხადების გამო, რომლებსაც აკეთებდნენ სხვადასხვა სახელმწიფოები, აწონ-დაწონიდნენ-რა მეტ ან ნაკლებ ხანგრძლივ მოგებებსა და ზარალს, რომელიც შეიძლება ამას შედეგად მოჰყოლოდა. რა თქმა უნდა, ევროპული კავშირი ზოგადად ჯერ კიდევ აღიქმება როგორც “ევროპის ეკონომიური კავშირიდან” გამომდინარე რამ, ანუ როგორც საბაჟო გაერთიანება, რომელიც გამოსცემს რეგულაციებსა და გასცემს სუბსიდიებს ეკონომიკური მთლიანობისა და მის მონაწილეთა განვითარებისთვის, რაც, როგორც ვიცით, მნიშვნელოვანი იყო. Mმაგრამ სახელწოდებას “ევროპული კავშირი”, მიღებულს 1992 წელს მაასტრიხტში, თან მოჰყვა გაცილებით მეტი: საერთო ვალუტა (რომელიც ზოგიერთმა მონაწილემ არ მიიღო) და მასთან ერთად – საერთო დიპლომატია და ევროპული სამხედრო ძალები. თუმცა ბოლო ორი აქტივი და ხელისუფლების სიმბოლოები ჯერ კიდევ მშენებლობის სტადიაშია.

ამიტომ შეიძლება მივიჩნიოთ, რომ გეოპოლიტიკურად ევროპული კავშირი ჯერ კიდევ არასრული ზენაციონალური ერთობლიობაა, ვინაიდან იგი ჯერ არ ფლობს უნარს, საკუთარი ინტეგრირებული სამხედრო ძალებით საკმარისად უზრუნველყოს სრული სტრატეგიული ავტონომია. რუკა ევროპული სახელმწიფოებისა, რომლებიც ნატო-ს წევრები არიან, მნიშვნელოვნად შეესაბამება ევროპული კავშირის რუკას, გამონაკლისია შვედეთი, რომელიც ავსტრიასა და ირლანდიის მსგავსად, ნეიტრალიტეტის ტრადიციას ინარჩუნებს, კვიპროსი და მალტა, რომლებიც, არ არიან ნატოს წევრები და არიან ევროკავშირის წევრები, და ფინეთი, რომელიც პირდაპირ ნატო-ს წევრი არ გახლავთ, მაგრამ დაკავშირებულია მასთან. და პირიქით, ისლანდია და ნორვეგია, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, თუმცა ნატო-ს წევრები გახლავან. ასევეა თურქეთიც. საფრანგეთი, რომელმაც 1966 წელს გენერალ დე გოლის გადაწყვეტილების შემდეგ ნატო დატოვა (მაგრამ ატლანტიკურ ალიანსში ყოფნას აგრძელებდა), ბოლო ხანებში, თანდათანობით და ფრთხილად, მას კვლავ შეუერთდა.

იყო დრო (იგი ფაქტობრივად 19-ე საუკუნეში დაიწყო), როცა ევროპულ სახელმწიფოთა უმრავლესობისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზული გეოპოლიტიკური პრობლემა იყო ფაქტი, რომ თავიანთი ტერიტორიების სასაზღვრო ზონებში ჰყავდათ მოსახლეობა, რომლებიც ძლივს ლაპარაკობდნენ სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე (ანუ, მოსახლეობის უმრავლესობის ენაზე ან ქვეყნის ლიდერებისა და მისი ინტელექტუალების ენაზე მაინც), მაგრამ ნამდვილად ლაპარაკობდნენ მეზობელი სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე. ამ პრობლემას, როგორც უფრო სერიოზულს მიიჩნევდნენ სახელმწიფოებში, რომელთა ეროვნულ ენაზე მეტყველებდა მათ საზღვრებს გარეთDმეზობელ ქვეყანაში მცხოვრები ჩაგრული უმცირესობა. უნდა მიემართათ მათ ომისთვის, რათა გაეთავისუფლებინათ ის უმცირესობა? ევროპაში ეროვნულ სახელმწიფოთა საზღვრებსა და ლინგვისტური ერთობების გეოგრაგიულ საზღვრებს შორის შეუსაბამობამ, რასაც აქ განსაკუთრებულად დიდი ოდენობით ჰქონდა ადგილი, და ერთობლიობების ამ ორი ტიპის მრავალმა გადაკვეთამ, უამრავი კონფლიქტი წარმოშვა, განსაკუთრებით ბალკანეთზე პირველი მსოფლიო ომის წინ. ეს ასე იყო, მიუხედავად საზღვრების ცვლილებებისა, ხოლო ახალი სახელმწიფოების შექმნა თითქმის არავითარ გადაწყვეტას იძლეოდა. იმასთან გამო, რომ მეორე მსოფლიო ომს თან ახლდა მოსახლეობის მასიური გადაადგილებები (ცენტრალური ევროპის გერმანელები – შემცირებულ გერმანიაში, პოლონელები, მცხოვრები იმ აღმოსავლეთ ოლქებში, რომლებიც შემდგომში სსრკ-ს მიერ იქნა მიტაცებული – გერმანიისთვის ჩამორთმეულ ტერიტორიებზე და ა.