ევროპა და ძალაუფლება

ვაირა ვიკე ფრეიბერგაევროპა  და ძალაუფლება

არც ისე  დიდი ხნის წინ, როდესაც ევროპული ქვეყნები მათი განუწყვეტელი ისტორიის მოკლე თუ ხანგრძლივ  პერიოდში ძლიერებად ითვლებოდნენ, ევროპა და ძალაუფლება სინონიმები იყო. დღეისათვის  დგას დიდი კითხვის ნიშნის მატარებელი ორი საკითხი: კვლავ არის თუ არა ევროპა მსოფლიოში უძლიერესი? დაკარგავს თუ არა ის თავის ადგილს, ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას საერთაშორისო არენაზე?

ხშირ  შემთხვევაში ძლიერი სახელმწიფო გულისხმობს მის გავლენას სხვებზე, მიუხედავად იმისა  მოსწონთ ეს მათ თუ არა. ძალაუფლება ხდება შესაძლებლობის სინონიმი –იყოს წინამძღოლი, შეცვალოს და ჩამოაყალიბოს მსოფლიო ინდივიდის, ჯგუფის, კლასის ქვეყნის თუ კონტინენტის ამბიციები სხვა მოსაზრებისა თუ განზრახვის უგულვებელყოფით. ეს ატარებს დომინანტის  და ექსპლუატაციის ქვეტექტს და სხვა ნეგატივებს, რომლებიც მიმართულია ევროპის საწინააღმდეგოდ.

ამბიციის  მწვერვალი, რომელიც განასხვავებდა  ევროპულ ძალაუფლებას იყო  კოლონიურობა, დღესაც ცოცხლობენ  თაობები, რომლებიც მომსწრენი  არიან იმპერიების სისხლიანი  თუ მშვიდობიანი ცვლილებებისა, პირველი პორტუგალიელი მკვლევარიდან უკანასკნელ დამპბყრობლამდე.  ევროპული ქვეყნები მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის  ტერიტორიული კონფლიქტებისას არღვევდნენ თავის შეთანხმებებს, რათა ყოფილიყვნენ უზენაესი მმართველები. ამასთან ამ პერიოდისათვის ევროპელები არასოდეს აყენებდნენ კითხვის ნიშნის ქვეშ საკუთარ ძალაუფლებას. ისინი ძლიან უბრალოდ იყვნენ ძლიერები, შესაძლებლობა ჰქონდათ გავლენა მოექხდინათ მთელს კონტინეტზე, ისინი ამაყები იყვნენ თავიანთი თავით, დარწმუნებულები თავიანთი აშკარა უპირატესობისა სხვა რასაზე და კონტინენტზე.

სანამ ისინი ომობდნენ თავიანთი ქვეყნისგან მოშორებით, ევროპულმა სახელმწიფოებმა შესძლეს მოეყარათ იმ რესურსებისთვის თავი, რომელიც გაზრდიდა ტექნოლოგიურ მიღწევებს, კომფორტს, სიმდიდრეს და ფუფუნებას  თუ არა ცხოვრების სტილს.  თუმცაღა, ძმათამკვლელი ომები საკუთარ კონტინენტზე სწრაფად ფიტავდა და ასუსტებდა მათ ძლევამოსილებას და გავლენას. ნაპოლეონის ომი, რუსეთ–საფრანგეთის ომი, პირველი მსოფლიო ომი და ესპანმეთის სამოქალაქო ომი და კულმინაცია _ გამანადგურებელი მეორე მსოფლიო ომი, რომელმაც გააძლერა რწმენა იმისა, რომ ის იქნებოდა მათ მიწაზე ბოლო ომი. მანამდე ხალხს სჯეროდა, რომ ყოველი ახალი ომი იქნებოდა უკანასკნელი. და სინამდვილეში ასეც ხდებოდა შემდეგ ომამდე. ნახევარსაუკუნოვანმა მშვიდობამ  ჩამოაყალიბა მათი საერთო სურვილი, რამაც გამოიწვია ქვეყნების  ევროკავშირში გაწევრიანება, რაც შესამჩნევი მიღწევაა.

