ბრეხტის რევოლუცია საქართველოში

ცნობილი ამერიკელი მეცნიერის თომას კუნის განმარტებით ყველაზე მნიშვნელოვანი რევოლუცია პარადიგმატულ გარდატეხას უკავშირდება ანუ აზროვნების წესის ცვლას.  ეს პროცესი დიდხანს გრძელდება და ხანდახან მას თაობები სჭირდება.  თუმცა თეატრალური წესებით ეს პროცესი უფრო მოკლეა.  

არისტოტელეს ტრაგედიის სისტემაში კათარსისის გამოსაწვევად აუცილებელია რომ მთავარმა გმირებმა დიდი ცდომილება ჩაიდინონ და ერთერთი მათგანი მაინც დაიღუპოს, რომ მაყურებელი განცდის შედეგად განიწმინდოს.  ცხადია, პრიმიტივიზმია ტრაგედიის სრული უარყოფა და ძველბერძნული ან იგივე შექსპირის ტრაგედიების არმიმღებლობა.  მაგრამ ამავე დროს ნამდვილად ტრაგიკულია პოსტმოდერნის ხანაში გავრცელებული პესიმისტური შეხედულება იმის თაობაზე რომ ტრაგედია ერთადერთი გამოსავალია შექმნილი სიტუაციიდან.   ეს მსოფლმხედველობა პოსტმოდერნის ხანაში ისეთი დოგმატური გახდა რომ ფატალისტური განწყობით დაიწყო ყველანაირი სიმდაბლის და უზნეობის გამართლებაც კი.  თუკი კი სასურველი და შესაძლებელი ბოლო მხოლოდ უბედურებაა, მაშინ აზრი არა აქვს სხვა ადამიანების დახმარებას, სიყვარულს და ამქვეყნიურ სიკეთეს.  თუ ყველაფერი ცუდად მთავრდება მაინც, რა საჭიროა ამაო შრომა.

ცხადია არისტოტელურ ტრაგედიას თავისი ცხოვრებისეული ძირები აქვს და ხშირ შემთხვევაში ტრაგედია ნამდვილად ხდებაისიც მართალია რომ ბუნების ძალა ადამიანისას ბევრად აღემატება.  აქედან გამომდინარე სრულიად ნათელია რომ ადამიანების დიდი ნაწილი სიამოვნებით კითხულობს ევრიპიდეს, სოფოკლეს, შექსპირის თუ სხვების მიერ დაწერილ ტრაგედიებს.  

თუმცა მეოცე საუკუნეში ბერტოლტ ბრეხტმა სერიოზული კითხვის ნიშანი დაუსვა ტრაგედიის ერთადერთობის საკითხს.  დიახაც, რატომ არის ტრაგედია ერთადერთი ბოლო?  რატომ არის რომ ცხოვრება მხოლოდ ცუდი შედეგით უნდა დამთავრდეს?  ცხადია, აქ არ არის ლაპარაკი ფიზიკური სიკვდილის ანუ გარდაცვალების ფაქტის თავიდან აცილებაზე.  ცხადია, ბრეხტი თვითონაც მოკვდავი იყოაქ ლაპარაკია ტრაგედიის სოციალურ კონტექტზეარის თუ არა უსამართლობა ყოველთვის გარდაუვალი?  ეპიკური დრამის თეატრი ამას სხვაგვარად უდგებაის არისტოტეტელეს თეატრისგან განსხვავებით ცდილობს რომ კათარსისი არა უბედურების შემდეგ მოიტანოს, არამედ ბოროტზე კეთილის გამარჯვების შემთხვევაშიაც.  გავიხსენოთ რობერტ სტურუას მიერ დადგმული 'კავკასიური
ცარცის წრე" – ერთერთი კლასიკური ბრეხტიანული პიესა, რომელიც კარგად მთავრდება.  ანუ, ადამიანის მცდელობას რომ რეალობა უკეთესობისკენ შეცვალოს კარგი შედეგი მოჰყვება.  ცხადია ბრეხტის ეპიკური დრამა არ არის საბჭოთა სოცრეალიზმივით ყალბიდა ეს იმით აიხსნება რომ ბრეხტი თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი კაპიტალისტურ ქვეყნებში ცხოვრობდა და მას თავის დროზე მაკარტისტებიც დევნიდნენ.  აქედან გამომდინარე ბრეხტის მარქსიზმიც და ეპიკური თეატრიც მისი პიროვნული არჩევანი იყო.  ეს არ იყო არცერთი პარტიის მიერ თავმსოხვეული მსოფლმხედველობაეს იყო გენიალური დრამატურგის პირადი გამოცდილებამისი საკუთარი ეპიკური დრამის შედეგი.  

{youtube}vVpK5Wl3mrw{/youtube}

ბრეხტის გენიოსი სწორედ იმაში იყო რომ კაცობრიობას დაანახა ტრაგედიის ალტერნატივაოღონდ ეს არავითარ შემთხვევაში არაა ჰოლივუდური Happy Ending-.  ეს საკმაოდ დატვირთული და მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგია, სადაც ამ სერიოზული ბრძოლის შედეგად სამართლიანობა იმარჯვებს.  ეს ხდება არა მარტო პიროვნულ კონტექსტში, არამედ სოციალურშიც.  ახლახანს გარდაცვლილი ცნობილი ბრაზილიელი თეატრის რეჟისორი აუგუსტო ბოალი ამ გამოცდილებას კონკრეტულად იყენებდა ლათინური ამერიკის ქვეყნებში სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლაში.  "ჩაგრულების თეატრი" ბრაზილიაში, არგენტინაში, პერუში, პარაგვაიში ისეთ დროს ფუნქციონირებდა, როდესაც ძალიან ცოტას თუ წარმოედგინა იქაური სამხედრო ნეოლიბერალური ხუნტების წინააღმდეგ გამოსვლა.  ბოალმა კი მოახერხა თეატრალური მედიუმის სა

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