შ.), მცირდებოდა საზღვრებთან დაკავშირებული ასეთი პრობლემების რაოდენობა. ბევრი ასეთ პრობლემათაგან, რომელიც ნამდვილად რჩებოდა, შემსუბუქდა ევროპული ეკონომიკური გაერთიანების თანდათანობითი მშენებლობით. მაგრამ ზოგიერთი ჯერ კვლავ არსებობს (ისეთი, როგორსაც ადგილი აქვს უნგრელებსა და რუმინელებს შორის 1919 წლიდან), და ახალი ამგვარი გეოპოლიტიკური პრობლემები ჩნდება ევროპის კავშირის საზღვრებზე ახალი სახელმწიფოების დამოუკიდებლობის კვალდაკვალ. Eეს სწორია ბალტიის სახელმწიფოებისთვისაც, განსაკუთრებით რუსებსა და ლატვიელებს შორის. დამატებით, ამ დრომდე მივიწყებული ენებისათვის დღეისათვის მინიჭებულ მნიშვნელობას მოაქვს გაჩენა და განვითარება ეროვნული მოძრაობებისა, რომლებიც, ევროპული კავშირისადმი ერთგულების აღთქმასთან ერთად, ახალი სახელმწიფოებისთვის დამოუკიდებლობას მოითხოვენ. ეს არის კატალონიისა და ბასკეთის რეგიონის შემთხვევა, რომლებიც მდებარეობენ ევროპის კავშირის საზღვაო საზღვარზე, მაგრამ მის შიგნით. ამ მაგალითებს დაჟინებულ ყურადღებას აქცევენ კორსიკელი სეპარატისტები და ის სახელმწიფოები, ან პროტო-სახელმწიფოები, რომლებიც წარმოიშვნენ იუგოსლავიის ფედერაციის დაშლის შედეგად და უნდათ ამ კავშირის წევრები გახდნენ. დღის წესრიგში უკვე დგას ალბანეთის საკითხი, რომელიც წარმოადგენს გადაკვეთის ყველაზე ნათელ მაგალითს მის ოფიციალურ ტერიტორიასა (მისი საზღვრები პირველი მსოფლიო ომის წინ “დიდი სახელმწიფოების” მიერ იქნა გატარებული) და იმ არეს შორის, სადაც ალბანურ ენაზე ლაპარაკობენ: ალბანურ ენაზე მოლაპარაკეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს კოსოვოსა და მაკედონიაში, ალბანეთის სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ.

რათა ჩავავლოთ ევროპის საზღვრების გამო დღეისათვის არსებულ პრობლემებს ან პრობლემებს, რომლებიც მეტნაკლებად შორეულ მომავალში იარსებებენ, აუცილებელია განვიხილოთ გადაკვეთები ძალიან დიდ ერთობლიობას, როგორიც გახდა ევროპული კავშირი, და სხვა დიდ ერთობლიობებს შორის, რომელთა გეოგრაფიული კონფიგურაციები ხელისუფლებისთვის ძველთაძველი ბრძოლის შედეგია. ერთერთი მსგავსი ერთობლიობა, რომელიც ფარავს ყველაზე დიდ ტერიტორიას, ვინაიდან გადაჭიმულია ირლანდიიდან პოლონეთამდე ხმელთაშუაზღვის გავლით, თუ შეიძლება ასე ითქვას, “კათოლიკური ევროპაა”, ანუ იმ სახელმწიფოთა ევროპა, რომლებშიც მეტად ან ნაკლებად სეკულარიზებული კათოლიციზმი მნიშვნელოვანი კულტურული და პოლიტიკური გავლენის განხორციელებას აგრძელებს და რომლებიც ამჟამად არიან ერთიანი ევროპული კავშირის ფარგლებში. ნორვეგიისა და ისლანდიის გარდა, იგივე სწორია უფრო პატარა ერთობლიობისთვისაც, რომელიც შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც “პროტესტანტული ევროპა”. და პირიქით, ძალიან დიდი სივრცობრივი ერთობლიობა, რომელიც ფორმირებულია ორთოდოქსური ქრისტიანობით, დიდწილად მოიცავს რუსეთსა და უკრაინას და იმყოფება ევროპის კავშირის მიღმა გარდა საბერძნეთისა, რომელიც გახდა ევროკავშირის ნაწილი 1981 წლიდან, ხოლო მოგვიანებით ასეთ ნაწილად იქცნენ კვიპროსი, რუმინეთი და ბულგარეთი. იმ ქვეყნებში, რომელთა რელიგია ორთოდოქსური ეკლესიის რელიგიაა, საზოგადოებრივ აზრთა შორის არსებობს პოლიტიკური სოლიდარობის გარკვეული გრძნობა. რაც შეეხება დიდ ერთობლიობას, რომელიც წარმოქმილია მუსულმანური ქვეყნებით, მოცემულ მომენტში იგი მთლიანად ევროპული კავშირის მიღმაა. მაგრამ თუ ევროკავშირში მიიღებენ ბოსნიასა და ალბანეთს ან, მითუმეტეს, თურქეთს, რომელსაც საბერძნეთთან და ბულგარეთთან მოკლე საერთო საზღვარი აქვს, ეს აღარ იქნებოდა სიმართლე.