თუმცა, კეთილი ნება ყოველთვის გადამწყვეტი არაა და არც ყოველთვის სასურველი შედეგი მოქვს, ძირითადად,ეს პროგრესი დაფუძნებულია  კეთილი ნებასა და საგარეო ვალდებულებეზე ერთად, კოლონიალური ევროპა ერთბაშად არ გამხდარა უბრალოდ ევროპა, ყველაზე მნიშნელოვანია,რომ ესპანეთს და პორტუგალიას ჰქონდათ უდიდესი  კოლონიალური დანაკარგები, როდესაც საფრანგეთი და ინგლისი კვლავაც ფლობდნენ დაპყრობილ მიწებს უკანასკნელი საუკუნის დასაწყისისათვის…

ლინგვისტური და კულტურული კავშირები  განაგრდძობდნენ ყოფნას, ასევე  არსებობდა ეკონომიკური  კავშირები მიუხედავად მათი დაშორებულობისა. ამგვარად ჰარდ ფოუვერმა გადაინაცვლა სოფტ პაუერში. დღევანდლამდე, პოსტ კოლონიალური კვალი დარჩენილია და რჩება ევროპული ქვეყნების გავლენის ქვეშ. როდესაც ქვანახშირის და ფოლადის ევროპული კავშირი  ყალიბდებოდა, ნახევარზე მეტ დამფუძნებელ ქვეყნებს კვლავ ჰქონდათ დიდი კოლონიები, რომლებსაც არც თუ უმნიშვნელო წვლილი შეჰქონდaთ მათ ეკონომიკაში. ვალდებულებები, რომლებიც მათ ჰქონდათ დაკისრებული კოლონიებზე გაცილებით მკაცრი იყო, ვიდრე ვალდებულებები, რომლებიც გააფორმეს თავიანთ მეზობლებთან.

როდესაც ვსაუბრობთ პოსტ კოლონიალურ ქსელზე, შეცდომა იქნება ვთქვათ, რომ ეს იყო ძირითადი განმსაზღვრელი  დასავლეთ ევროპის სიძლიერისა, ვინაიდან ამ პერიოდისათვის  მათი ძaლა იყო დაკინინებული საბჭოთა კავშირის გაძლიერების  ხარჯზე. როდესაც საბჭოთა  კავშირი დაიშალა 1991 წელს , მისმა შემადგენელმა ქვეყნებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, რუსეთის ფედერაციის, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრის მთლიანი ოფიციალური პოლიტიკა და ინტერესი დაეფუძნა იმას, რომ შეენარჩუნებინა  კონტროლი და ძალაუფლება  მის ყოფილ სატელიტ ქვეყნბზე.

ჩვენ  უკვე აღარ ვხედავთ შემოჭრას ტანკებით და იარაღით, როგორც ესი ყო ნეიტრალური ბალტიის  ქვეყნების შემთხვევაში 1940 წელს და 1956 წელს უნგრეთსა და 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში, თუმცა  თქვენ მხოლოდ უნდა დააკვირდეთ რუსულ დამოკიდებულებას  დაკარგული ქვეყნების მიმართ, მკაცრად კონტროლირებადი მედია თესავს ანტაგონიოზმს ქვეყნებს შორის ძალადობის ხსენბის გარეშე (თუმცა ახალგაზრდა ექსტრემისტთა კავშირი წახალისებულია კრემლის მიერ). ასევე დასანახია ურიცხვი  მკვლელობა რასისტულ ნიადაგზე ყოველ წელს, რომელიც ხორციელდება რუსეთის ფედერაციაში კავკასიელი, ცენტრალური აზიის და აფრიკის ხალხების მიმართ. ევროპის ქვეყნები ამ შემთხვევაში ყველა ძალას ხმარობენ რუსეთის განაწყენების გარეშე მიეხმარონ პოსტ საბჭოთა ქვეყნებს გაძლიერებაში. ვინაიდან მათ კარგად ახსოვთ სტალინ ჰიტლერის დაპირისპირებაში მათი მდგომარეობა.

ამ  მხრივ ევროკავშირში იმ ქვეყნების  გაწევრიანება, რომლებიც  განიცდიდნენ კომუნისტურ წნეხს იქნება გამაწონასწორებელი  რუსეთის ჰეგემონიის პრეტენზიისა. ხელახალი დამოუკიდებლიობის აღდგენით, პოსტსაბჭოთა ქვეყნები არიან  მიმართულნი სტაბილურობის, განვითარებისა და დემოკრატიისაკენ და ასევე ძლევამოსილი ევროპისაკენ, დანამდვილებით, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ რწმენა თავიანთი დასავლეთ და სამხრეთ პარტნიორებისა იმ შეგრძნების გარეშე, რომ კვლავაც მოხვდებიან ასიმეტრიული ძალაუფლებისა და არახელსაყრელი პირობების ქვეშ.

