ეგზოტიკური ნაციონალიზმი – ეროვნული თვითგამორკვევის პრობლემა

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone
მეოცე საუკუნის 90 – იანი წლების პოლიტიკოსებისთვის საქართველოში ცნებები: ეროვნული კონსოლიდაცია და კონსესუსი  რომანტიულ საბურველში გახვეული და  ერთობ ეგზოტიკური იყო, ამიტომ ყველა იყენებდა თავის გამოსვლებში. მაგრამ 1991 წლიდან უკვე აღარ მიმართავდნენ ამ ტერმინებს სამოქალაქო ომის დაწყებამდე და შემდეგ უკვე საბოლოო გაუცხოვებამ, ერის საყოველთაო დაცემამ შერიგების აზრი გააქრო.
ანტიბოლშევიკურმა ეროვნულმა მოძრაობამ ეროვნული კონსოლიდაციის იდეა წინა პლანზე წამოსწია და მარქსიზმის საწინააღმდეგოდ შეიმუშავა ქართული რასიზმი, ჯილაგისა და ჯიშის ცნება, პრომეთესეული ნაციონალიზმი.
ქართველები ალაპარაკდნენ გენზე, წმინდა სისხლზე, ‘ნამდვილ’ და ‘არანამდვილ’ ქართველებზე.
გამსახურდიას პოლიტიკას ეწოდა ‘პროვინციული ფაშიზმი’
მოკლედ ეროვნული კონსოლიდაციის წყაროდ იქცა ეთნიკური მომენტი და არა ეროვნულ-პატრიოტული იდეა, საერთო სახელმწიფოებრივი თვითშეგნება.
ბოლშევიკურმა რუსეთმა საქართველოში შემოღებული ე.წ. ‘ეროვნულობის გრაფით’ დაარღვია საუკუნოვანი ტრადიცია: ერთიან ქართულ სახელმწიფოში გაერთიანებული ეთნო-კულტურულად ჭრელი ხალხის საერთო ეროვნულ ჰარმონიაში ცხოვრების.
ძველი ქართული საისტორიო წყაროები უგულებელყვეს საბჭოთა მეცნიერებმა და შეთხზეს ახალი ქართული ისტორია, თეორიები, რითაც თავდაყირა დგებოდა უწყვეტი ეროვნული ცნობიერების ჯაჭვი და ყველაფერი დიდ გაუგებრობასა და ბურუსში ეხვეოდა.
მენტალობა გადაგვარებულმა ქართველებმა ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გზებს ეთნოცენტრიზმში მიაგნეს, მათ ცნობიერებაში დამკვიდრებული ფასეულობები იქცა ქვაკუთხედად რაზეც იდგა ერი, ამ ფასეულობათა დაკარგვა კი გადაჯიშებისა და სრული მოსპობის საწინდრად აღიქმებოდა.
სწორედ ამ ცნობიერმა იმპულსმა იმოქმედა, როდესაც ალაპარკდა ქართული საზოგადოება ‘მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე’ ‘ჯიშსა და ჯილაგზე’ და სხვა მასთან დაკავშირებულ ფასეულობებზე.
ეროვნულობა გაიგივდა ეთნიკურობასთან, ქართველმა დაივიწყა ძველი ქართული მულტიკულტურული წარსული და აქცენტი გააკეთა იმ ყალბ ფასეულობებზე რომელიც ჩაუნერგა იმპერიამ საზოგადოების გახლეჩვისა და გაუცხოვებისთვის.
რუსეთმა შექმნა ნაღმები სამაჩაბლოს, აფხაზეთისა და სამცხის რეგიონის სახით. მან გაამახვილა აქცენტი თითოეული ეთნოსის ინდივიდუალიზმზე და დაჩრდილა ერთიანი ჰარმონიული საქართველოს იდეა.
ეროვნულობის დაცვად აღიქმებოდა და აღიქმება სისხლის სიწმინდე ( ან ამ სიწმინდესთან მაქსიმალური სიახლოვე ), ტრადიციები, რომელიც მეტწილად აბსტრაქტული ცნება უფროა ვიდრე კონკრეტული და არსებობს უბრალოდ ტერმინების სახით.
მაშინ როდესაც ხდებოდა თანამედროვე ერების ფორმირება ( მეთვრამეტე საუკუნეში ) ქართველი ერი განიცდიდა იმპერიის ტყვეობაში არსებობას. მას არ დარჩა დრო გაეანალიზებინა რეალურად საკუთარი თავი.
ილია ჭავჭავაძე, რომელიც დღეს ქართველთა სათაყვანებელი გმირი და წმინდანია აღმოჩნდა აგრესიულ კონსმოპოლიტიზმსა და შოვინისტურ, ულტრამემარჯვენე აზროვნებას შორის.
იმ ეპოქის საქართველოში დაიწყო წერა – კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებით მიძინებული ეროვნული ცნობიერების ( და არა ერის ჩამოყალიბების როგორც ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს ) გამოღვიძება და ერის კონსოლიდაცია, მაგრამ მთელ რიგმა მოვლენებმა არ მისცა საქართველოს საშუალება წასულიყო ილიას გზით, კონსოლიდირებული ნაცია მალევე მოექცა რუსული იმპერიის ახალ ფორმაში – საბჭოთა კავშირში, და მიიღო სულიერ – მატერიალური მთელი რიგი დარტყმები.
ამ და სხვა მთელმა რიგმა გარეშე და შინაგანმა ფაქტორებმა არ მისცა ქართველ ერს საბოლოო თვითგამორკვევისა და კომსილიდაციის საშუალება.
ჯერ კიდევ არჩილ ჯორჯაძე წერდა, რომ ‘არსად არც ერთ საზოგადოებაში არ შეხვდებით იმისთანა ბუნდოვან და გამოურკვეველ შეხედულებას ეროვნებაზე, როგორც ქართველ საზოგადოებაში.’
ეს არის ქართველთა ბედის უკუღმართობით განპირობებული მძიმე ხვედრი, რომელიც არ აძლევს საქართველოს ხალხს საბოლოოდ გაერკვეს თავის არსში, მოახდინოს შეჯერება საერთო ფასეულობებზე და აიღოს ორიენტირი მომავლისკენ.
დღეს როდესაც ქართული სახელმწიფო განვითარების გზას დაადგა და კომუნიკაცის საშუალებები ასეთი ხელმისაწვდომია, მე ვფიქრობ: ჩვენი ისტორიის უკეთ შესწავლა, საერთო დიალოგი, მეტი საუბრები ამ თემებზე და რაც მთავარია ინდივიდთა სულიერი თავისუფლება შეაძლებინებს ქართულ ნაციას დაუბრუნდეს რეალურ საწყისებს და იქცეს თანამედროვე ტიპის, ევროპული ოჯახის წევრ ერად.
Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*