ეს რელიგიური ერთობლიობები არ უნდა იყოს რუკაზე ასახული იმ დაშვებით, რომ მათ შორის არსებობს ზუსტი საზღვრები. მაგალითად, გერმანიაში პროტესტანტები, ძირითადად მცხოვრებნი ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში, და კათოლიკეები, მცხოვრებნი ძირითადად სამხრეთსა და დასავლეთში, ასევე არიან წარმოდგენილნი ქვეყნის სხვა რეგიონებში მიუხედავად მათი ბრძოლებისა ოცდაათწლიანი ომის დროს. მაგრამ არაშორეულ კონფლიქტებს, რომელთა პრობლემა გახლდათ “ეთნიკური წმენდა”, შეზღუდულ ტერიტორიებზე ან ქალაქის მეზობელ ზონებში რელიგიურ ნიადაგზე რადიკალურ სეგრეგაციამდე მიჰყავთ. ასევე, შესაბამისად იმისა, თუ რამდენად ხანგრძლივად არსებობდნენ ეთნიკური ლოკალიზების შემთხვევები, საჭიროა მათი დიფერენცირება.
ამის გამო – მუსულმანური კულტურების მიერ შექმნილი სივრცობრივი ერთობლიობების შემთხვევაში – უნდა აცილებულ იქნას ერთად არევა რელიგიებისა, როგორც ევროპის ბალკანურ არეში, სადაც ისლამი ექვსი საუკუნის განმავლობაში მკვიდრდებოდა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის რაიონებში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებშიც, სადაც რამოდენიმე ათწლეულის წინ მუსულმანების დიდი ოდენობა მიგრირებს და ეხლა აყალიბებს არქიპელაგს, როგორც გაერთიანებებს, კონცენტრაციებით გარკვეულ ქალაქის ზონებში. მაშასადამე, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ თხუთმეტ მილიონზე მეტი ინდივიდი, რომელთა კულტურა მეტ-ნაკლებად მუსულმანურია, ცხოვრობს ევროპის კავშირში (არაბები ჩრდილოეთ აფრიკიდან, თურქები, პაკისტანელები და ა.შ.), ვღებულობთ რა მხედველობაში როგორც მეტ-ნაკლებად ახლო წარსულში უკანონოდ აქ შეღწეულ იმიგრანტებს, ასევე უმრავლესობასაც, რომელიც წარმოდგენილია იმიგრანტების შვილებით, რომლებიც დაიბადნენ ევროპულ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეობა მათ ძირითადად აქვთ. ისინი ზეწოლის ობიექტები არიან იმ ისლამისტური მოძრაობებისა, რომლებიც ცდილობენ მათ თავს მოახვიონ რელიგიური წესების დაცვა და რომლებიც უბიძგებენ მათ პოლიტიკური შეთქმულებებისაკენ.
ის ფაქტი, რომ ევროპის კავშირის ფარგლებში ყურადღება უნდა მიექცეს სხვადასხვა რელიგიებით მოცულ ტერიტორიებს და, განსაკუთრებით, მათ განაპირა მხარეებს, კავშირშია იმ ფაქტთან, რომ ათასწლეულების მანძილზე ყველა ეს ტერიტორია ასოცირდებოდა ანტაგონისტურ პოლიტიკურ წამოწყებებთან, რომლებსაც 17-18 საუკუნეებში დასავლეთ ევროპაში “რელიგიების ომები” ეწოდება. ჩრდილო ირლანდიის გამოკლებით, ამჟამად პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის კონფლიქტი შეწყდა, და 1992 წლამდე და იუგოსლავიის დაშლამდე ითვლებოდა, რომ ევროპაში პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც სხვადასხვა რელიგიების მიმართ ერთგულებას მოითხოვენ, შემდგომი დაპირისპირებები აღარ იქნებოდა. მაგრამ სერბებსა და ხორვატებს შორის ომმა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობენ, დემონსტრირება მოახდინა მძვინვარებისა, რომელიც შესაძლებელია კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის ომში, რომლებიც, ამასთან ერთად მუსულმან-ბოსნიელების მტრები არიან. შეიძლება ითქვას, რომ ბოსნიის მდგომარეობა, მიუხედავად მისი მოკრძალებული ზომებისა, განსაკუთრებულია იმით, რომ იგი მთავარი სივრცობრივი ერთობლიობების – კათოლიციზმის, მართლმადიდებლობისა და ისლამის – გადაკვეთაზე იმყოფება. სერბულ და ალბანურ ენებზე მოლაპარაკე ხალხებს შორის კონფლიქტმა 1999 წელს კოსოვო მიიყვანა ხანმოკლე, მაგრამ რეალურ ომამდე, რომელიც სერბეთის წინააღმდეგ უზარმაზარი რესურსების გამოყენებით ნატო-ს მიერ იყო ჩატარებული. ევროპაში ეს ამგვარი ხასიათის პირველი ჩარევაა. ბოსნიასაც და კოსოვოსაც ჰყავს მუსულმანური უმრავლესობა და ისინი ჯერ კიდევ ნატო-სა და ევროკავშირის სტაბილიზაციური ძალების დაცვის ქვეშ იმყოფებიან.