მაგრამ, თუ დავუბრუნდებით ისტორიას, როდესაც გენერალმა დე გოლმა  აამუშავა  თავისი ცნობილი  მოთხოვნა „ ევროპის ძალა“  კოლონიზაციის პროცესი არ იყო დამთავრებული, მაგრამ მარშალის გეგმის სარგებლიანობა  უკვე წახალისებული იყო „ეკონომიკური სასწაულით“ ომისშემდგომი ევროპისათვის. დასავლეთ ევროპას, რომელმაც ვერ შეძლო ომში ნაციზისთვის დაეძლია ამერიკის ჩარევის გარეშე. ევროპა. რომელმაც სიძნელეებს თავი დააღწია ამერიკული კაპიტალის მეშვეობით, სწორედ ამ ევროპამ  ან ამ ევროპის ფრანგულმა ნაწილმა აღმოაჩინა, რომ ძნელია იმის დაჯერება, რომ არაა დიდი მსოფლიო  ძალაუფლების მფლობელი და ეს უკმაყოფილება მიემართა ამერიკის შეერთებული შტატებისაკენ, რომელიც ამ დროისათვი განსხვავებით საფრანგეთისგან ყვაოდა.

სინამდვილეში  კი, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რეალურად ორი ძირითადი ჰეგემონი იყო მსოფლიოში: ამერიკა და საბჭოთა კავშირი. ჩინეთში იყო არეულობა, ბრიტანეთმა დაკარგა წინსვლა, საფრანგეთი– ომის დროს დამარცხებული და ოკუპირებული იყო. როდესაც რკინის ფარდამ ეს ორი ძალა გაყო და ხანგრძლივი ცივი ომის პერიოდი დაიწყო,  შეიქმნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ვინაიდან არც საფრანგეთს და არც ბრიტანეთს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი ძალებით აღდგომოდნენ  საჭოთა კავშირს, ბირთვული იარაღის შეძენის შემდეგაც კი.

გარდა ამისა პრეზიდენტმა დე გოლმა  ფრანგული შეიარაღებული ძალები გამიწვია ნატოდან. რატომ? ნუთუ მას სჯეროდა რომ ეს ნაბიჯი საფრანგეთს დაუბრუნებდა იმ ძალას რაც მას გააჩნდა ომამდე?  ზოგიერთი მიმომხილველი აცხადებს, რომ ეს იყო შურისძიება იმ დამცირების  სანაცვლოდ რაც მან ალიანსისგან განიცადა ლონდომში გადასახლებისას. ეს შეიძლება ისტორიისთვის ოკეანეში წვეთი იყოს თუმცა შედეგი იგივეა.  ევროპას მხოლოდ ნატოსთან შეეძლო უზრუნველყო თავისი უსაფრთხოება.

ამ  ამბის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ექვსი დამაარსებელი ქვეყნიდან რაოდენობა თხუთმეტამდე  გაიზარდა, გერმანია გაერთიანდა, საბჭოთა კავშირი დაიშალა, ოკუპირბულმა ქვეყნებმა  მიიღეს დამოუკიდებლობა და მათგან ათი უკვე ევრო კავშირის წევრია. 27 წევრი ქვეყნის და დაახლოებით 500 მილიონი მოსახლეობის გამო კავშირს აქვს მიზიეზი დასვას საკითხი თავის ძლაუფლების და გავლენის შესახებ, უჭკუობა იქნება რომ არ დასვას.

განსაკუთრებით უჭკუობა იქნება, ევროპა დაჯერდეს მხოლოდ მოპოვებულ წარმატებას, როდესაც მისი წევრი ხალხის დიდი რაოდენობა კრიზისშია როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ. მაშინ როდესაც რუსეთი ხდება უფრო და უფრო მდიდარი ნავთობის ფასის ზრდის ფონზე (ათგზის გაიზარდა უკანასკნელი 10 წლის მანდძილზე) და ბუნებრივი გაზის ფასის ზრდის ფონზე, რომელიც განაგრძობს ზრდას.ამის მიუხედავად ჩვეულებრივი ხალხის უმრავლესობა, იმის მაგივრად რომ ღებულობდეს სარგებელს ამ დიდი რესურსიდან განაგრძობს წარმოუდგენელ წნეხში ცხოვრებას, რუსეთს უკვე საკმარისი რესურსი აქვს წიაღისეული საწვავისა იმისათვის რომ ის გამოიყენოს გავლენიან  პოლიტიკურ იარაღად. უცნაური ვითარება შეიქმნა 1997 წელს რუსეთის დიდ რვიანში გაერთიანებასთან დაკავშირებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშ მისი არ ყოფნა მას ხელებს უხსნის გადადგას ისეთი ნაბიჯები როგორიცაა ძალიან მაღალი დისკრიმინაციული სატვირთო ტარიფები ლატვიის პორტში შემავალ ტვირთებზე.

