გუდიაშვილის ჩიხი

Share on Facebook7Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ძალიან ბევრი მემარცხენე ანალიტიკოსი, მათ შორის ჩემი უსაყვარლესი რუსი ავტორი,ალექსანდრე ტარასოვი, როდესაც 1968 წლის რევოლუციის დამარცხების მიზეზებზე საუბრობს,  გამოჰყოფს მთელ რიგ პრობლემებს რომლებიც ჰქონდა რევოლუციას. განსაკუთრებით ის ყურადღებას შემდეგ ფაქტორზე ამახვილებს,  თუ ადრე მმართველი კლასი იმისთვის რომ რევოლუციები ჩაეხშო, რეპრესიებს მიმართავდა, ცდილობდა აქტივისტების და ლიდერების  მოსყიდვას, ავრცელებდა  ჭორებს,  1960 იანი წლების რევოლუციის დროს როგორც  აღმოჩნდა ეს ყველაფერი სულაც არ არის საჭირო . საკმარისია, ხელისშეწყობა იმისთვის რომ  მთელი ეს რევოლუციური მოძრაობა გადაიქცეს კარნავალად,  პროტესტის გარდასახვა   გართობად  საბოლოოდ ამ საპროტესტო მოძრაობის კვდომას იწვევს.  იგივე მოხდა  თბილისშიც, ე.წ  გუდიაშვილის პროტესტის დროს,  ერთი განსხავებით, თუ 50 წლის წინ ეს მმართველმა კლასმა შეგნებულად გააკეთა იმისთვის რათა ჩაეხშო მოძრაობა , ჩვენთან ეს ყველაფერი ნებაყოფლობითი იყო და შედეგიც ისეთივე იყო აღმოჩნდა.  ხელისუფლებამ ცოტა დაიცადა და “საკუთარი”(ინვესტორების)  პოლიტიკის განხორციელება დაიწყო,  დაპირების მიუხედავად ამჟამად   მიმდინარეობს  ერთ–ერთი შენობის დემონტაჟი.

ისე არ გავიგოთ რომ თითქოს პროტესტანტები და მათი ლიდერები ვინმესთან შეკრულები იყვნენ,  ისინი უბრალოდ  შეეცადნენ  მთელი ეს პროტესტი ყოფილიყო განსხვავებული,  ვიდრე ჩვენთან ეს  არის მიღებული.  ანუ უარი ეთქვა  პოლიტიკას, მიტინგებს, შიმშილობებს,   და ქართული პროტესტის  სხვა აუცილებელ ატრიბუტიკას . რათქმაუნდა ამ მოქმედებას თავისი  ლოგიკა ჰქონდა და არცთუ ისე უსაფუძვლო  მაგრამ ერთია სურვილი და მეორე როგორ განხორციელდება ეს. სურვილი განსხვავებული ვიდრე  ოპოზიცია გადაიქცა ფრანკენშტეინად ,  მაგ. ერთ–ერთი მოწოდება სულაც  ასე ჟღერდა  “ერთად შევიკრიბოთ და დავიცვათ თავისუფალი ბაზარი(პერიფრაზი)” რაც უკვე იმის ნიშანია რომ რაღაც არასწორად ხდება ან არასწორად ვგებულობთ თუ რა ხდება,  სწორედ  რომ “თავისუფალი ბაზრის” ლოგიკაა ის რაც ხდება მოედანზე , ინვესტორები შემოდიან და ცდილობენ ისეთი გარემოს შექმნას რომელიც კაპიტალის ზრდას შეუწყობს ხელს .

პოლიტიკაზე უარის თქმის პოლიტიკასაც აქვს საკუთარი ლოგიკა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ძალიან მოაბეზრეს თავი ქართულ საზოგადოებას მაგრამ, ეს ნიშნავს იმას რომ, ჩვენ უარი ამ პოლიტიკოსებზე უნდა ვთქვათ და არა საერთოდ პოლიტიკაზე, რადგანაც პოლიტიკაზე უარის თქმა ნიშნავს იმას  რომ ჩვენ საკუთარი სურვილით ვტოვებთ ამ  ხალხს ხელისუფლებაში, რომლის დეკლარირებული პოლიტიკა არის კაპიტალის(ინვესტორების) ინტერესების დაცვა ან საპირწონედ სრულიად უსარგებლო საპროტესტო აქციების მომწყობებს  რომლებიც,  მხოლოდ აძლიერებენ  ხელისუფლებას.

მიუხედავად გუდიაშვილის საპროტესტო მოძრაობის ცდისა  ყოფილიყო განსხვავებული ვიდრე ქართული ოპოზიცია,  მან თავისი საქციელით  გაიმეორა ის “სიბრძნე” რომლითაც რატომღაც ამაყობს ქართული ოპოზიცია, საუბარი მაქვს მოარულ იდეაზე  რომ  “მიტინგები სადაც ერთი ფოთოლიც კი არ ვარდება” ზეწარმატებული ქართული მოვლენაა. განსხვავებით ქართული ოპოზიციისგან,  რომელსაც  უხარია ის რომ 200 ათასი გაბრაზებული ადამიანი იკრიბება და არაფერს ამტრევს. ჩვენს შემთხვევაში ეს ყველაფერი კარნავალად გადაიქცა , სადაც 16–35 წლამდე ახალგაზრდები შეიკრიბა და გლინტვეინი დააგემოვნა და   ელიტის არაფორმალური მოწონებაც  დაიმსახურა, “სწორედ ესეთი უნდა იყოს პროტესტი”, “როგორც იქნა  ხალხი კონკრეტულ პრობლემას  აპროტესტებს”. სინამდვილეში  პრაქტიკული გამოცდილება  ცხადყოფს რომ, ევროპაში სულაც არ არიან ქართველებზე ჩამორჩენილები და მანქანებსაც იმიტომ წვავენ და ბრძოლები იმიტომ მიმდინარეობს ქუჩებში რომ, სწორედ ეს არის გზა ელიტის იძულების. მხოლოდ საკუთრების დაკარგვის საფრთხე აიძულებს ელიტას წავიდეს დათმომებზე, ხოლო პროტესტი რომელიც ელიტასაც მოსწონს იდეაში უკვე ნიშნავს იმას რომ რაღაც არასწორად ხდება.

როგორც აღმოჩნდა გზა რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი საპროტესტო მოძრაობა დამარცხებისკენ მიჰყავს საქართველოშიც არ აღმოჩნდა გამონაკლისი, ჩვენს   შემთხვევაში ეს ჩიხი გუდიაშვილზე დაიწყო და დიდი იმედი მაქვს იქვე დასრულდება.

Share on Facebook7Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*