ეს ეროვნული კონფლიქტები, გაღრმავებულნი რელიგიური მეტოქეობით, ევროპის კავშირისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ. ეს ასეა, ვინაიდან პატარა სახელმწიფოები, რომლებიც წარმოიშვნენ იუგოსლავიის დაშლის შედეგად, სადაც ეს-ეს არის მომხდარმა ომმა ღრმა ნაიარევები დატოვა და სადაც ულტრანაციონალისტურმა დაჯგუფებებმა ახალ არჩევნებში კიდევ ერთხელ მოიგეს ხმათა დიდი რაოდენობა –ევროკავშირის წევრად გახდომას ცდილობენ. მაგრამ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთ ყველაზე შეუვალ პირობას წარმოადგენს ის, რომ წევრობის პრეტენდენტი არ უნდა იყოს, ან უკვე აღარ უნდა იყოს თავის მეზობლებთან ტერიტორიულ კონფლიქტში. მაგრამ ევროპული კავშირის ძლიერი სურვილი, ბოლოს და ბოლოს, ჰქონდეს გეოგრაფიული უწყვეტობა საბერძნეთთან, რომელიც დღემდე არის იზოლირებული სამხრეთ ბალკანეთზე, და ასევე კავშირის ახალ წევრებთან – ბულგარეთსა და რუმინეთთან, ეწინააღმდეგება ამ შეუვალ პირობას ყოფილი იუგოსლავიის სახელმწიფოებისა და ალბანეთის სასარგებლოდ.
ევროპის კავშირის სამხრეთი საზღვრები. იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრაგიკული დაშლის შემდეგ გეოპოლიტიკური ფრაგმენტირების ტენდენცია გრძელდება, მონტენეგროს ჩათვლით (მისი სერბული და მართლმადიდებული მოსახლეობის მიუხედავად), რომელიც ეხალახანს ჩამოშორდა სერბეთს, რომელთანაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული, დაწყებული მე-19 სუკუნის ბოლოდან. ერთადერთი შედარებით მდგრადი პატარა სახელმწიფოა სლოვენია (20000 კვ.კმ., 220 კმ დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, 2 მილიონი მოსახლეობით), რომელიც – თავისი კათოლიკური რელიგიური ერთგვაროვნების გამო – საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა იმისთვის, რომ 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სამოქალაქო ომისათვის თავი აეცილებინა. იუგოსლავიის რესპუბლიკებს შორის უკვე ყველაზე “განვითარებულმა” სლოვენიამ ახლახან მიიღო ევროკავშირის წევრობა.
ხორვატიასთან, თავისთავად ღრმადკათოლიკურ ქვეყანასთან (1995 წელს სერბეთთან ომის დროს მართლმადიდებელი სერბული უმცირესობა განდევნილი იქნა) მოლაპარაკებები გაცხოველებულ ფაზაშია.
ბოსნიის მაგალითის განხილვა საზღვრებთან დაკავშირებული საკითხების ნებისმიერი ანალიზისას პატარა სივრცობრივი ერთობლიობების მნიშვნელობის დემონსტრირებას ახდენს. იმის შემდეგ, რაც დაიწყო საშინელი სამოქალაქო ომი, რომელმაც 1991 წლიდან 1995 წლამდე მჭიდროდ გადაჯაჭვულ არეალებში მცხოვრები სერბები, ხორვატები და ბოსნიელები ჩაითრია, საერთაშორისო საზოგადოებამ პრინციპული მოსაზრებების გამო უარი თქვა ამ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის (51000 კვ.კმ., 350 კმ სანაპირო ზოლი, 3,8 მლმ მოსახლეობა) გაქრობის აღიარებაზე. სინამდვილეში კი ეს არის დაყოფა დიდი ოდენობით პატარა ტერიტორიებად, წარმოქნილებად ეთნიკური წმენდის შედეგად, რომელიც განხორციელდა რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე. თეორიულად, ისინი გამოიყურებიან, როგორც დაჯგუფებულნი ბოსნიის სერბულ რესპუბლიკაში (რომელიც თვითონ შედგება ორი ერთობლიობისგან, ერთი დასავლეთში და მეორე აღმოსავლეთში, ერთმანეთთან დაკავშირებული ბრჩკოს რაიონით წარმოდგენილი დერეფნის მეშვეობით) და ხორვატულ-მუსულმანურ ფედერაციაში, რომელიც წარმოდგენილია ერთმანეთისაგან განცალკევებული სამი ნაწილით: ერთი ხორვატული და სამი მუსულმანური (სარაევოს ანკლავის ჩათვლით).
მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ფრაგმენტაცია ამ ეთნიკური ტერიტორიებისა, საიდუმლო კავშირებით გაერთიანებულია (როგორ შეიძლება ფრაგმენტაცია იყოს გაერთიანებული?) სხვადასხვა სერბულ, ბოსნიურ და ხორვატულ მაფიებს შორის, რომლებიც მოქმედებენ დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე, ალბანურ მაფიებთან ერთად კოსოვოსა და ალბანეთის სხვადასხვა რეგიონებში, კონტაქტში მყოფნი მათ პარტნიორებთან სიცილიაში, აპულიაში, კალაბრიასა და სტამბულში.
ევროპის კავშირის სამხრეთ ფლანგზე დიდი პრობლემაა თურქეთის მიღება. ეს მოდის ანკარის მთავრობისთვის პირობის მიცემის დროიდან ცივი ომის ხანაში, როცა თურქული ჯარი ერთ-ერთი ბურჯი იყო ნატო-ს სტრატეგიული ლაშქრისა, რომელიც უპირისპირდებოდა საბჭოთა კავშირს.
ევროპის კავშირში თურქეთის გაწევრიანების პრობლემის გამო გაჩაღდა გეოპოლიტიკური დიდი და გულახდილი დებატები საფრანგეთში. თურქეთის სასარგებლოდ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტთაგანი არის ის, რომ საუკუნის ბოლო სამი მეოთხედის განმავლობაში იგი იყო ერთადერთი სეკულარიზებული მუსულმანური სახელმწიფო და, შესაბამისად, ევროპას მთელი არაბული სამყაროსათვის შეეძლო ეჩვენებინა, რომ იგი არ არის “ქრისტიანული კლუბი”. თურქეთის შესაძლო მიღების გამო შეწუხებულნი მიიჩნევენ, რომ მისი სეკულარიზება არ შეესაბამება მოსახლეობის უმრავლესობის გრძნობებს; რომ ფაქტობრივად ეს განპირობებულ იქნა ცენტრალური მთავრობისა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ. მთავრობის საერო ბუნება – შედეგია მუსტაფა ქემალის სურვილისა (1920 წელს) ხაზი გაესვა არაბებისგან დაშორებისათვის, რომლებიც პირველი მსოფლიო ომის დროს ანტანტასთან ერთად თურქეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ; ასევე იმისათვის, რომ მან, არაბული ანბანის გამოყენება აკრძალა, შემოიღო რა ლათინური ანბანი.

ამჟამად თურქული ჯარი (ან მისი კადრები მაინც), როგორც ქემალის იდეოლოგიური მემკვიდრე, ჯერ კიდევ არის საერო კონსტიტუციის მთავარი დამცველი. მაგრამ ევროპული კავშირის პირობათაგან ერთ-ერთი მთავართაგანი არის ის, რომ მან უნდა მოახდინოს თავისი თავის “დემოკრატიზირება”, რაც ნიშნავს ჯარის ძალაუფლების მკვეთრ შემცირებას, რომელიც თურქულ ისლამისტებს ძალიან ხიბლავს იმის გამო, რომ კონსტიტუციის თანახმად გენერალური შტაბი – სეკულარიზმის მთავარი საყრდენია. სწორედაც, რამოდენიმე წლის განმავლობაში ევროპის კავშირში თურქეთის წევრობის საკითხთან დაკავშირებით თურქული საზოგოებრივი აზრი საკმაოდ დაშორიშორებული იყო, მაგრამ ომმა, რომელსაც ამერიკელები აწარმოებენ ერაყში, საგრძნობლად გააძლიერა დასავლეთის ოპონენტთა გავლენა.

ის ფაქტი, რომ ამჟამად ისლამიზმი თურქეთში თავისი ხასიათით ძალზე ზომიერია (გარდა ქურთული მოძრაობებისა, წარსულში მუსტაფა ქემალის რეფორმების ერთადერთი ოპოზიციისა) არ იძლევა გარატიას, რომ რადიკალურ ისლამისტებს არ შეუძლიათ, ადრე ან მოგვიანებით, ითამაშონ გაცილებით მნიშვნელოვანი როლი, ვიდრე ახლა. ისინი უკვე ძალიან დიდ გავლენას ახდენენ თურქ იმიგრანტებზე გერმანიასა და საფრანგეთში.