ამოცანა, რომელიც დღეს ევროპის წინაშე დგას არის არა ის რომ აღიდგინოს  ძალაუფლება სხვებზე, არამედ ის რომ მიაღწიოს სიძლიერეს  თავისთვის, არა წარსული  უარყოფითი გრძნობების ხარჯზე, არამედ პირდაპირი პოზიტიური გრძნობით იცხოვრონ ერთად საკუთარი და სხვების შეწირულობის გარეშე.

მხედველობაში  მიღება იმისა, რომ ცნება  ძალის შესახებ ძირითადად  ნიშნავს განსაზღვრო დასახული მიზანი და გქონდეს შესაძლებლობა ქმედებისა, ფაქტებზე და მოვლენებზე ზეგავლენისა ისე როგორცშენთვისაა ხელსაყრელი და მიარწიო  შედეგს, ორი რამაა საჭირო: პირველი _ თქვენ გჭირდებათ თანამზრახველი რომელიც განსაზღვრავს და გამოხატავს თქვენს ხმას, მეორე თქვენ გჭირდებათ შესაძლებლობა მოქმედებისათვის და მიზნის მღწევისათვის.

როდესაც განვიხილავთ მთლიან კონტინენტს აქ მიაზრება 27 წევრი, ამ ქვეყნებს ნათლად სჭირდებათ საკმაოდ ძლიერი  სტრუქტურა , რომელიც სინამდვილეში იქნება მათი მოსახლეობის წარმომდგენელი რომელთაც აქვთ განზრახვა მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. ამისთვის პირველ რიგში ევროკავშირის შესაძლებლობა უკავშირდება საერთო პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც დაკავშირებულია მის პოზიციასთან საერთაშორისო გავლენაზე. და შემდეგ  მობილიზება გაუკეთოს საერთო რესურსებს რათა მიაღწიონ თავის მიზანს.

2007 წელს ხელმოწერილი ლისაბონის  ხელშეკრულება, რომელიც  რატიფიცირებულია ყველა წევრი ქვეყნის მიერ, საგრძნობლად აუმჯობესებს მართვის ბერკეტებს, რომელიც ევრო კავშირს სჭირდება. ახალი ხელშეკრულების თანახმად, პრეზიდენტი არჩეულ იქნება 2.5 წლით ნაცვლად 6 თვისა. ეს ალბათ საკმარისი არ იქნება ყველა წევრი ქვეყნის მოსახლეობისათვის შეიწავლოს და იცნოს პრეზიდენტი ქუჩაში, მაგრამ ეს არის ნაბიჯი სტაბილურობისაკენ. კავშირი ასევე შექმნის თანამდებობას, რომელიც შეითავსებს საგარეო საქმწეთა მინისტრის ფუნქციებს, და რაღათქმაუნდა ყველა ქვეყნისა საგარეო ურთიერთობების ფუნქციას. ეს იდეა ემსახურება იმას რომ შეიქმნას საერთო ევროპული პოზიცია,მყარი, ხმამაღალი და ნათელი მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის.  ეს კოლექტიური მობილიზაცია კარგად აისახება  მიმდინარე მოვლენებსა თუ დებატებში გამოხატულ თვით დარწმუნებაში. ფაქტია, მათ ერთად ჩამოაყალიბეს   აუცილებლობა იმისა, რომ ევროპა იყოს მსოფლიოში ძლიერი, მათი წარუმატებლობა აუცილებლად გამოიწვევდა კრახს ძველი მსოფლიოს დაცვის უნარისა. აქვე უნდა აღინიშნოს რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი:

პირველი:  აქ ყველაფერი უსაფრთხო  და დაცულია, ყველა წევრი  ქვეყნის სუვენირობა და ტერიტორიული მთლიანობა შიდა უსაფრთხოება და სტაბილურობა . ეს არის საქმეები რომელსაც კონსტიტუციური ხელშეკრულება ახორციელებს: წევრი ქვეყნების მიერ გატარებული სამოქალაქო და სამხედრო შესაძლებლობები კავშირს აძლევს საშუალებას ევრო საბჭოს მიერ განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად.ეს ეხება ყველა წევრ ქვეყანას გამონაკლისების გარეშე იმ ოთხი სახელმწიფოს ჩავლით, რომელთაც მინიჭებული აქვთ ნეიტრალიტეტის სტატუსი სხვადასხვა ისტორიული მიზეზებიდან გამომდინარე. ნეიტრალიტეტი გულისხმობს თხოვნით მიმართვას, რომ არ იქნას დაშვებული კონფლიქტი და მისგან დატოვებული უარყოფითი შედეგბი თავიდან იქნას აცილებული.  რაც სამწუხაროდ 1940 წელს ლატვიასა და მის ბალტიელ მეზობელ ქვეყნებში მოხდა, როდესაც არანაირი გარანტია არ არსებობდა სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ძლეირმა შეიარაღებულმა ძალებმა გადაწყვიტეს უგულვებელყოთ ისინი. მოცემულიდან ყველა ევროკავშირისა წევრი ქვეყანა არ არის ნატოს წევრი და ასევე ყველა ნატოს წევრი ქვეყანა არ არის ევროკავშირის წევრი, ამის მაგალითია იუგოსლავია და მისი დაშლის შედეგი, როდესაც  ევროპის თავდაცვის უნარიანობა აღმოჩნდა უუნარო სწრაფად და ადეკვატურად მოეხდინა რეაქცია კრიზისზე. ევროპა დარჩა უუნარო ხოცვა-ჟლეტის დროს და ამან განაპირობა ამერიკის ჩარევა და კონფლიქტის დასრულება. საერთაშორისო ტერორიზმის და და საერთაშორისო დანაშაულის ზრდასთან ერთად , რომელიც დღითიდღე საფრთხეს უქმნის ყველა მოქალაქეს, წარმოშვა გადაუდებელი საერთაშორისო უსაფრთხოების ზომების მიღების საკითხი.

შემდეგი საკითხია, ზოგადი საგარეო  პოლიტიკის საჭიროება. განსაკუთრებით, როდესაც ევროკავშირსა და შტატებს არ შეუძლიათ ერთ  ენაზე საუბარი, უკანასკნელი  ამის მაგალითი იყო კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 2008 წლის 17 თებერვალს, რომელმაც მარცხი განიცადა მიეღო ანონიმური მხარდაჭერა ყველა წევრი ქვეყნისგან ბოლო მინისტერიალის შეხვედრაზე. უკეთესი იქნებოდა გვეხილა დამოუკიდებლობის მხარდამჭერი საერთო დეკლარაცია, დამამტკიცებელი მყარი არგუმენტებით გაჯერბული, თუ რატომ არის კოსოვოს შემთხვევა განსაკუთრებული, რამაც გამოიწვია საერთაშორისო სამართლის განსაკუთრებული გადაწყვეტილება, და რატომ არ შეიძლება ეს პრეცედენტი გამოიყენებოდეს  მსოფლიოში სხვა სიტუაციებში სადაც ქვეყნების ტერიტორიულ ერთიანობას საფრთხეს უქმნის სეპარატისტული მოძრაობები. ნაცვლად ამისა ჩვენ მივიღეთ დეკლარაცია, რომელიც განცხადდა საერთაშორისო მედიაში და რომელიც გვიტოვებს საპირისპირო აზრს კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით. ამ ვითარებაში ევრო კავშირს თავდიანვე უნდა ეთამაშა პოზიტიური როლი სერბეთისა და კოსოვოს კონფლიქტის გადაჭრაში. ამ მრავალთავიანი საგარეო პოლიტიკის ქვეშ მყოფი ევროპა, სადაც თითოეული მათაგანი კარგად გამოიყურება და მიმართულია სხვადასხვა მიმართულებით, ევროპა კარგავს შანსს გახდეს  ანგარიშგასაწევი მოთამაშე საერთაშორისო არენაზე. ჩანს რომ „ძველი ევროპა“ უპირისპირდება „ ახალს“ იმ პრაქტიული შემთხვევიდან გამომდინარე, როდესაც ევროპული ქვეყნები რომლებიც არიან გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს  წევრები იყვნენ გაყოფილები და საფრანგეთი ხმას აძლევდა რუსეთს და ინგლისი ამერიკას.

მესამე, საჭიროა ზოგადი პოლიტიკა ევროპის კონტინენტის ენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით . ეს არ  შეიძლება დარჩეს  „ყველა თავისთვის“  პოზიციაზე, ვინაიდან რომელიმე წევრი ქვეყანაში არსებული კრიზისი სერიოზულ ასახვას ჰპოვებს თითოეულ წევრ ქვეყანაზე. ენერგომომარაგება საჭიროებს იმავდროულად საზოგადოების გაერთიანებას კლიმატური ცვლილებებისგან გამოწვეული საშიშროებების საკითხში, რომელიც ითხოვს დიდ ყურადღებას ისევე როგორც გაზი და ნავთობი. ასევე გადასახედია ბირთვული იარაღისადა გლობალური დათბობისაგან გამოწვეული საფრთხეები, რომელიც დღითიდღე შეიგრძნობა.