ბევრი ევროპელისათვის სხვა მთავარი არგუმენტი ევროკავშირში თურქეთის მიღების წინააღმდეგ არის მისი მოსახლეობის ოდენობა. თავისი 70 მილიონზე მეტი მცხოვრებითა და მოსახლეობის ზრდით, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია (20 წლის შემდეგ მისი მოსახლეობა იქნებოდა 90 მილიონზე მეტი), თურქეთი იქცეოდა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ სახელმწიფოდ ევროპულ კავშირში და ამის გამო ექნებოდა ხმათა ყველაზე მაღალი პროცენტი ევროსტრუქტურებში. ევროპულ კავშირში თურქეთის შესვლა უფრო მეტად გაზრდიდა მუსულმანური იმიგრაციის მასშტაბებსა და გავლენას.
ევროპული კავშირის საზღვრები და “შუა ევროპა”. რა არის “შუა ევროპა”? საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ ბალტიის ზღვასა, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის სამხრეთსა და შავ ზღვას შორის მდებარე ქვეყნები, მიუხედავად მათი მრავალსახეობისა, აყალიბებენ ერთობლიობას, რომელსაც ჩვენ “შუა ევროპა” შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს არ არის უბრალოდ ის, რასაც გერმანელი გეოგრაფები ჩვეულებისამებრ უწოდებდნენ მიტტელეუროპა (ცენტრალური ევროპა), რომელიც წარმოდგენილი ჰქონდათ როგორც ისეთი რამ, რაც წინასწარგანსაზღვრულია იყოს რაიხის გავლენის სფეროს ფარგლებში იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი არ მოიცავს ბალკანეთს. მეორე მსოფლიო ომისა და იალტის შეთანხმებების კვალდაკვალ ვითარდებოდა ევროპის ორ ნაწილად: დასავლეთ ევროპად (ჩრდილოეთის ზღვიდან ხმელთაშუაზღვამდე) და სსრკ-ს დომინირებით აღმოსავლეთ ევროპად (ბალტიიდან ხმელთაშუაზღვამდე) – გაყოფის იდეა.

კომუნისტური რეჟიმების დასასრულიდან მოყოლებული, შუა ევროპის იდეა განვითარდა და მიიღო ასეთი შინაარსი – შუა ევროპა არის ევროპა, რომელიც ვრცელდება დასავლეთ ევროპიდან რუსეთამდე. თუ ყურადვიღებთ, რომ დასავლეთ ევროპაში ფეოდალური საზოგადოების თვალწინ თანდათანობით ქრებოდა ბატონყმობა და სამეფოები ბურჟუაზიული კლასებით ვითარდებოდა _ რუსეთის იმპერიამ თავისი გლეხებისთვის, რომლების მანამდე თავისუფლები იყვნენ, ბატონყმობა შემოიღო ძალიან გვიან (17-18 საუკუნეებში, და იგი 1861 წლამდე არ გაუქმებულა), და ამის ერთ-ერთი შედეგი იყო ბურჟუაზული კლასის განვითარების ბლოკირება. შუა ევროპა იყო დაჯახების სცენა სლავურ და გერმანულენოვანი ხალხებისა, აზიიდან მოსული ბულგარებისა და უნგრელებისა (მადიარებისა), კათოლიკეებისა და მართლმადიდებლებისა, რომლებიც მოჰყვებოდნენ დიდ იმპერიებს – ოტომანთა, რუსეთის, ავსტრიის და ბოლოს გერმანიის იმპერიას, რომელთაც უჯანყდებოდა ტერიტორიებისთვის მებრძოლი მრავალი ერი, რომლებიც ამ ბრძოლაში ერთმანეთთან მეტოქეობდნენ. შედეგად უამრავი ძალზე ცვალებადი ეროვნული საზღვარი ჩნდებოდა. დღევანდელი საზღვრების უმრავლესობა თარიღდება პირველი და მეორე მსოფლიო ომებით. ამ უკანასკნელის შემდეგ შუა ევროპა მოექცა საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ (საბერძნეთისა და მოგვიანებით იუგოსლავიის გამოკლებით, თუმცა იუგოსლავიამ შეინარჩუნა სოციალისტური რეჟიმი 1992 წლამდე).

ევროპის კავშირის ამჟამინდელი მიჯნები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, მიახლოებით შუა ევროპის ცენტრზე გადის. მაგრამ ეს არის ზონა, რომელიც რუსეთის ძლიერი სახელმწიფოს სტატუსში დაბრუნების გამო შეიძლება განახლებული დაძაბულობის მოწმე გახდეს. პერესტროიკის შემდეგ (1988-1989 წლები) საბჭოთა ეკონომიკის გაკოტრების შესახებ განცხადება (გაკეთებული ისე, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ქარხნების და შახტების პრივატიზება და დაყიდვა) ზუსტად მიესადაგა ისეთ ექსტრაორდინარულ ამბავს, როგორიც იყო სსრკ-ის წინასწარგანზრახული დემონტაჟი მისი საკუთრი ლიდერების მიერ, რომელსაც თან მოჰყვა პრეზიდენტ ელცინის გეოპოლიტიკური დემაგოგია. მისი მემკვიდრის, პრეზიდენტ პუტინის მიერ წამოწყებული შემობრუნება ნავთობზე და აირზე 2003 წლიდან მსოფლიო ფასების მკვეთრი ზრდით იყო შემსუბუქებული, რომელთა ძალიან მსხვილი ექსპორტიორი გახდა რუსეთი. ცდილობს რა მიაფუჩეჩოს თავისი მარცხი ჩეჩნეთში, პუტინის რუსეთი ახლა კვლავ ცდილობს დიდ სახელმწიფოდ გახდომას.