დომინანტ  როლს თამაშობს რუსეთი, რომელიც  მთავარი ენერგიის მომწოდებელია კონტინენტისთვის, რომელმაც მოახერხა  პოლიტიკური შანტაჟის ხარჯზე თითოეული წევრი ქვეყანა ენრგო დამოკიდებული ყოფილიყო მასზე რათა უწყვეტი მომარაგება ჰქონდეთ. რუსეთს როგიორც ენერგომიმწოდებელს სჭირედბა მყიდველი, პრეზიდენტმა პუტინმა მისტერ მიოერთან ერთად, რომელიც არის გაზპრომის პრეზიდენტი უკვე ნათელი მოფინეს ფაქტს, რომ რუსეთს შეუძლია წარმატებით მიმართოს პროდუქცია ჩინეთისკენ, ქვეყნისკენ რომლის ეკონომიკურმა ზრდამ  გაზარდა მომხმარებელი ყველანაირ ენერგიაზე.

ჩვენი  პრიორიტეტების მეოთე ადგილზეა  ევრო კავშირის შესაძლებლობა  განსაზღვროს თავისი ადგილი  მსოფლიო ეკონომიკურ კონკურენციაში. ეს არის დიდი გამოწვევა, რომელიც ჩინეთის, ბრაზილიის ინდოეთის და სხვა მსოფლიოს რეგიონების ეკონომიკურ ზრდის დონეს უკავშირდება. თუკი ევროპა არ შეინარჩუნებს თავის წარმოებას და ტექნოლოგიურ ინოვაციებს შესაძლებლობას, შეუძლებელი იქნება შეინარჩუნოს  თავისი ცნობილი „სოციალური მოდელი“. არცერთი არაა მართალი,  გაცვეთილი სტერეოტიპი რომელთაც მემარჯვენე თუ მემარცხენე მხარეები ხმარობენ არჩევნების დროს და გვპირდებიან სიტუაციის შეცვლას.

2005 წლის ლისაბონის დეკლარაციის  ამბიციური მიზანი 2010 წლის  ევროპის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის  თაობაზე არ იქნება დაკმაყოფილებული. 2008 წლითვის ეს კვლავაც  ნათელია. საფრანგეთისა  და გერმანიის ახალმა მეთაურებმა სხვა მეთაურებთან ერთად დაიწყეს ყურადღების მიქცევა ამ საკითხისადმი, ისინი საჭიროებისამებრ  მიდიან პოლიტიუკურ რისკებზე, მათი მისიია პანიკის გავრცელების გარეშე გაატარონ ეს რეფორმები და დაარწმუნონ მათი მოქალაქეები, რომ ამის საჭიროება განაპირობა მკვეთრმა უსამართლობამ.

პრიორიტეტები, რომლებიც აქ იყო ჩამოთვლილი  საკმაოდ რთული მისაღწევია, ვინაიდან, რომ არ ჩავთვალოთ  თანხმობა მოქალაქეების  უმრავლესობისა, მოითხოვს  საერთო თანხვედრას და  მოწონებას ევრო კავშირის  წევრი ქვეყნების მთავრობების  მეთაურებისგან.

უდაოა, რომ კონტინენტის სიძლიერეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ევროპის ლიდერებს, რაც  არ უნდა იყოს, თუ კი მათ სურთ თავიანთი მოქალაქეები დათანხმდნენ  ფასს რომელსაც ამ სიძლიერისთვის მოეთხოვებათ, მათ ასევე  უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეების აზრი და დამოკიდებულება.  ეს არ ეხება ისეთ მარტივ რაღაცას, როგორიცაა უფასო ლანჩი, რომელიც მოწონებულია და რომლის დროსაც 27-ივე სახელწიფო თანახმა და ერთსულიოვანია.   ყოველთვის არის ამ 27-სგან შეუთანხმებლობა, აქედან გამომდინარე აუცილებელია ქვეყნების და მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა.

.

მომავლის  არასაიმედოობა ეხლა უფო  ცხადად შეიგრძნობა, ვიდრე ეს იყო ჩვენი წინაპრების შემთხვევაში, რომელთაც უფრო მეტი გადაიტანეს ვიდრე ჩვენ. ჩვენი ცხოვრება უკეთესია, ვიდრე მათი მაგრამ მაგრამ რა არის ამის უკან, ნაკლებად ნათელია. ომის დროს ჩვენ თავს ცუდ მდგომარეობაში მყოფნი  ვიმედოვნებდით რომყველაფერი მალე დამთავრდებოდა, მშცვიდობის დროს ჩვენ ვისურვებდით დაგვენახა უკეთესი მომავლის პერსპექტივები. საუბედუროდ ცვლილებების დონე თანამედროვე მსოფლიოში არ გვპირდება ასეთ უსაფრთხოებას. ყველაფერი ჩვენს გარშემო იცვლება, ხნდახან ისე სწრაფად ძნელია ფეხი აუწყო და ჩვენ გვრჩება შეგრძნება რომ ჩვენ აღარ ვართ ჩვენი ბედის მმართველი.