ძალაუფლებისთვის ბრძოლის გაჩაღების საშიშროება შუა ევროპის ჩრდილოეთში, ევროპული კავშირის ახალ საზღვრებზე არსებობს. პირველ რიგში ბალტიის სახელმწიფოებში, რომლებმაც 1990-1991 წლებში აღიდგინეს თავიანთი დამოუკიდებლობა, ექს-საბჭოთა რეპუბლიკებში, რომლებიც ნატო-სა და ევროპის კავშირის წევრები არიან, რომლებშიც ეკონომიკური ზრდა მძლავრია, მოსახლეობის საგრძნობი პროცენტი (ისევე მაღალი, როგორც 48% ლატვიაში) წარმოდგენილია რუსებით და რუსულენოვანი უკრაინელებით, დასახლებულებით აქ საბჭოთა პერიოდში დაბებსა და ქალაქებში და დასაქმებულებით განსაკუთრებით მრეწველობაში. ისინი აქ დაფუძნდნენ და ბალტიის ქვეყნებიდან, სადაც ისინი დაიბადნენ, წასვლის არავითარი სურვილი არ აქვთ, ვინაიდან იციან, რომ აქ ცხოვრების დონე უკეთესია, ვიდრე რუსეთში. დემოკრატიისკენ მობრუნების დასაწყისიდან, ბალტიის ქვეყნებმა გამოსცადეს პოლიტიკური კონკურენცია და გარკვეული პარტიები ერთმანეთის ჯობნის სურვილმა მიიყვანა რუსულენოვანებისთვის (და მართლმადიდებლებისთვის) მკაცრი წესების დადგენამდე (მაგალითად, ეროვნული ენის შესწავლის ვალდებულებამდე), რაც მათ ხმის უფლებას, ხოლო ზოგჯერ დასაქმების უფლებასაც, ართმევს. ევროპულ კავშირში შესვლის თაობაზე მოლაპარაკებისას ბალტიის ქვეყნები დაავალდებულეს იკისრონ ამ დისკრიმინაციების აღმოფხვრის ვალდებულება, მაგრამ რუსების ცხოვრების პირობები, რომლებიც ქალაქის მოსახლეობის მეტ წილს წარმოადგნენ, ჯერ კიდევ სრულად არ შეესაბამება ერთი და იგივე ერის მოქალაქეთა შორის პოლიტიკური თანასწორობის პრინციპებს.
მეორეც, ლიტვასა და პოლონეთს შორის კალინინგრადის პაწაწინა ტერიტორიის (140 X 120 კმ., 1 მლნ მცხოვრები) მდებარეობა კარგი ნიადაგია ხელისუფლებისათვის ბრძოლის გეოპოლიტიკური საბაბის ან საფრთხისთვის. ეს უფრო ექსკლავია, როგორც მას რუსები უწოდებენ, ვიდრე ანკლავი, ვინაიდან იგი ბალტიკაზე გადის. ევროპული კავშირის რჩევით, ლატვიასთან იყო მოძებნილი მეგობრული გადაწყვეტილება, დაფუძნებული სარკინიგზო მიმოსვლაზე და “სარკინიგზო მოგზაურობის გამარტივებული საბუთების” წარდგენაზე. რუსეთის ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ კალინინგრადი შეიძლება გამხდარიყო რუსეთსა და ევროპულ კავშირს შორის ურთიერთობების აპრობირების რაღაც ლაბორატორიის მსგავსი (კალინინგრადის ეკონომიკურმა ზრდამ კი საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწია).

რისკი, რომ ამ გამღიზიანებლებს შეეძლოთ უარესობისკენ შებრუნებულიყვნენ, კავშირშია ნატოსა და ევროპული კავშირის მიმართ რუსეთის პოლიტიკის განვითარებასთან, რომლებსაც იგი ადანაშაულებს ზოგიერთ ექს-საბჭოთა რესპუბლიკაში არსებული, რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი მოძრაობების მხარდაჭერაში. ჰქონდა რა სურვილი რუსეთის სასარგებლოდ კენიგსბერგის ანექსირებისა, სტალინმა იგი მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზად აქცია, მაგრამ ამ უკანასკნელის ეფექტიანობა შემცირდა ჯარისა და განსაკუთრებით რუსული ფლოტის გაღარიბების გამო. ეს საჩოთირო პრობლემა ეხება რუსეთსა და კალინინგრადს შორის სახმელეთო კავშირებს ლიტვისა და ბელორუსის ტერიტორიების გავლით.

ყველაზე დიდი ალბათობის მოცემულობა არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და პოლონეთი აღარ არიან უშუალო მეზობლები, როგორებიც ისინი იყვნენ სსრკ-ს ეპოქის მანძილზე, მათ შორის საქმიანი ურთიერთობები უფრო და უფრო მწვავდება. კრემლის გაღიზიანებამ მიგვიყვანა შანტაჟამდე, რომელსაც საფუძვლად ედო რუსეთის აირის მიწოდების შეჩერება დასავლეთ ევროპაში და კერძოდ პოლონეთში, აირის ფასების საგრძნობ აწევასთან ერთად. Aამაზე პოლონეთის საპასუხო დარტყმაა –ბალტიკაზე წყალქვეშა აირის მილსადენის პროექტის მიმართ თავისი მიუღებლობის გამოხატვა, რომელიც რუსეთს აირის უშუალოდ გერმანიაში მიწოდების ისეთ საშუალებას მისცემდა, რომ აეცილებინა რისკები პოლონეთის, ბელორუსიისა და ბალტიის ერთ-ერთი სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც ვენტილებს კეტავენ არსებული მილსადენების ქსელში, რომლის მშენებლობა “ვარშავის პაქტის” საფუძველზე შანტაჟის მიზნით საბჭოთა კავშირმა დაიწყო.

შუა ევროპის სამხრეთ ნაწილში რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობა უფრო მკაფიო გახდა, ვინაიდან ახლა ევროპული კავშირის საზღვრები უკრაინაზეც მოდის. სსრკ-ს დაშლის შემდეგ უკრაინამ, თავისი დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, კრემლთან დაძაბულობის პერიოდი განიცადა. 1992 წელს ამ უკანასკნელმა მოითხოვა კონტროლი სევასტოპოლზე, რუსეთის მთავარ საზღვაო ბაზაზე ყირიმში, რომელიც ხრუშჩოვმა რუსეთისგან გამოყო და უკრაინას გადასცა ეს დიდი ნახევარკუნძული. საბოლოო ჯამში, ერთად შეაკოწიწეს რაღაც ხელშეკრულების მსგავსი, რუსული ფლოტით ჩაბღაუჭებული ამ ბაზას გრძელვადიანი იჯარის შესაბამისად.

უკრაინასა და მართლმადიდებლურ რუსეთს შორის ძველი კავშირები ურთიერთდაბალანსებულია არანაკლებ ძველი კავშირებით დიდ პოლონეთთან/ლიტვასთან (რომელიც ოდესღაც შავი ზღვის გარე ფარგლებს სწვდებოდა), კათოლიციზმთან – პოლონურთან, მოგვიანებით ავსტრიულთან (აქედან უნიატური წესი, რომელიც დასავლეთ უკრაინაში ჭარბობდა), და უკრაინის 1918 წლის დამოუკიდებლობის პირველი პერიოდის ხსოვნით, რომელიც 1920 წელს ბოლშევიკებმა შემუსრეს – ასეთია წარმოდგენები, რომლებიც ხელს უწყობენ იდეას ორი უკრაინის არსებობის შესახებ. დაწყებული პერესტროიკასთან ერთად, მონაცემების გავრცელება იმის შესახებ, რომ სტალინის რუსეთმა ნამდვილად ფაქტობრივად გაუკეთა ორგანიზება იმას, რაც არსებითად გენოციდი იყო უკრაინაში 1932-1933 წლებში, რათა დაერწმუნებინათ უკრაინელები მათი აგრარული შედარებითი აყვავების საეჭვოობაში და აეძულებინათ ისინი გადაიხადონ საფასური დამოუკიდებლობის სურვილის გამო, უკრაინელთა დიდ ნაწილში ხელს უწყობს იმ იმედის გავრცელებას, რომ ისევე, როგორც პოლონეთი 2004 წელს, ისინი დაუყოვნებლივ იქნებიან მიღებული ევროპულ კავშირში. გამწვავებულმა კონკურენციამ უკრაინის პოლიტიკურ კლასში, რომელიც ენერგორესურსებისა და ფაბრიკების პრივატიზებით საგრძნობლად გამდიდრდა _, 2005 წელს კიევში მიგვიყვანა “ნარინჯისფერ რევოლუციამდე”, რომელიც რუსეთის დომინირებული გავლენის წინააღმდეგ იყო მიმართული მანამდე, სანამ ილუზიები არ გაიფანტა და გარკვეული მდუმარე დაშვებები აშკარა არ გახდა. 2006 წლის ზამთრის პერიოდში უკრაინაში რუსეთის აირის მიწოდების შეწყვეტა ძირითადად იყო ძალის ჩვენება ევროპული კავშირის ქვეყნების სამომხმარებლო სფეროსათვის, რათა მათთვის მოეხდინა რუსეთის მიერ ხელახლადშეძენილი ძალაუფლების დემონსტრირება უკიდურესად სტრატეგიულ ენერგეტიკულ სფეროში.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