მეოცე საუკუნის შუა წლებიდან  მსოფლიო იცვლება საშიში  სიჩქარით, თუმცა ეკონომიკური  ზრდა გვიჩვენებს რომ  ეს არასოდეს იქნება საკმარისი,  ამიტომ ჩვენ უნდა წავიდეთ  წინ რაც შეიძლება ჩქარა,  ბევრისთვის ეს უკვე მეტისმეტია, ეს ასევე ჩანს ხშირი სტრესებიდან და დაავადებებიდან, მაგრამ ჩვენ ვერ შევაჩერებთ მსოფლიოს ბრუნვას, ამიტომ ჩვეუნ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი.

ეკონომიკური გადარჩენა ნათლად მოითხოვს სწრაფ რეაქციას განსაკუთრებით  გადაწყვეტილებების მიღებისას.  პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ევროპაში ნათლად უნდა ყოფილიყო გამიჯნული უშუალოდ ბაზარზე ზეგავლენისგან. დემოკრატიული მექანიზმი რომელიც არეგულირებს პოლიტიკურ ნებას ძლიან ვეებერთელაა, ჯერ უნდა მიიღო ანგარიში ყველა ქვეყნისგან მერე გაავრცელო ერთმანეთში, შესაძლოა სწორეს ამის მიღწევის სიძნელე არის ევრო კავშირის მთავარი სისუსტე, მთავარი დაბრკოლება რომელიც მას აკარგვინებს პრივილეგირებულ ადილს მსოფლიოში. ამავე დროს ევროპი მრავალფერროვნება ასევე მნიშვნელოვანია, სადაც დიდი ქვეყნები აღიდგენენ თავიანთ დიდებას საშუალო და პატარა ქვეყნების იგნორირებით.

აბსოლუტური  მონაარქისა და ტოტალიტარული რეჟიმის დროს კოლექტიური სურვილის ფორმირება ძალიან მარტივია „მე ვარ სახელმწიფო“. წარმომადგენლობის საკითხი სადაოა. კონსტიტუციური მონარქია ხშირი შემთხვევაა ევროპაში. მონარქია სიმბოლური გამოხატულებაა ძალის თუმცა ზოგან უფრო მეტი დატვირთვა აქვს, აქედან გამომდინარე კოლექტიური სურვილი გამოხატულებას ჰპოვებს პოლიტიკურ პროცესებში. დემოკრატიის კრიტიკული მომენტები, რომლებიც ყველასთვის მოსაწონი არაა (განსაკუთრებით ვინც არ იცის მისი სარგებლიანობა) არის ის რომ ის მოითხოვს უმრავლესობის მოქმედების შესაძლებლობას ერთიანობის  საჭიროების გარეშე.  დემოკრატყია ეთანხმება განსხვავებული აზრების ქონას, ყოველთვის ყველას არ შეუძლიას იყოს თანახმა.

საზოგადოება, რომელიც ვერ ანვითარებს უმრავლესობის გადაწყვეტილებების  მიღების მექანიზმს (რადგანაც ერთიანობა ძნელი მისაღწევია) რისკავს გადაეშვას ანარქიაში, სამოქალაქო ომსა და დანაშაულში, ასეთი არაერთი შემთხვევაა მსოფლიოში სადაც ლეგიტიმურია ავტორიტარული ძალაუფლება.  თუმცა დემოკრატია არ გამორიცხავს იმედგაცრუებას, და მოწინააღმდეგეებიც ჰყვას.

ჩვენს დროშიც კი არსებობს ხალხი  რომელთაც კვლავაც სჯერათ,  რომ ისეთი დიქტატორები  როგორიც იყო სტალინი  და კიდევ ბევრი სხვა, რომელთაც მასიური მკვლელობები და დანაშაულებები ჩაიდინეს ისტორიაში კვლავაც არიან დიდი ლიდერები და სახელმწიფოს მეთაურები, რომელთაც მოუტანეს დიდება და ბედნიერება ხალხს რომელთაც მართავდნენ სისხლიანი რკინის მუშტით. რა ქნან იმ ათობით მილიონმა ადამიანმა, რომლებიც დაიხოცნენ შიმშილით, სიცივით გამოფიტვით და ტყვიით სანამ ჩვენ ჩვენს ძალას გამოვავლენდით|? იყვნენ ასევე ფანატიკოსი ბოლშევიკები, რომლებიც თავს წირავდნენ სტალინისათვის. ძალიან ძნელია სიკვდილის პირას მყოფმა მიატოვო ის იდეალები რომელიც გწამს. მაგრამ ჩვენს პოსტ– მოდერნულ ერაში, როდესაც იდეალიზმი აღარ იწვევს კეთილგანწყობას და მოდიდან გადავიდა ბურჟუაზია და რეაქციონერობა, გაკვირვებას იწვევს იმის დანახვა თუ როგორი ერები უჩივიან პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნაკლოვანებებს,  ისტორიას ახსოვს წარმოსაჩენი ლიდერები და მეფეები, რაც იწვევს ნოსტალგიურ დამოკიდებულებას და აჩენს სურვილს რომ ძლიერი და დიდებული ლიდერი კვლავაც ჩვენთან იყოს. ეს საჭიროება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ისეთ ქვეყანაში როგორიცაა რუსეთი, რომელსაც არ აქვს დემოკრატიული ტრადიციები. სხვა ბევრი მაგალითიცაა მსოფლიოში, სეთია მაგალითად თურქმენბაშის რეჟიმი, რომელმაც თავისი ოქროს ქანდაკება დადგა და ოფიციალურ რწმენად გამოაცხადა  აღარ მოვიტანთ მაგალითად ველური აფრიკიდან იდი ამინის გარდაცვალებას და პრეზიდენტ მუგაბეს რომელიც კვლავ სათავეშია.

მაგრამ  ევროპაშიც იყვნენ მეფეები  რომელთაც დიდებულები ერქვათ, აფართოებდნენ საზღვრებს და აშენებდნენ იმპერიებს და არწმუნებდნენ თავიანთ მოქალაქეებს , რომ დიდების რეზულტატი მათთვისაც იქნება და ხალხიც სწირავდა მსხვერპლს არა მხოლოდ მათი ლიდერს რათა უფრო ძლევამოსილი გამხდარიყო არამედ მთლიანი ერის ძლწევამოსილებას რომელშიც თვითონაც მიიღებდნენ მონაწილეობას. ძლევამოსილება ყოველთვის შედარებითია და ტოველთვის კონკურენტული. ცხადია ძლიერი იმპერიის ექსპანსიური სურვილები წინააღმდეგონაში მოდიოდა სხვის ამბიციებთან. ამგვარად საზღვრები მუდმივად იმყოფებოდა დაპყრობის და განთავისუფლების რეჟიმში.

დღესაც  იგივე შეგვიძლია დავინახოთ რომ დღეანდელი მთავრობები აკეთებენ იგივეს, რასაც მეფეები. ეს არის სიმართლე რომ ძლიერს უფრო აქვს გადარჩენის შანსი, ვიდრე კარგს. მარტივია ის რომ სტაბილური და აყვავებული ქვეყნები ადრე თუ გვიან მოხვდებიან მშიერი მჯეზობლის ინტერესის ქვეშ, თუ მათ არ აქვთ შემუშავებული ძლიერი თავდაცვითი მექანიზმები.  სახეწელმწიფოს თავდაცვა მუდმივად საჭიროებს განახლებას და განვითარებას.

რაც განვიხილეთ დასკვნაა  რომ ევროპამ უნდა მიაღწიოს  სიკარგესაც და სიძლიერესაც  სხვისი დაზიანების გარეშე, სწორედ ამაზეა სამუშაო. თუ ამას ვერ მივაღწიეთ არცერთი არ გვექნება. უფრო კონკრეტულად ევროპა ფეხს ვერ აუწყობს კონკურენციას გლობალურ ეკონომიკაში თუ არ გახდა უფრო პროდუქტიული და ეფექტური. სხვადასხვა პრიორიტეტები როგორიცაა „სოციალური მოდელი“ და სხვა დაკარგავს აზრს. თუ ევროპა ნაკლებკონკურენტული იქნება და ექნება ნაკლები დოვლათი,  ეს იქნება გარანტია იმისა, რომ მისი ყველა სოციალური უსაფრთხოების ქსელი იქნება დაშლილი.

აქვთ  თუ არა ევროკავშირის ქვეყნებს იმისი ძალა და რესურსი  დარჩნენ მსოფლიოში წამყვანი მოტამაშეები უახლიესი 10 – 20 წლის მანძილზე? მე არ ვიცი ეს ასე იქნება თუ არა, მაგრამ მე ვიცი რომ ამას ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ, ეს ჩვენი არჩევანია, ჩვენ ევროპის მოქალაქეები ვართ, თავისუფალნი შენებაში კონტინენტისა, რომლის დიდებულება და ძალა ჩვენ გველოდება.

 თარგმანი
ლატვიის ყოფილი პრეზიდენტის ვაირა ვიკე ფრეიბერგას (Vaira Vike-Freiberga  ) სტატია „Europe and Power“ გამოქვეყნებულია Le Centre d’Analyse et de Prévision (CAP)-ის ბროშურაში «Penser l’Europe»
გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